ვიქტორ ალექსეევი, ტატიანა ალექსევი, ანდრეი ალექსეევი და ალექსეი ალექსეევი სიმსივნის საწინააღმდეგო ფიტოცენტრის „ხალხური მედიცინა საზღვრების გარეშე“ ექიმები:
მასტოპათია სარძევე ჯირკვლების ქსოვილების ცვლილებაა. სარძევე ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირება მათ ქსოვილებში სასქესო ჰორმონების ადეკვატურ თანაფარდობაზეა დამოკიდებული. ჰორმონების თანაფარდობის დარღვევა ფიბროზული და კისტოზური ცვლილებების (შესქელება და შემაერთებელ ქსოვილებში ნაწიბუროვანი ცვლილებების გაჩენა) განვითარებას იწვევს.
მასტოპათიის ნიშნები:
- სარძევე ჯირკვლების შეგუბება და ტკივილი, განსაკუთრებით მენსტრუაციული ციკლის მეორე ფაზაში. მენსტრუაციის დაწყებისას ტკივილი ჩვეულებრივ ქრება;
- ძუძუს თავიდან გამონადენი;
- სიმაგრე სარძევე ჯირკვლებში;
მასტოპათიის წარმოქმნის მიზეზები:
- სტრესი
- აბორტი
- ძუძუთი კვებაზე უარის თქმა
- გინეკოლოგიური დაავადება
- ჰორმონალური დარღვევა (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი)
- ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადება
- გენეტიკური მიდრეკილება
მასტოპათიის მკურნალობა ბალახებით
მასტოპათიის ბალახებით მკურნალობა შეგიძლიათ მკურნალობის სხვა მეთოდთან კომბინაციაში გამოიყენოთ. ჩვეულებრივ, ფიტოთერაპიის კურსი შეუჩერებლივ 2-3 თვე გრძელდება, ამის შემდეგ 10 დღე ისვენებენ და მკურნალობას კვლავ აგრძელებენ.
1. წყლის მარწყვა-ბალახის ფესვები ან ბალახი, არყის ფოთლები, ქრისტესისხლას ბალახი, გულყვითელას ყვავილები, ფარსმანდუკის ბალახი, წყალნაწყენის ბალახი, კრაზანას ბალახი, მატიტელას ბალახი, ბაბუაწვერას ფესვი, მრავალძარღვას ფოთოლი, ვირისტერფას ფოთოლი, მოცხარის ფოთოლი, წითელი ცირცელის ნაყოფი თანაბარი პროპორციით აიღეთ.
მომზადება და გამოყენება: მცენარეები აურიეთ, 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, მთელი ღამე თერმოსში დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ან 1/2 ჭიქა ნაყენი დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.
2. ჟოლოს ფოთლები, ბაბუაწვერას ფესვები, წითელი ცირცელის ნაყოფი, კრაზანას ბალახი, არყის ფოთლები, ოროვანდის ფესვი, მრავალძარღვას ფოთოლი, გვირილას ყვავილები, გულყვითელას ყვავილები, ფარსმანდუკის ბალახი, ძიძოს ბალახი, ასკილის ნაყოფი თანაბარი პროპორციით აიღეთ.
მომზადება და გამოყენება: მცენარეები აურიეთ, 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ღამით თერმოსში დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ან 1/2 ჭიქა ნაყენი დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.
3. ბაბუაწვერას ფესვი, თავშავას ბალახი, ჭინჭრის ფოთოლი, ოროვანდის ფესვი, კუნელის ნაყოფი, ძიძოს ბალახი, კამის თესლი, წითელი ცირცელის ნაყოფი, ორტილიას ბალახი – თანაბარი პროპორციით აიღეთ.
მომზადება და გამოყენება: მცენარეები აურიეთ, 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ღამით თერმოსში დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ან 1/2 ჭიქა ნაყენი დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.
4. წყლის მარწყვა-ბალახის ფესვი ან ბალახი, ჭინჭრის ბალახი, გულყვითელას ყვავილი, ქრისტესისხლას ბალახი, კრაზანას ბალახი, ბაბუაწვერას ფესვი, მრავალძარღვას ფოთოლი, წითელი ცირცელის ნაყოფი, ფარსმანდუკის ბალახი, მატიტელას ბალახი, მოცხარის ფოთოლი, ვირისტერფას ფოთოლი, წითელი ჯაგრისი, წითელი ფესვი (კრიალოსანა) – თანაბრად აიღეთ.
მომზადება და გამოყენება: მცენარეები აურიეთ, 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ღამით თერმოსში დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ან 1/2 ჭიქა ნაყენი დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.
5. მატიტელას ბალახი, წიწმატურას ბალახი, წყალნაწყენის ბალახი, ფარსმანდუკის ბალახი, მარმუჭის ბალახი, არყის ფოთოლი, ჭინჭრის ფოთოლი, ძიძოს ბალახი, აბზინდას ბალახი, კუნელის ნაყოფი, ასკილის ნაყოფი, ღვიის ნაყოფი ან წიწვი, მრავალძარღვას ფოთოლი, ჟოლოს ფოთოლი, შვიტას ბალახი, თავშავას ბალახი, შავბალახა, ვარდკაჭაჭას ბალახი, ქრისტესისხლას ბალახი, სიმინდის ფუჩეჩი, ვირისტერფას ფოთოლი, ორკბილას ბალახი, გულყვითელას ყვავილი და კამის თესლი თანაბარი პროპორციით აიღეთ.
მომზადება და გამოყენება: მცენარეები აურიეთ, 2 ს/კ მიღებულ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ღამით თერმოსში დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ან 1/2 ჭიქა ნაყენი დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.
6. ფარსმანდუკის ბალახი, წითელი ცირცელის ნაყოფი, კრაზანას ბალახი, არყის ფოთლები, მატიტელას ბალახი, მრავალძარღვას ფოთოლი, გულყვითელას ყვავილები, ოროვანდის ფესვები, კატაბალახას ფესვები, წითელი ჯაგრისი თანაბარი პროპორციით აიღეთ.
მომზადება და გამოყენება: მცენარეები აურიეთ, 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ღამით თერმოსში დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ან 1/2 ჭიქა ნაყენი დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.
მკერდის ტკივილის დროს უმი ჭარხალი გახეხეთ და ძილის წინ მკერდზე დაიფინეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.