ბზინვარებამდე გაასუფთავებთ ტაფებს, ქვაბებს და არა მარტო მათ, ზედაპირზე არანაერი ლაქა აღარ დარჩება.

9475
ფოტო: youtube.

ჭურჭელზე თანამედროვე ფასები იმდენად მაღალია, რომ თმა ყალყზე დაგიდგებათ. არადა სამზარეულოს ჭურჭელი თანამედროვე და ხარისხიანი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი კერძის მომზადება სიამოვნებას ვერ მოგიტანთ.

სწორედ ამიტომ, გირჩევთ, რომ ძველ ინვენტარს თვალის ჩინივით გაუფრთხილდეთ. კარგი ტაფა არაერთხელ გამოგადგებათ, ამიტომ მას დროული წმენდა და ზრუნვა სჭირდება.

ნივთის ღირებულებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მას არასწორად იყენებთ – ასე დიდხანს ვერ გემსახურებათ.

როგორ გავწმინდოთ ტაფა სახლის პირობებში

საერთოდ, ტაფა ძალიან ძველი სამზარეულოს ჭურჭელია. პირველად ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია მოხსენებული: „ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას“ (ლევიანნი, VII, 9).

პირველი უძველესი ტაფის ნიმუში ჩვეულებრივი ბრტყელი ქვა იყო. პირველყოფილი ხალხი მასზე სხვადასხვა პროდუქტს აშრობდა და ამით შენახვის ვადას ახანგრძლივებდა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაფა სარდინიაში მდებარეობს. მისი დიამეტრი 8 მეტრია. ასეთი შთამბეჭდავი ზომები 50 ათასი მაცხოვრებლის გამოკვების საშუალებას იძლევა. ყოველწლიურად, დღესასწაულზე 1000 ლიტრ ზეითუნის ზეთში დაახლოებით 5 ტონა სარდინი იწვება.

უჟანგავი ტეფლონის საფარი 1938 წელს გამოიგონეს. ამ შემთხვევითი აღმოჩენისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ როი პლანკეტს, ახალგაზრდა ქიმიკოსს, რომელიც სინამდვილეში მაცივრისთვის ფრეონის შემცვლელს ეძებდა. მისი აღმოჩენა 1945 წელს ფრანგმა მარკო გრეგუარმა სრულყო. მან ალუმინის ტაფაზე პოლიტეტრეფლუორეთილენის წასმის ტექნიკა მოიფიქრა. ასე იწყება ბრენდ Tefal-ის ისტორია, რომელიც სახელწოდებაც გამომდინარეობს სიტყვებიდან „ტეფლონი“ და „ალუმინი“.

ყოველდღიურ საქმეებს დავუბრუნდეთ. როგორ მოვაშოროთ ტაფას ძველი ჭუჭყი ისე, რომ მისი ზედაპირი არ დავაზიანოთ? ყველაფერი ძალიან მარტივია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ტაფა
  • კბილის პასტა
  • თბილი წყალი
  • ჯაგრისი პლასტმასის კბილებით

მოქმედება:

  1. ტაფას ცოტა თბილი წყალი დაასხით.
  2. ცოტა კბილის პასტა წაუსვით. იმდენი პორცია გეყოფათ, რამდენსაც კბილების გასახეხად იყენებთ.
  3. ხელით კბილის პასტა ტაფის მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ. შემდეგ ჯაგრისით გახეხვა დაიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯაგრისის კბილები რბილი და პლასტმასის იყოს. ასე ზედაპირი არ დაზიანდება. 5 წუთიანი ხეხვის შემდეგ გარეცხეთ. ეს ოპერაცია რამდენჯერმე გაიმეორეთ. ბოლოს ტაფა გაამშრალეთ.

აი, ასეთი მარტივი მეთოდით სამზარეულის ჭურჭელს ნაადრევი დაზიანებისგან დაიცავთ. პროცესი საკმაოდ მარტივია და განსაკუთრებულ ძალისხმევად არ მოითხოვს. სანაცვლოდ, სახლში კერძების მომზადებას მშვიდად შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს