ძველ რომში, პიტნა (ლათ. Méntha) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელი იყო. რომაელები ღეჭავდნენ პიტნის თაფლიან ფოთლებს, ალკოჰოლის სუნის მოსაშორებლად. ჰიპოკრატე მოსახლეობას კბილების გათეთრებას პიტნის ნაყენის გამოყენებით ურჩევდა. იტალიელები ღვინოს პიტნით აყენებდნენ. აღმოსავლეთში ამზადებდნენ ტკბილ სასმელებს ყინულით (შერბეთს), რომლებშიც პიტნასაც უმატებდნენ.
მცენარის ყველა სახეობა სასარგებლოა. თუმცა, სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ბაღის პიტნა.
პიტნის ჩაის ძველი დროიდან სვამენ. ზოგ ქვეყანაში, მას დამამშვიდებელ საშუალებად იღებდნენ, ხოლო სხვებში – მადის გასაუმჯობესებლად. თუმცა, პიტნის ჩაის სარგებელი არც ჩვენს დროში იწვევს ეჭვს.
ექიმების აზრით, ამ ჩაის მთავარი სამკურნალო კომპონენტია მენთოლი, რომელიც მცენარის ეთერზეთის შემადგენლობაშია. დილით მაგარი პიტნის ჩაი გვაფხიზლებს, ხოლო სადილის დროს ისე გვადუნებს, როგორც ვერც ერთი მასაჟისტი. ასევე, პიტნის ჩაი ასტიმულირებს გულის კუნთის მუშაობას, ეფექტურია სტეოკარდიის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის დროს.
- ჰიპერტონიის შეტევის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ერთი წილი პიტნის, ერთი წილი გვირილისა და 1/2 წილი კატაბალახის ნარევი. ბალახებისგან მზადდება ნაყენი, რომელსაც თვის განმავლობაში ყოველდღე, 1/3 ჭიქით სვამენ.
- გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ამ სასწაულმოქმედი სასმლის შესახებ დიარეის, გართულებული სუნთქვის, კუნთებისა და ნაწლავების ტკივილის, ცხვირის შეგუბების დროს. ჩაი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უმკლავდება თავის ტკივილებს, ხსნის სიცხეს, დაძაბულობას, ეხმარება ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში.
- ჩვევად შემოიღეთ პიტნის ჩაის დალევა სადილის შემდეგ. კუჭის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებით, მენთოლი აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და მადას, გვაშორებს მეტეორიზმს. მოსამზადებლად, 2 ჩ.კ. პიტნის ხმელ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. კუჭის ტკივილების დროს, პიტნის ჩაის გამოყენება რეკომენდებულია გულყვითელას ყვავილებთან ერთად.
- პიტნის ფოთლებისა და ბაბუაწვერას ფესვის ნარევის გამოყენება რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის გასაუმჯობესებლად და ნაღველმდენ საშუალებად: ბაბუაწვერას 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ფესვი შეურიეთ 3 ჩ.კ. პიტნის ფოთლებს და დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 5-7 წუთით და დააყენეთ თავდახურული 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 0.25 ჭიქა დღეში 2-4-ჯერ.
- გაციებისა და გრიპის დროს ამზადებენ ჩაის პიტნის, ფარსმანდუკისა და ანწლის თანაბარი წილებისგან. მას დაავადების დასაწყისიდანვე სვამენ. პიტნა ადეზინფიცირებს, ფარსმანდუკი ამცირებს სხეულის ტემპერატურას, ხოლო ანწლი წმენდს ცხვირსა და ყელს.