მცენარეული სამკურნალო სასმელები: ნატურალური და უვნებელი წამლები

751
ფოტო: Mareefe form PxHere

სამკურნალო ჩაის მიღება ძალიან ეფექტური მეთოდია ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. ასეთ სასმელს ჭამამდე 20-30 წუთით ადრე მიირთმევენ. ნუ გააფუჭებთ სასმელს შაქროთ. თუ მის გარეშე არ შეგიძლიათ ჩაის დალევა, დაუმატეთ უკვე გაგრილებულ სასმელს 1 ჩ.კ. თაფლი ან ჟოლოს მურაბა.

ქვემოთ მოყვანილია რეცეპტები ნაკრებებისა, რომელთა მიღებაც სხვადასხვა დაავადების დროს შეგიძლიათ.

სასიამოვნო სასმელი: 500 გ თაფლი, 1.5 ლ წყალი, 15 გ სანელებლები (დარიჩინი, მიხაკი), 10 გ პიტნისა და სვიის ხმელი ან ნედლი ფოთლები. აადუღეთ ქვაბში წყალი, დაუმატეთ თაფლი, სანელებლები და ფოთლები, გადაღვარეთ თიხის ქოთანში და შედგით ღუმელში 1 საათით. მიირთვით ცხლად, როგორც ჩაი. ესაა უნიკალური საერთოგამაძლიერებელი, ანტივირუსული და იმუნომოდულატორული სასმელი, განსაკუთრებით სასარგებლო გრიპის პროფილაქტიკისთვის. ამასთან, იგი აუმჯობესებს მადას, ამიტომ დაგეხმარებათ კუჭის ფუნქციის გაუმჯობესებაში.

შარდმდენი ჩაი: 5 გ სულა, 5 გ კრაზანა, 5 გ შავი მოცხრის ფოთლები. შეურიეთ ხმელი მცენარეები და ჩაყარეთ ფაიფურის ჩაიდანში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 8-10 წუთით.

ნაღველმდენი ჩაი: 4 წილი ნეგოს ყვავილები, 3 წილი სამყურა, 2 წილი ბაღის პიტნა, 2 წილი ქინძის თესლი. 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ 0.5 ჭიქა სასმელი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ჩაის მიირთმევენ ქოლეცისტიტისა და ქოლანგიტის დროს.

ჩაი ღვიძლისთვის: 0.5 ლ მდუღარე წყალი, 1 ს.კ. ასკილის ნაყოფი, 1 ს.კ. კრაზანა, 1 ს.კ. მარწყვის ფოთლები, 1 ს.კ. ნეგო, 1 ს.კ. წალიკა, 1 ს.კ. სიმინდის ულვაში, 1 ჩ.კ. ვარდკაჭაჭა, 1 ს.კ. ბირკავა. ეს ჩაი არამხოლოდ გვეხმარება ღვიძლის დაავადებების დროს, არამედ მას შეუძლია ღვიძლის ციროზისა და ვირუსული ჰეპატიტის საწყისი სტადიების განკურნება.

ჩაი ნაღვლის კენჭების დასაშლელად: 1 ჩ.კ. შავი ბეგქონდრის დაფქული თესლი, 1 ჩ.კ. ტკბილი კამა (მუხუდო) და 1 ჩ.კ. ბაღის პიტნა. დაასხით მდუღარე წყალი ლიტრიან თერმოსში, დაუმატეთ 3-7 წვეთი შავი ბეგქონდრის ეთერზეთი. დალიეთ თბილი ჩაი თაფლით.

ოფლმდენი (გამახურებელი) ჩაი: აიღეთ ჟოლოს ჩირი (1 წილი), ნეკერჩხლის ყვავილედები (1 წილი). 2 ს.კ. მასას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 5 წუთით. დალიეთ მომზადებული ცხელი ჩაი და მაშინვე დაწექით საწოლში. მას მასაჟამდე 30 წუთით ადრე იღებენ, ასევე, ეფექტურია გაციებისა და გრიპის დროსაც.

გაზმდენი (ჭარბი გაზწარმოქმნის, მეტეორიზმის წინააღმდეგ) ჩაი: თანაბარ ნაწილებად შეურიეთ კრაზანას, ბერულასა და ფარსმანდუკის ბალახები, დაასხით 3 ს.კ. ნარევს 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით და გადაწურეთ. დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.

ფილტვების (ხველის საწინააღმდეგო) ჩაი: 4 წილი ვირისტერფას, 3 წილი მრავალძარღვას ფოთლები, 3 წილი ძირტკბილას ფესვი. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 2 ს.კ. ყოველ 3 საათში. ჩაი ხელს უწყობს ნახველის ამოდევნას ბრონქებიდან და ფილტვებიდან.

დამამშვიდებელი ჩაი: 1 წილი ბაღის პიტნის, 1 წილი მელისას ფოთლები, 1 წილი კატაბალახას ფესვები, 1 წილი ბრტყელეკალას ფოთლები და ყვავილები. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. მიირთვით 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ, უძილობისა და გაღიზიანების დროს.

მიიღეთ ჩაი ნერვული აგზნებადობის, კონვულსიების დროს.

ჩაი თირკმლებისთვის: შეურიეთ 4 წილი შტოშის, 10 წილი ტყის მარწყვისა და 6 წილი შავი მოცხრის ფოთლები, დაასხით 200 გ მასას 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ გაგრილებამდე და გადაწურეთ. დალიეთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ.

ვიტამინური ჩაი

1. დაწურეთ ყურძნის წვენი, დარჩენილი ფოჩები, წიპწებიანად, გაახმეთ. გამოშრობილი ნედლეული დააქუცმაცეთ ყავის საფქვავში. იმუნიტეტის დაქვეითების დროს, დააყენეთ 1 ს.კ. ფხვნილი 1 ჭიქა მდუღარეში. სასურველია, ჩაი თერმოსში დააყენოთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში.

2. დაჭერით 3 გაუთლელი საშუალო ზომის ვაშლი, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, ხარშეთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე და დააყენეთ 30 წუთით. დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და მიირთვით ჩაის სახით.

3. დაასხით 2 ს.კ. ორკბილას ხმელ ბალახს 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. ეს შინაგანად მიღების დღიური ნორმაა.

სისხლგამწმენდი ჩაი: აიღეთ მარწყვის ფოთლები, ორკბილას ბალახი და გვირილის ყვავილები თანაბარი რაოდენობით. დაასხით 1 ს.კ. ნაკრებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დალიეთ რეგულარულად, ჩაის ნაცვლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს