გთხოვთ, მომიყევით მონარდას სასარგებლო თვისებების შესახებ. პატივისცემით, რ.კ.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლუბოვ დუდჩენკო:
მონარდა (Monarda) ერთმეტრიანი მრავალწლიანი, არომატული სამკურნალო მცენარეა, ტუჩოსანთა ოჯახიდან. გარდა ამისა, იგი პოპულარული დეკორატიული, თაფლისთვის კარგი ნედლეული, ეთერზეთებით მდიდარი მცენარეა.
ყვავილის სამშობლო ჩრდილოეთი ამერიკაა, სადაც მას სამკურნალო მიზნით ინდიელები იყენებდნენ. ევროპაში მცენარე კოლუმბმა შემოიტანა, და მას შემდეგ, იგი შეუცვლელია ევროპულ, კერძოდ, უკრაინულ ხალხურ მედიცინაში.
მონარდას ყვავილები სხვადასხვა შეფერილობისაა: თეთრი, წითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი. ყვავილების ჰიბრიდულ ფორმებს ხაოიანი ყვავილები აქვს. მონარდის სასიამოვნო ციტრუსისებრი არომატის გამო, მას ხშირად უწოდებენ ლიმონის პიტნას ან ბერგამოტს. მონარდის ყველა სახეობა გამოირჩევა ეთერზეთების მაღალი შემცველობით, მცენარის ყველა ნაწილში.
მონარდა უყვართ მისი ძვირფასი თვისებების, კერძოდ, ანტისეპტიკური მოქმედების გამო. მისგან ამზადებენ გაციების საწინააღმდეგო ჩაის, ხოლო ფოთლებს სანელებლად იყენებენ. მცენარე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ეთერზეთებისა და იოდის წყალობით, მას ბაქტერიციდული თვისებები აქვს.
გამაჯანსაღებელი მიზნებით, შეგიძლიათ მოამზადოთ მონარდას ზეთოვანი ნაყენი: 1:10 პროპორციით დააყენეთ და 2-2.5 საათით გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე 50-55°С. დააყენეთ გაგრილებამდე და გადაწურეთ. აუცილებლად შეამოწმეთ, შეგიძლიათ თუ არა მისი ტემპერატურის ატანა.
დერმატოლოგიაში, კანის ჩირქოვანი დაავადებებისა და სოკოვანი ინფექციების დროს, იყენებენ ამავე ზეთს. დაზიანებულ მონაკვეთებზე შეიზილეთ სპირტიანი ხსნარი დღეში ორჯერ. ფოთლებით, ასევე, მკურნალობენ ჭრილობებსა და კანის ინფექციებს, მონარდის ნაყენი გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს გამოსავლებადაც. ჭრილობების დროს, მასზე შეგიძლიათ მონარდას ბალახის “ფაფის” დადება.
მცენარის ყვავილების, ფოთლებისა და მორჩების (1-2 ფოთოლი 1 ჭიქა მდუღარეზე) ჩაის სვამენ თავის ტკივილების, ციებცხელების დროს, იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად და, როგორც საერთოგამაძლიერებელ და ანტიოქსიდანტურ საშუალებას. ზოგიერთმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ მონარდის პრეპარატები ეფექტურია მტვროვანი წარმოშობის ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ.