წითელი ცირცელი მრავალი დაავადების საწინააღმდეგოდ ეფექტურია

1691
ფოტო: Elstef on Pixabay

ზოგადად, წითელ და შავ ცირცელს მსგავსი სამკურნალო თვისებები გააჩნიათ. შავი ცირცელის მსგავსად წითელი ცირცელი არტერიულ წნევას ამცირებს და სისხლის შედედების პროცესს აუმჯობესებს. გარდა ამისა, მას ნაღვლმდენი მოქმედებაც გააჩნია. მისი პექტინები დუღილის პროცესს ხელს უშლის და ნაწლავებში გაზის წარმოქმნას აფერხებს. წითელი ცირცელი ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელ და კაპილარების გამაძლიერებელ მოქმედებას ფლობს. მას შემკვრელ, მსუბუქ საფაღარათო, ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებად იყენებენ.

წითელი ცირცელის წვენი, რომელსაც მეცნიერები დღემდე სწავლობენ, რეკომენდებულია ავიტამინოზის, ანემიის, შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადების, გულის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის, ნაღვლის ბუშტსა და თირკმლებში კენჭების, საშვილოსნოს სისხლდენის და მენსტრუაციის დაღვევის დროს. ის დაბალი მჟავიანობის გასტრიტის, ათეროსკლეროზის, ბრონქიტის და სხვა დაავადების დროს დაგეხმარებათ. მასში შემავალი ფიტონციდები ებრძვიან სალმონელას, ოქროსფერ სტაფილოკოკს, ობის სოკოს და ა.შ.

როგორც ხედავთ, ამ კენკრას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მისი მიღება როგორც ახალი, ასევე გაყინული ან ხმელი სახით შეგიძლიათ. მის წვენს აკონსერვებენ – ამით მისი ბაქტერიოციდული თვისებები არ იკარგება. წითელი ცირცელის, ისევე როგორც შავი ცირცელის მომზადება პირველი ყინვის შემდეგ ღირს.

ცირცელის გემრიელობები

რა თქმა უნდა, ახალი კენკრა ყველაზე უფრო სასარგებლო იქნება. თუ გსურთ, რომ კენკრა სასარგებლო და ამავდროულად გემრიელიც იყოს, მაშინ ჯემი მოამზადეთ ან შაქარს აურიეთ – ასე სამკურნალო თვისებებს შეინარჩუნებს.

წითელი ცირცელის ჯემის მოსამზადებლად 1 კგ ხილი, 1,5 კგ შაქარი და 750 მლ წყალი აიღეთ. თავიდან შაქრის სიროფი მოამზადეთ. შემდეგ გარეცხილი კენკრა 5 წუთით აადუღეთ და საწურზე გადაიტანეთ. როცა წყალი დაიწვეთება, კენკრა ცხელ სიროფს დაუმატეთ და 6 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, დაახლოებით 15 წუთით ძალიან სუსტ ცეცხლზე დადგით. შემდეგ გაზიდან გადადეთ და 6 საათით გააჩერეთ, ასე 3-4-ჯერ გააკეთეთ. ბოლოს მურაბა მინის ქილებში გადაანაწილეთ.

წითელი ცირცელის მომზადების ერთ-ერთი მარტივი მეთოდი: კენკრა ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ. ამდენივე შაქარი დაუმატეთ. ასე უმი ჯემი მაცივარში შეინახეთ. შეგიძლიათ ჩაის დაუმატოთ ან როგორც ვიტამინი ისე მიიღოთ.

სასარგებლო ხალხური რეცეპტები

  • ჰიპერტონიის დროს 1 ს/კ წითელი ცირცელის წვენი დღეში 3-ჯერ, 1 თვე დალიეთ.
  • ნაღვლის ბუშტის ანთების დროს წითელი ცირცელის წვენი დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში 1 ჩ/კ წვენი ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ეს რეცეპტი ენდოკრინული სისტემის დაავადების გამოიყენეთ: 1 ჩ/კ წვენი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
  • სისუსტის და ანემიის დროს ასეთი საშუალება დაგეხმარებათ: 2 ჩ/კ ახალ კენკრას 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და დაახლოებით 1 საათით დააყენეთ. მიღებული საშუალება დღის განმავლობაში 3-4 მიღებაზე დალიეთ. შეგიძლიათ გემოვნებით ცოტა შაქარი დაუმატოთ.
  • ბუასილის დროს წითელი ცირცელის წვენის დალევა სასარგებლოა, 75-100 მლ წვენი დღის განმავლობაში 3 მიღებაზე გადაანაწილეთ. სურვილის მიხედვით თაფლი ან შაქარი დაუმატეთ, ასევე ცოტა წყალი დაასხით.
  • როგორც ნაღვლმდენი საშუალება ცირცელის ნაყენი სასარგებლოა. ამისთვის გარეცხილი კენკრა დაჭყლიტეთ და 40% სპირტი 1:10 პროპორციით დაასხით. 2-3 კვირა დააყენეთ. 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.
  • ღვიძლის კოლიკის დროს ასეთი წამალი დაგეხმარებათ: ემალის თასში 4 კგ კენკრა დაჭყლიტეთ, წვენი გაწურეთ, აადუღეთ და 1:1 პროპორციით შაქარი დაუმატეთ. ცხელი სიროფი მუქი ფერის ჭურჭელში გადაიტანეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. შეტევის დროს 50 მლ ცირცელის სიროფი მდუღარე წყალში 1:1 პროპორციით გააზავეთ და როგორც ჩაი დალიეთ. ამის შემდეგ მარჯვენა მხარეს თბილ სათბურზე დაწექით და შეტევის გაქრობამდე ასე იყავით.
  • ყაბზობის დროს ხალხური მედიცინა გირჩევთ: მინის ქილაში (ფენებად დააწყვეთ) ცირცელის კენკრა შაქრით მოათავსეთ, მარლა დააფარეთ და თბილ ადგილას დადეთ. 1 თვე დააყენეთ. შემდეგ მიღებული სიროფი გადაწურეთ. სიროფის სპირტი დაუმატეთ – 0,5 ლ სიროფზე 25 მლ 70%-იანი სპირტი. საშუალება უზმოზე, დილით 50-100 მლ დალიეთ.
  • ბუასილის კვანძებზე წითელი ცირცელის კენკრის ფაფის კომპრესის დადება კარგია.
  • სკლეროზის დროს ასეთი საშუალება დაგეხმარებათ: 1/3 მინის ქილა წითელი ცირცელის კენკრით აავსეთ, ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით და თავსახური დააფარეთ. 45 დღეში სითხე გადაასხით, შეათბეთ და შაქარი (კენკრის მასის 1/3 ნაწილი) დაუმატეთ. შემდეგ კიდევ 45 დღე დააყენეთ. 50-100 მლ ნაყენი ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
  • მეჭეჭების მოშორებას წითელი ცირცელის ახალი კენკრის დახმარებით შეძლებთ: კენკრა შუაზე გაყავით და დაჭყლიტეთ. ერთი ნახევარი მეჭეჭზე დაიდეთ და დააფიქსირეთ. ეს პროცედურა ღამით გაიკეთეთ. კურსი – მეჭეჭების სრულ გაქრობამდე.
  • მუდმივი ყაბზობის დროს ეს რეცეპტი დაგეხმარებათ: ცირცელის კენკრა გაატარეთ, შაქარი 1:1 პროპორციით დაუმატეთ და 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ მიიღეთ. წყალი დააყოლეთ.

ყურადღება! წითელ და შავ ცირცელს მსგავსი უკუჩვენებები აქვთ. მისი წვენის სუფთა სახით მიღება გაზრდილი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, სისხლის გაზრდილი შედედების და ჰიპოტონიის დროს არ შეიძლება. ორსულობის დროს ცირცელის მიღება სჯობს გადადოთ, რადგან შეიძლება ალერგიული რეაქცია განვითარდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს