გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელ რიგ სერიოზულ უსიამოვნებებს მოიცავს: იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, ჰიპერტონიული დაავადება, ათეროსკლეროზი. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში საკვები მცენარეების რბილი ზემოქმედება დამხმარე როლს ასრულებს და მათი პროფილაქტიკისთვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ამ პროცესში ხილი და ბოსტნეული, ტუტე პროდუქტები არც თუ ისე უკანასკნელ როლს თამაშობს. დიეტაში კალიუმის რაოდენობა გაზარდეთ, რადგან ის გულის მუშაობას ააქტიურებს და ორგანიზმიდან ნატრიუმის და სითხის გამოდევნას ხელს უწყობს, რაც შეშუპების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შარმდენი ეფექტის მქონე პროდუქტების მიღება სასარგებლოა: (სეზონურად) გოგრა, გამომცხვარი კარტოფილი, ყაბაყი, პატისონი, ბადრიჯანი, ცირცელი, ლობიო, ვაშლი, შავი და წითელი მოცხარი, ჭარხალი, სტაფილო, პირშუშხა, ნიორი, ბროწეული და სხვა.
1-ელი სტადიის ჰიპერტონიული დაავადების დროს სასურველია ყოველდღე, 2 კვირის განმავლობაში 1 ს/კ შავი ცირცელის წვენი დღეში 4-5-ჯერ მიიღოთ. არტერიულ წნევას ამცირებს ნარევი, რომელიც 20 ფირფიტა ნიორს, 5 თავი ხახვს, 5 ლიმონს ქერქის გარეშე, 1 კგ შაქარს და 2 ლ წყალს შეიცავს. დაქუცმაცებულ ხახვს, ნიორს და ლიმონს ანადუღარი, ცივი წყალი შაქართან ერთად დაუმატეთ. 10 დღე დააყენეთ და 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ. შეგიძლიათ ასეთი ნარევი გამოიყენეთ: 1 თავი დაქუცმაცებული ნიორი, 1 ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი, ნახევარი ჭიქა წითელი ჭარხალი. 1 ს/კ დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ. ჰიპერტონიული დაავადების დროს შეგიძლიათ ჭარხლის ახალი წვენისა და თაფლის (1:1) ნარევი მიიღოთ. 1 ს/კ ნარევი დღეში 7-ჯერ მიიღეთ. ჰიპერტონიული დაავადების დროს ¼ ჭიქა ახალ დაწურული სტაფილოს წვენი დღეში ერთხელ დალიეთ. ერთთვიანი კურსის შემდეგ 1 თვე შესვენება გააკეთეთ.
კლიმაქსის პერიოდში მაღალი წნევის დროს სასურველია როგორც ქალებმა, ასევე კაცებმა გრეიფრუტის წვენი დღეში 1-2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ დალიონ. 4 კონა ძახველი დაჭყლიტეთ და 0,5 ლ თაფლს ან 4 ჭიქა შაქარს აურიეთ, 2 კვირა ბნელ ადგილას გააჩერეთ და 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ. წნევას კარგად ამცირებს პომიდვრის წვენი (მარილის გარეშე, კარტოფილის და ჭარხლის წვენების (1:1) ნარევი. ¼ ჭიქა წვენი დილით, უზმოზე ჭამამდე 20 წუთით ადრე, ასევე ღამით დალიეთ.
ჰიპოტონიის დროს რეგულარულად 0,5-2/3 ჭიქა ბროწეულის წვენის დალევა სასარგებლოა. ასეთივე მოქმედება აქვს ხახვის ექსტრაქტს: 2 ხახვი 1 ლ წყალში 10 წუთით ადუღეთ, ნახევარი ჭიქა შაქარი დაუმატეთ. დღის განმავლობაში ცივი სასმელი დალიეთ.
სტენოკარდიის დროს ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. სასურველია, ამ პერიოდში ვეგეტარიანულ კვებაზე გადახვიდეთ. ამ დროს ახალ გახეხილი პირშუშხაც დაგეხმარებათ: 1 ჩ/კ პირშუშხას ამდენივე თაფლი დაუმატეთ. ეს ნარევი უზმოზე, საუზმის მიღებამდე 1 საათით ადრე შეჭამეთ. მკურნალობის კურსი 30 დღე, 2 თვის შემდეგ შეგიძლიათ ისევ გაიმეოროთ. მკურნალობის დროს ალკოჰოლი არ მიიღოთ და თამბაქო არ მოწიოთ, არ გადაიტვირთოთ და გაციებას მოერიდეთ. 3 წლის განმავლობაში 5-6 სამკურნალო კურსი ჩაიტარეთ.
სტენოკარდიის დროს, რომელსაც ქოშინიც ახლავს, ნივრის, თაფლის და ლიმონის ნარევი დაგეხმარებათ. 5 თავი ნიორი, 10 ცალი ლიმონი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. თავსახური დაახურეთ და გრილ ადგილას დადეთ. 1 კვირის შემდეგ 4 ჩ/კ ნარევი დღეში ერთხელ (საკვების მიღებებს შორის, 1 წუთით პირში გაიჩერეთ) მიიღეთ. ზამთრის პერიოდში სახლის ფიტოაფთიაქში ბევრი საშუალება გვაქვს სხვადასხვა სახის ტკივილის საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელ აპარატთან, თავის ტკივილთან დაკავშირებული და სხვა.
ხშირად თავის ტკივილს საზრუნავი, შფოთვა, სტრესი და გადაღლილობა იწვევს. ამ შემთხვევაში წინასწარ გახეხილი კომბოსტოს ფოთლები შუბლზე დაიდეთ ან ლიმონის ქერქი საფეთქლებზე დაიფიქსირეთ. თავის ტკივილის პროფილაქტიკის მიზნით დილა-საღამოს ¼ ჭიქა ახალ დაწურული კარტოფილის წვენი (კანიანად) დალიეთ, კურსი 14 დღე.
ფეხის ტკივილის და ხშირი კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია ახალი ლიმონის წვენი ფეხის ძირებზე წაისვათ და წვენის შეშრობამდე არ გაიაროთ და არ ჩაიცვათ. პროცედურა 2 კვირა გაიკეთეთ. ხალხური მედიცინა ფეხის ტკივილის და კრუნჩხვების პროფილაქტიკის მიზნით ყოველდღე 2-3 ს/კ მზესუმზირას თესლის, 2-3 ნიგვზის ან ნახევარი ჩ/კ გოგრის თესლის ფხვნილის დღეში 5-7-ჯერ მიღებას გირჩევთ, ანადუღარი, ცივი წყალი დააყოლეთ.
რევმატიზმის დროს მტკივნეულ ადგილას პირშუშხას ნაყენი შეიზილეთ: 2 ს/კ გახეხილ პირშუშხას 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, 2-3 საათით გააჩერეთ და გადაწურეთ. რადიკულიტის დროს გახეხილი სტაფილოს (1 ჭიქა), 1 კბილი ნივრის და 0,5 ჭიქა არყის ნარევი დაგეხმარებათ. ნარევი მარლის ტომსიკაში მოათავსეთ, მტკივნეულ ადგილას დაიდეთ, ზემოდან პარკი დაიფარეთ და კარგად შეიფუთეთ. პროცედურა ყოველ მეორე დღეს გაიმეორეთ.
რადიკულიტის პირველი ნიშნების დროს შეგიძლიათ გახეხილი შავი ბოლოკის და თაფლის (1:1) ნარევის საფენები გამოიყენოთ. ასეთივე საფენები ართრიტის, პოდაგრის ტკივილის და ოსტეოქონდროზის დროს დაგეხმარებათ.