დაბლოკილი საჯდომის ნერვის დროს მასაჟი დაგეხმარებათ.

929
ფოტო: wikimedia

„საჯდომი ნერვის ანთება ხშირად მაწუხებს, „იჭიმება“ და ფეხში გადადის. გთხოვთ, მომწერეთ ამ დაავადების მიზეზების შესახებ და როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში. პატივისცემით, ანასტასია“.

წერილს ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტი, ანდრეი დარნოპიხი პასუხობს:

საჯდომი ნერვის ანთების მიზეზები ხშირად მჯდომარე მუშაობა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესია, რომელიც ნერვების გამტარ ქსოვილებში სისლხის მიმოქცევის დარღვევას, შედეგად კი ანთებას, ჩვეულებრივ ქრონიკულს, იწვევს.

თქვენ ნორმალური სისხლის მიმოქცევა უნდა აღადგინოთ იმ სხეულის ნაწილებში, რომლებიც ჩაჭედილია. ასე ადამიანის იმუნიტეტი ამ პრობლემას გაუმკლავდება.

შემიძლია გირჩიოთ: მასაჟი, თვითმასაჟი, ტანვარჯიში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ტანვარჯიში მხოლოდ შოუსთვის, დღეში ერთხელ არ უნდა იყოს. სჯობს დღეში რამდენჯერმე და რამდენიმე წუთით შეასრულოთ. ყურადღება ფეხების შეგრძნებებზე გააკეთეთ და აირჩიეთ ისეთი მოძრაობა, რომლის გაკეთებაც ამ მომენტში გსურთ. ამას დამატებული თვითმასაჟი, ზოგჯერ დუნდულებსა და ბარძაყებზე გამახურებელი მალამო და კომპრესები ღამით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს