მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დაბერების პროცესის შესანელებლად და სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების შესაფერხებლად, როგორიცაა ათეროსკლეროზი, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, ინფარქტი, კატარაქტი, ოსტეოპოროზი და ა.შ. 40 წლის შემდეგ რაციონში ცილების რაოდენობა უნდა შეამციროთ, ხოლო 50 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად. ძირითადად, ეს ხორცის ხარჯზე უნდა მოხდეს.
ამინომჟავებით მდიდარი ხორცი ე.წ. სასიგნალო გზას ააქტიურებს, ანუ მოლეკულების კასკადს, რომელიც ცილების სინთეზს, უჯრედების ზრდას სტიმულირებს და მნიშვნელოვან მექანიზმებს თიშავს, როგორიცაა უჯრედების აღდგენა (ავტოფაგია), ძველი და მტკივნეული უჯრედების მოშორება (აპოპტოზი).
სწორედ ამიტომ mTOR-ის (სპეციფიკური ცილა, რომელიც ორგანიზმში ცილების წარმოქმნის და დაგროვების პროცესს სტიმულირებს) მუდმივი გააქტიურება ანთებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, მრავალი სახეობის სიმსივნის განვითარებას ხელს უწყობს და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.
იმის მიუხედავად, რომ mTOR ძალიან მნიშვნელოვანია, მისი აქტივობა უნდა დააბალანსოთ. სწორედ ამიტომ, ოპტიმალური იქნება, თუ მცენარეულ ცილებს მიიღებთ, კერძოდ პარკოსან პროდუქტებს (ლობიო, ბარდა, ოსპი, მუხუდო და ა.შ.).
პარკოსანი პროდუქტების მეორე მთავარი უპირატესობა დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკოების შემცველობაა.
ამასთან, პარკოსანი პროდუქტები შეიცავს როგორც ხსნად ბოჭკოებს, რომლებიც ტოქსინებს, კანცეროგენებს და მავნე ნივთიერებებს შთანთქავენ, ასევე უხსნად ბოჭკოებს, რომლებიც ნაწლავებს ნარჩენი პროდუქტების გაჩერების საშუალებას არ აძლევენ და მათ გამოდევნას ხელს უწყობენ.
მესამე მიზეზიც არსებობს, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ პარკოსანი პროდუქტები: ასეთი პროდუქტები ჩვენს მიკროფლორას ძალიან მოწონს. განსაკუთრებით საჭიროა სასარგებლო მიკროორგანიზმების ზრდისთვის. მათი ჯანმრთელობა კი თქვენს ჯანმრთელობას ნიშნავს.
პარკოსანი პროდუქტები უკეთ რომ აითვისოთ, წინასწარ ჩაალბეთ, შემდეგ კი კარგად მოხარშეთ.
კერძოდ, მე ხშირად ასეთი კერძით ვვახშმობ: ოსპი პიტნით, ზეითუნის ზეთით, ბაზილიკით, ბალზამის ძმრით და კურკუმით.
1. ოსპის და კარტოფილის წვნიანი
4 პორციის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 3 სტაფილო
- 2 ხახვი
- 100 გრ წვრილად დაჭრილი ნიახური
- 8 ჭიქა წყალი
- 2 კბილი ნიორი, შუაზე გაჭრილი
- 1 ჭიქა ოსპი
- 4 საშუალო ზომის კარტოფილი
- 1 ტოტი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
- ¼ ჩ/კ წიწაკა
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
ხახვი და სტაფილო წვრილად დაჭერით, წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ. ნიახური დაუმატეთ და 25-30 წუთით ხარშეთ. ახლა ოსპი დაუმატეთ და კიდევ 30 წუთით ხარშეთ. კარტოფილი პატარა კუბებად დაჭერით, წვნიანს დაუმატეთ და ყველაფერი აურიეთ. მარილი გემოვნებით დაუმატეთ და კიდევ 10-15 წუთით ხარშეთ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. წვნიანს სანელებლები, ოხრახუში, ნიორი დაუმატეთ და წვნიანი კიდევ 2-3 წუთით დააყენეთ.
სუფრაზე ოსპის წვნიანი ორცხობილასთან და ზეითუნის ზეთთან ერთად გაიტანეთ, ზემოდან კი სეზამის თესლი მოაყარეთ.
2. ოსპის სუპ-პიურე
2 პორცია წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 2 ხახვი შალოტი ან 1 საშუალო ზომის ჩვეულებრივი ხახვი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 2 საშუალო ზომის სტაფილო
- 2 საშუალო ზომის კარტოფილი
- 50 გრ წითელი ან ყვითელი ოსპი
- 100 მლ ახალ გაწურული ფორთოხლის წვენი
- 300 მლ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი
- 1 ს/კ ღია ფერის თაფლი
- 2 ს/კ ჩილეს სოუსი
- დაფქული შავი წიწაკა
მომზადება:
სქელ ძირიან ქვაბში ზეითუნის ზეთი გააცხელეთ და მასში დაჭრილი ხახვი მოთუშეთ. ხახვს მცირე კუბებად დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი დაუმატეთ, 1-2 წუთით საშუალო ცეცხლზე შეწვით. ამის შემდეგ ბოსტნეულის ბულიონი (შეგიძლიათ ქათმის ბულიონი ან ცხელი წყალი გამოიყენოთ) დაუმატეთ და ბოსტნეულის მომზადებამდე ხარშეთ. ცალკე ქვაბში ოსპი მოხარშეთ. ეცადეთ, ძალიან არ გადახარშოთ, რომ ფორმა შეინარჩუნოს.
2 ჩ/კ ჩილეს სოუსის დამატებით ძალიან ცხარე წვნიანს მიიღებთ, რაოდენობა თქვენი გემოვნების მიხედვით დაარეგულირეთ. მზა ბოსტნეულს ფორთოხლის წვენი, თაფლი, მარილი, ჩილეს სოუსი, შავი წიწაკა და ნახევარი ოსპი დაუმატეთ. დააბლენდერეთ და აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ წყალი დაუმატეთ. მზა წვნიანს დარჩენილი ოსპი და სურვილის მიხედვით მწვანილი (ოხრახუში ან ქინძი) დაუმატეთ.