ძაღლყურძენა – სარეველა, რომელიც გვკურნავს

2110
ფოტო: wikipedia

ძაღლყურძენა (ლათ. Solanum) გასაოცარი მცენარეა, რომელიც არაოფიციალურ სამკურნალო მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, კერძოდ, ტიბეტურში, სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

ამიტომ, თუ იგი ნაკვეთზე, ბაღში იზრდება, ნუ გაანადგურებთ, პირიქით, მოუფრთხილდით, რადგან მცენარის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოფლავონოიდებს, რუთინის რეკორდულ რაოდენობას, მაგნიუმს, მარგანეცსა და კალციუმს.

გარდა ამისა, ძაღლყურძენა შეიცავს ტანინებს, ლორწოს, არგენინის მჟავას, იოდს, ბრომსა და სხვ. მიუხედავად ამისა, იყენებენ მხოლოდ მუქ, მოშავო ცისფერ კენკრას, ხოლო მწვანეა და უფრო ღია ფერისებს არა, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სოლანინს შეიცავს, რომელიც დიდ დოზებში შხამიანია.

მნიშვნელოვანია, რომ ძაღლყურძენას სამკურნალო მოქმედებას არამხოლოდ კენკრა, არამედ მთელი ღეროც, თავისი ფოთლებითა და ყვავილებით, უზრუნველყოფს.

ძაღლყურძენა ზამთრისთვის უნდა მოამზადოთ: იგი შეგიძლიათ გაახმოთ, გაყინოთ, დაკეპოთ შაქართან ან თაფლთან ერთად. ძალიან სასარგებლოა 3-5 კენკრის მოხმარება დღეში რამდენჯერმე, მომატებული არტერიული წნევის დასარეგულირებლად და მამაკაცებისთვის, პოტენციის მოსამატებლად.

ფიტონარევი ჯანმრთელი თვალებისთვის

მე ძაღლყურძენას თვალების სამკურნალო მცენარეული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინგრედიენტად ვიყენებ. გთავაზობთ ფიტონარევის მომზადებას გინკგო ბილობასგან, რომელიც დაგეხმარებათ თვალების ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში.

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ხმელი დაფქული ანწლის, წითელი მოცვის, ძაღლყურძენას, მოცხრის, ასკილის კენკრა და გინკგოს ფოთლები, დაუმატეთ მწიკვი ილი და კურკუმა. მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ, 0.5 ჩ.კ. ნაკრები, დააყოლეთ ასკილის, გვირილისა და წყლის ნაყენი.

დამამშვიდებელი ჩაი

ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის “ნერვებს”. გთავაზობთ სამკურნალო მცენარეების კომპოზიციას, რომელშიც აუცილებლად შედის ძაღლყურძენა და რომელსაც დამამშვიდებელი მოქმედება აქვს.

მაშ ასე, ძაღლყურძენას ყვავილებიანი რტოები და კენკრა თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კატაბალახას, მელისას, პიტნას, ასფურცელას, გულყვითელას, ტექნიკური კანაფის ტოტებს (იგი დიდი რაოდენობით თუთიას შეიცავს). 2 ჩ.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი (უმჯობესია, ჩაიდანში), დააყენეთ 30 წუთით და დალიეთ ყლუპებად დღის განმავლობაში. ამ ნაყენში შეგიძლიათ აბაზანები მიიღოთ და ბავშვებიც აბანავოთ.

კანის გამწმენდი მალამო

პრობლემური კანის, კანის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სასარგებლოა ძაღლყურძენას, გოგრის ღეროების, ველური კანაფის ტოტებისა და თესლის მალამო, მცენარეული ზეთის, ცვილის, საპნის დამატებით.

მოხარშეთ კრემი ნელ ცეცხლზე 4-5 საათით, მუდმივად ურიეთ. შეიზილეთ მტკივან ადგილებზე დღეში რამდენჯერმე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს