მაღალი მზიურა – ესაა გასაოცარი ბალახი, ძლიერი და მოქმედებით ურთიერთსაწინააღმდეგო მცენარე. ზოგიერთ წყაროში მითითებულია, რომ მზიურა აძლიერებს სეკრეციასა (საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფა) და პერისტალტიკას, სხვებში კი წერია, რომ ამცირებს. ზოგგან იგი ამცირებს არტერიულ წნევას, ზოგგან – ზრდის, ხან ამცირებს ხველას, ხან აძლიერებს ნახველის გამოყოფას. და ასე, მზიურა ადამიანის ყველა სისტემაზე ახდენს გავლენას.
აი, ამ ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებით, მცენარემ უფრო მეტად დამაინტერესა. სწორედ ამიტომ, უძველესი მკურნალების მაგალითზე, გადავწვყიტე, იგი საკუთარ თავზე გამომეცადა.
ყოველდღე, შავი ჩაის დაყენების შემდეგ, მას 1 მწიკვ ხმელ აფთიაქის მზიურას ვუმატებდი. მესამე დღეს მივიღე კლასიკური ბრონქიტი: ღუტუნი ყელში, ჭარბსითხიანი ხველა, თუმცა არა ტემპერატურა! ქრონიკული ბრონქიტით დაავადებული ადამიანის პოვნის შემდეგ, წარმატებით გამოვცადე იგივე რეცეპტი მასზე. შედეგი მოსალოდნელი იყო – 1 კვირაში ხველამ გაიარა.
განაჩენი თავად გამოვიდა: მზიურას უნიკალური თვისებები აქვს, იგი არეგულირებს, ათანასწორებს სხვადასხვა დარღვევას ორგანიზმში. რაც უფრო ძლიერია შინაგანი წონასწორობის (ჰომეოსტაზის) გადახრა, მით უკეთ მუშაობს ამ მცენარის 9 ძალა (რუს. Девясил – девять сил – ცხრა ძალა).
კუჭის დახმარება
მზიურას მკვეთრი ანტიმიკრობული მოქმედება აქვს. მზიურას ნახარშის კომპრესებით მკურნალობდნენ დაჭიმულობებს, ნაღრძობებსა და ნაწიბურებს. ძველ დროში, მებრძოლებს ეს ფესვი ლაშქრობებზე მიჰქონდათ, ხმელ ფხვნილს კი ჭრილობებზე იყრიდნენ.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ექიმები იყენებდნენ მზიურას ფესვის ფხვნილს, ცხოველის შიდა ქონთან ერთად. ღორის ცხიმი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ქიმიური შემავსებლები. მას დღეს აღარ იყენებენ, ქონის შენახვის მოკლე ვადის გამო.
ეს რეცეპტი კარგია იმით, რომ ყველა აქტიური ნივთიერება კი არ ნადგურდება, არამედ შედის ცხიმოვან მჟავებთან რეაქციაში და მოქმედებს რბილად და დიდხანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წყლულის დროს. ასევე, ეს მასა არეგულირებს მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
მომზადება: დაადნეთ ღორის შინაგანი ქონი (100 გ) და დაასხით ცხელ მდგომარეობაში 1 ს.კ. მზიურას ფესვის ფხვნილს. კარგად მოურიეთ და მიიღეთ 1 ჩ.კ. მასა უზმოზე და ეპიგასტრალურ მონაკვეთში ტკივილის გაჩენის შემთხვევაში.
ფილტვების დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტის, ასთმის, პნევმონიის შედეგების სამკურნალოდ, პაციენტმა ბეჭებში უნდა შეიზილოთ შინაგანი ქონისა და მზიურას ფესვის მალამო. წინასწარ გაიკეთეთ ზურგის გამახურებელი მასაჟი. გარდა ამისა, აადუღეთ 1 ლ რძე და თბილ სითხეს დაუმატეთ 1 ს.კ. მზიურას ფესვის ფხვნილი და 1 ს.კ. თაფლი. მიიღეთ თბილი სითხე 0.5 ჭიქით, დღეში 3-4-ჯერ.
გამამხნევებელი ჩაი
ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობისა და დეპრესიის დროს, სასარგებლოა დღეში ორჯერ, 0.5 ჭიქა მზიურიანი ჩაის დალევა. 1 ჭიქა მდუღარეზე აიღეთ 1 ჩ.კ. მწვანე ჩაი და მწიკვი ან 0.5 ჩ.კ. მზიურა. დააყენეთ და გადაწურეთ.
სისხლისა და თირკმლების დაავადებების დროს, დაასხით 1 ლ ცივი, გადადუღებული წყალი მზიურაა და ოროვანდის ფესვების ფხვნილებს (თითო ს.კ.). ქილა დიდხანს უნდა ანჯღრიოთ, რათა წყალმა გახსნას და შეიწოვოს სამკურნალო თვისებები. მომზადების ამ მეთოდის გამოყენებისას, მზიურას სასარგებლო თვისებები არ ირღვევა და მუშაობს მისი ფაქიზი ფრაქციები, რომლებიც დუღილისას იშლება. პრეპარატი არაუმეტეს 2 დღე ინახება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მიიღოთ დღეში 0.5 ლ სითხე, საკვების მიღებებს შორის, მცირე ულუფებად.
მზიურას მკვეთრი ანტიპარაზიტული და ნაღველმდენი მოქმედება აქვს, მას იყენებენ ლამბლიოზისა და ღვიძლის ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.
უზმოზე მიირთვით მზიურას ფხვნილი (დანის წვერით) და დააყოლეთ რამდენიმე ყლუპი ცივი, გადადუღებული წყალი. ასევე მკურნალობენ ასკარიდოზის დროსაც.
ძველად, მზიურას ფესვს გოგონა შორ გზაზე მიმავალ საყვარელ ადამიანს გულზე ჰკიდებდა. ითვლებოდა, რომ იგი კურნავდა გულის ტკივილებს, ეხმარებოდა ადამიანს ერთგულების შენარჩუნებაში და იცავდა ბოროტებისგან.
მზიურას ფესვი გასამრავლებლად ღობის გასწრვივ უნდა დაირგოს – იგი ბაღს საფრთხეს არ უქმნის, სამაგიეროდ, სახლს იცავს ნეგატივისგან.
ინფორმაცია მოამზადა ექიმ-ნევროპათოლოგმა ვლადიმირ ბოლსუნმა. გახსოვდეთ სხვაობა წამალს და შხამს შორის დოზებშია, თვითმკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია მოიწონეთ და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს.