ეს, რა თქმა უნდა, საინტერესო კითხვაა. კალციუმს სპეციალურად თევზის კონსერვს არ უმატებენ, თუმცა, თუ თევზსა და კონსერვში ამ ელემენტების შემცველობას გადახედავთ, უკანასკნელში უფრო მეტ კალციუმს იპოვით.
აი, რამდენიმე მაგალითი, რომლებიც ამას ამტკიცებს: 100გ კობრის კონსერვი შეიცავს 356 მგ კალციუმს, ხოლო ნედლ კობრში თითქმის ოთხჯერ ნაკლები – 90 მგ-ა; 100 გ ღურკანა შეიცავს 185 მგ კალციუმს, ნატურალური ღურკანა კი – 90 მგ-ს; 100 გ დაკონსერვებულ სარდინებში 550 მგ კალციუმია, ხოლო ნედლ თევზში მხოლოდ 27 მგ.
როგორ შეიძლება ასეთი რამ? აღმოჩნდა, რომ ძალიან მარტივად. როგორც ჩანს, ეს კვებითი სახელმძღვანელოები იმ ციფრებს გვაძლევს, რომლებიც მთელ თევზს შეესაბამება, ანუ მისი საკვებად უვარგისი ნაწილების ჩათვლით (რაც 40-50%-ს შეადგენს), ესენია თავი, მუცელი, ძვლები და სხვ.
ამ “შიგნეულობაში” კალციუმი ძალიან მცირე რაოდენობითაა, გარდა, რა თქმა უნდა, ძვლებისა. სწორედ ძვლებია კალციუმით ყველაზე მდიდარი, ქსოვილებსა და ორგანოებს შორის.
ჰოდა, გამოვა, რომ ნედლ თევზში კალციუმის რაოდენობის გამოთვლისთვის გამოიყენება “საშუალო არითმეტიკული” მნიშვნელობა, ხოლო კონსერვებში მხოლოდ საკვებად ვარგისი ნაწილები გამოიყენება, რომლებსაც ძვლებიც მიეკუთვნება. ხშირად, მათ კონსერვში გაურჩევლად მიირთმევენ და მიიღებენ უფრო მეტ კალციუმს, ვიდრე ნედლი თევზიდან.
რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი “გურმანებიც”, რომლებიც, დაკონსერვებული თევზის მიღებისას, ძვლებსაც აშორებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში ისინი ძვირფას კალციუმს კარგავენ.