როგორ დავაყენოთ კლასიკური და ბალახეულის ჩაი სწორად

995
ფოტო: Iva Balk on Pixabay

მიყვარს მწვანე და შავი ჩაი. რა თქმა უნდა, როგორც აღმოსავლეთში აკეთებენ, ჩაის ისე კლასიკურად დაყენება არ გამომივა, თუმცა სიამოვნებით მივიღებ დიეტოლოგის რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით, ნ.დ.

წერილს პასუხობს ექიმი-დიეტოლოგი, კიევის ირიდოდიაგნოსტიკის ცენტრის დირექტორი, ელენა მელნიკი.

რა თქმა უნდა, ჩაის დაყენება და მოხმარება ჩვენს პირობებში მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩაის იმ ცერემონიებისგან, რომლებსაც აღმოსავლეთში გადიან. ამ სასმლის არომატი მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოთ და მისგან სიამოვნება მიიღოთ, ჩაის მომზადებისას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

1. სპეციალურ ჩაიდანში ნებისმიერი სახეობის ჩაის დაყენებამდე აუცილებელია ჭურჭელს ჯერ მდუღარე წყალი უნდა გამოავლოთ და მხოლოდ შემდეგ ჩაყაროთ ჩაი. ჩაის ფოთლები შეიწოვს მშრალ სითბოს და უკვე წყლის დასხმის შემდეგ აღარ განიცდის ტემპერატურის მკვეთრ კონტრასტს, რომელიც აუარესებს ჩაის გემოვნურ თვისებებს, არამედ პირიქით, ჩაის ფოთლები არომატს გამოუშვებენ.

2. შავი (რეალურად, ეს წითელი ჩაის სახეობაა) და მწვანე ჩაი უნდა დააყენოთ 1 ჩ.კ. 200 მლ წყალზე.

3. შავ ჩაის ასხამენ მდუღარე წყალს, ხოლო მწვანეს – წყალს, რომელიც თითქმის აადუღეს, შემდეგ კი 80 გრადუსამდე გააგრილეს (რათა შეინარჩუნონ მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები), კოვზით ურევენ და აყენებენ 2 წუთით. შავი ჩაი მაშინვე უნდა შეისვას, ხოლო მწვანეს დაყენება 2-3-ჯერ შეიძლება, როცა იგი თავის მიკროელემენტებსა და რუთინს სრულად გამოყოფს.

4. შეგიძლიათ, ჩაის სხვადასხვა ბალახი დაუმატოთ, თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში მისი გავლენაც იცვლება. კერძოდ, სასმელში პიტნის ან თავშავას დამატება, თანაც ღამით, მგრძნობიარე ქალებში გამოიწვევს უძილობასა და უმიზეზო ტირილს, ხოლო მამაკაცებში – ნერვოზულობას.

ჩაიში კრაზანის ბალახის დამატებას შეუძლია კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენა, მათ შორის, სახეზე ჭორფლების დაყრაც. ზოგადად, ნებისმიერი სამკურნალო მცენარე ჩაისთან ერთად არაუმეტეს 28 დღის მანძილზე უნდა მოიხმაროთ, შემდეგ კი ერთი თვით შეისვენოთ.

5. რაც შეეხება რძეს, რომელსაც ზოგიერთი ჩაიში ასხამს: გირჩევთ, იგი ხარისხიანი ნაღებით ჩაანაცვლოთ, რადგან იგი არ წარმოქმნის კაზეინს, რამდენადაც თავადაც რძემჟავის პროდუქტია. ასეთი სასმელი სასარგებლოა ფეხმძიმეებისა და მეძუძური დედებისთვის.

ჩვეულებრივ, ჩაის საშუალო დღიური ნორმაა 3 ფინჯანი. უნდა გახსოვდეთ, რომ მწვანე ჩაის მირთმევა რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში, რათა უძილობა არ გამოიწვიოთ. ღამით მუშაობის მოყვარულებმა ჩაის კონცენტრაცია უნდა გაზარდონ 1 ჭიქა წყალზე 2 ჩ.კ.-მდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს