მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოდის და საბოლოოდ მთელი ოჯახი შეიკრიბება და რუტინული ცხოვრებიდან დასვენებას შევძლებთ. ამ დღესასწაულს გულში სიხარული შემოაქვს და ნათესავებს აახლოებს. სააღდგომო კვერცხის შეღებვა ნათესავებს აერთიანებს და განსაკუთრებული ოჯახური მოვლენა ხდება.
კვერცხის შეღებვა სააღდგომოდ
კვერცხის შეღებვის და გაფორმების რაც უფრო ბევრი ორიგინალური მეთოდი იცით, მით უფრო საინტერესო და სასიამოვნოა, რომ პატარა ხრიკები ბავშვებს გაუზიაროთ. მათთვის სააღდგომო კვერცხის შეღებვის ახალი მეთოდი ნამდვილი აღმოჩენაა. დღეს „პაპარაცი“ კვერცხის შეღებვის 2 უჩვეულო მეთოდს გთავაზობთ, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ თქვენც გაგაოცებთ.
კვერცხის შეღებვა საკვები საღებავებით
კვერცხის საკვებ საღებავში ამოვლება და სხვადასხვა ფერით სიამოვნების მიღება შესაძლებელია. ამასთან შეგიძლიათ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უფრო საინტერესოდ შეღებოთ. თუ ბავშვები გყავთ, ასეთ ხელსაქმეში აუცილებლად ჩართეთ: კედლებიც არ დაზიანდება და ბავშვები კმაყოფილნი იქნებიან.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 10 თეთრი სალფეთქი
- 5-10 მოხარშული კვერცხი
- სხვადასხვა ფერის საკვები საღებავი
- 6 ს/კ ძმარი
- 6 ბამბის ჩხირი
- რეზინის ხელთათმანები
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ხელთათმანები გაიკეთეთ, რომ ხელები საღებავებით არ დაგესვაროთ. საღებავები სხვადასხვა ჭურჭელში გახსენით. როგორც თხევადი, ასევე მშრალი საღებავი გამოგადგებათ.
- თითოეულ საღებავს 1 ს/კ ძმარი დაუმატეთ. ასე ფერი უფრო გაძლიერდება.
- თითოეული საღებავის ჭურჭელში 1 ბამბის ჩხირი ჩადეთ, რომელსაც კვერცხის საღებავ ფუნჯად გამოიყენებთ.
- მოხარშული კვერცხი სალფეთქში გაახვიეთ.
- აქ ყველაზე საინტერესო იწყება: მორიგეობით ბამბის ჩხირები სალფეთქს წაუსვით და ერთგვარი ქაოსური, ფერადი ხაზები შექმენით.
- სალფეთქი მოაშორეთ და კვერცხის ნაჭუჭზე ცისარტყელის ფერებით დატკბით.
კვერცხის შეღებვა ხახვის ფურცლებით და ბრიალიანტის მწვანით
მეორე მეთოდი არა ნაკლებ საინტერესოა. კვერცხის შეღებვა ხახვის ფურცლებით საკმაოდ ძველი ტრადიციაა, თუმცა ორიგინალური ნიმუშის მიღებას შეძლებთ, თუ ხახვის ფურცლებს ბრილიანტის მწვანეს დაუმატებთ. გაოცდებით, მაგრამ მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალურია, შედეგი კი დასვრილ ქვაბად ნამდვილად ღირს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- რეზინის ხელთათმანი
- ძველი ქვაბი
- 1 ფლაკონი ბრილიანტის მწვანე
- ხახვის ფურცლები
- მარლა
- 5-10 უმი კვერცხი
მომზადების წესი:
- ხახვის ფურცლები კუბებად დაჭერით.
- უმი კვერცხი წყალში ჩადეთ და ხახვის ფურცლები შემოახვიეთ.
- კვერცხი მარლაში ფრთხილად გაახვიეთ და ძაფით კარგად გაკვანძეთ, რომ კონსტრუქცია არ დაიშალოს. ასე დანარჩენ კვერცხებთანაც გააკეთეთ, ოღონდ ფრთხილად იყავით, რომ უმი კვერცხი არ გაგიტყდეთ.
- კვერცხი ქვაბში მოათავსეთ და წყალი დაასხით. ძველი ქვაბი აიღეთ, რადგან ბრილიანტის მწვანის გარეცხვა გაგიჭირდებათ.
- წყლის სავსე ქვაბს 5 მლ ბრილიანტის მწვანე დაუმატეთ და 15 წუთით ხარშეთ.
- კვერცხს მარლა მოაშორეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ.
სააღდგომო კვერცხის შეღებვის ორიგინალური მეთოდები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.