ჭერამის კურკისგან დამზადებული ემულსია ხველისგან გაგათავისუფლებთ

613
ფოტო: silviarita on Pixabay

რითაა სასარგებლო შინდისა და ჭერამის კურკები? პატივისცემით, გ.ნ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:

ჭერამის კურკები დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინ B15-ს, ამინომჟავებს, გლიკოზიდ ამიგდალინს შეიცავს. იმის გამო, რომ ამიგდალინი, დაშლის დროს, იძლება ტოქსიკურ სინილის მჟავას, მისი შინაგანად მიღება ძალიან შეზღუდული რაოდენობითაა დაშვებული.

ჩინურ მედიცინაში, ჭერამის კურკები გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება ხველის, ყივანახველას დროს. სხვა მცენარეებთან ერთად, მას იყენებენ ბრონქიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის დროს.

ჭერამის კურკები, ძირითადად, ემულსიის სახით გამოიყენება. ამისთვის არაუმეტეს 20-30 გ დანაყული გაფცქვნილი კურკის გულები შეურიეთ 1 ჭიქა წყალს და ურიეთ სითხის გაყვითლებამდე. მიიღეთ ასეთი ემულსია დღეში ერთხელ (თუნდაც რამდენიმე მიღებად). მკურნალობის კურსი 2-3 კვირა უნდა გაგრძელდეს.

შინდის კურკებს, აგრეთვე, ხალხურ მედიცინაში გამაჯანსაღებელი მნიშვნელობა აქვს. მისი ჩვენებებია: ალერგია, დიათეზი, ფსორიაზი.

1 ს.კ. კურკებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 20-25 წუთით. დააყენეთ გაგრილებამდე, გადაწურეთ და მიიღეთ 0.5 ჭიქა საკვების მიღებებს შორის. არ გირჩევთ შინდის კურკებიანად მოხმარებას ბუასილის დროს, რადგან მას კუჭის დაზიანება, ბრმა ნაწლავში გაჭედვა შეუძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს