ჩემს 6 წლის ქალიშვილს ლამბლიოზის დიაგნოზი დაუსვეს, თავს ხალხური საშუალებებით ვუშველეთ.

455
ფოტო: CDC / Janice Haney Carr & Franz Eugen Köhler, Köhler's Medizinal-Pflanzen & Franz Eugen Köhler, Köhler's Medizinal-Pflanzen on wikipedia

ჩემი ქალიშვილი 6 წლისაა და ცოტა ხნის წინ, მას ლამბლიოზის დიაგნოზი დაუსვეს. როგორ მოვაშორო ეს პარაზიტები? პატივისცემით, ზ.ა.

წერილს პასუხი გასცა კლუბ “ჯანმრთელობის” დირექტორმა, ექიმმა, ფიტოთერაპევტმა ბორის სკაჩკომ:

მიუხედავად იმისა, რომ ლამბლიოზის წინააღმდეგ სამედიცინო პრეპარატების გამოყენების მომხრე არ ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში, ანტიჰელმინტური სინთეტიკური საშუალება უნდა დანიშნოს ექიმმა ინდივიდუალური წესით, და არა მექანიკურად.

ხალხური მედიცინა კი გვთავაზობს რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს, რომლებიც ამ დაავადებისგან მაქსიმალურად სწრაფად გიხსნით.

რეცეპტი 1

1 ჩ.კ. არყის დაქუცმაცებულ ფოთლებს (აუცილებლად მაისში მოკრეფილს) დაასხით 150-200 მლ მდუღარე წყალი, დაუმატეთ დანის წვერით სასმელი სოდა და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთით. გადაწურეთ და მიიღეთ 30-50 მლ ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, დღეში 4-5-ჯერ. იღებენ 5 დღის განმავლობაში, შემდეგ ისვენებენ 3 დღით. ასე სულ 2-4 ციკლი უნდა გაიაროთ.

თუ ბავშვის მდგომარეობა იმ ტოქსინების გამო გაუარესდა, რომლებიც პარაზიტების დაღუპვის გამო გაჩნდა, უნდა შეასვენოთ. კარგი იქნება, თუ შესვენება კურსებს შორის პაუზას დაემთხვევა.

რეცეპტი 2

1 ჩ.კ. სამკურნალო თავსისხლას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ ცივი წყალი. ორთქლის აბაზანაზე ადუღეთ 30 წუთით. თუ ბავშვს ფაღარათისკენ აქვს მიდრეკილება, გადაწურეთ ცხელი. თუ ყაბზობა ხშირია – გადაწურეთ გაგრილების შემდეგ. მიიღეთ შემდეგი სქემით: ლამბლიოზის მკურნალობისას, ბავშვმა მთელ ოჯახთან ერთად უნდა იმკურნალოს, რადგან დაავადება გადამდებია. ზრდასრულების სამკურნალო სქემა იგივეა, თუმცა პროპორციულად იზრდება: 1 ს.კ. ნედლეულზე 300-400 მლ წყალს იღებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს