ფსორიაზის დროს გამოცდილი ხალხური საშუალებები.

1962
ფოტო: Monfocus on Pixabay

ფსორიაზის დროს, დაავადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ კანის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ 5 დღეს შეადგენს (ნაცვლად 30-ისა), რის შემდეგაც მათი ძალიან ნელი დაღუპვა იწყება. მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან კანის უჯრედების ასეთი ხანმოკლე სიცოცხლის ფაქტს.

ჩვეულებრივი ფსორიაზი გამოირჩევა გამონაყარით, რომელიც შედგება მცირე ელემენტებისგან და ისინი გამოყოფილია კანის ჯანმრთელი მონაკვეთებისგან. გამონაყარი დაფარულია დამახასიათებელი ფხვიერი ფუფებით, რომლებსაც მოვერცხლისფრო-თეთრი ელფერი აქვთ. ამ ფუფხების გაჩენას უკავშირებენ იმას, რომ კანის უფრო ღრმა ფენებიდან “ამოდიან” მკვდარი უჯრედები, რომლებიც კანიდან ჩამოფერთხვას ვერ ასწრებენ.

თავად გამონაყარს გაჯერებული წითელი ან მოვარდისფრო წითელი შეფერიილობა აქვს, ლოკალიზდება კანის სხვადასხვა მონაკვეთზე, ყველაზე ხშირად, თავის თმიან ნაწილზე, იდაყვისა და მუხლის სახსრებთან, ზურგის ქვედა ნაწილსა და თეძოებზე.  გამონაყარს ახასიათებს ქავილი, თანაც ხშირად ძალიან ძლიერი.

დაავადების დროს, აუცილებელია კვების გარკვეული წესების დაცვა. უნდა იკვებოთ მრავალფეროვნად და უბრალოდ, მიიღოთ მეტი რაოდენობით ვიტამინები. დიეტური კვება ფსორიაზით დაავადებულთათვის – უპირველეს ყოვლისა, ესაა უარის თქმა დიდი რაოდენობით ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებზე, ცხიმებზე, ცილებსა და ნახშირწყლებზე. შეიკავეთ თავი ცხიმიანი ხორცისგან, ძეხვეულის, ღვიძლის, თირკმლების, კარაქისგან. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 25 გ ასეთი პროდუქტის მოხმარება. აგრეთვე, უარი უნდა თქვათ ცხიმიან თევზებზე, კვერცხის გულებზე.

დაავადების გართულების შემთხვევაში, აკრძალულია დიდი რაოდენობით მარილის მოხმარება (არაუმეტეს 3 გ დღეში). თავი შეიკავეთ ციტრუსის, შოკოლადის, კაკაოსშემცველი პროდუქტებისგან. არ ჩართოთ რაციონში თაფლი, საღი რძე, ლორი და კვერცხი. მინიმუმამდე დაიყვანეთ ცხარე, მარილიანი, ტკბილი, მჟავე და ცხიმიანი საკვების მოხმარება. არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარებაც.

ფსორიაზის დროს, ფიტოთერაპიის წარმატებულობის წინაპირობაა კონკრეტული პაციენტის დაავადების თავისებურების შესწავლა და ინდივიდუალური და კომპლექსური მიდგომა.

სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ფსორიაზის დროს გამოიყენება:

  1. შეურიეთ 10-10 გ ქრისტესისხლას, ლემნასა და დედოფლისთითას ბალახები, ფარსმანდუკისა და ყვითელგულას ყვავილები. 2 ს.კ. ნარევს დაასხით 350-400 მლ მდუღარე წყალი, მოამზადეთ ნაყენი. დალიეთ დღის განმავლობაში 3-4 მიღებად, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  2. შეურიეთ 50 გ მარწყვისა და 25 გ მრავალძარღვას ფოთლები, 25 გ ბირკავას, 25 გ სამფერა იისა და 25 გ შავთარას ბალახი. 1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დალიეთ დღის განმავლობაში.
  3. ორფერის ბალახი, ქაცვის ფოთლები, მოცხრის ფოთლები – 25-25 გ, 10 გ ძირტკბილას ფესვი. 1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დალიეთ დღის განმავლობაში.
  4. დააყენეთ გლუვი თელის ფესვის ჩაი. დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.
  5. 1 ს.კ. დასავლური ტუიას ახალგაზრდა რტოები დააყენეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში, დალიეთ დღის განმავლობაში სამ ულუფად, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  6. დააყენეთ დასავლური ტუიას რტოები 70%-იან სპირტზე, 1:10 თანაფარდობით. დააყენეთ 14 დღით ბნელ ადგილას. მიიღეთ 10-15 წვეთი დღეში სამჯერ.
  7. 1 ს.კ. იასამნის ყვავილები, ფოთლები ან კვირტები დააყენეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში, დააყენეთ 6 საათით. მიიღეთ 1-2 ს.კ. ნაყენი დღეში სამჯერ.
  8. 2 ჩ.კ. ენდრონიკას ბალახი 1 ჭიქა მდუღარე წყალში დააყენეთ. დალიეთ 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ.

სამკურნალო მცენარეების გარეგანი გამოყენება

  1. სოლიდოლის მალამო ელეუტეროკოკის ნაყენთან ერთად, 5:1 თანაფარდობით.
  2. სოლიდოლის მალამო ქრისტესისხლას ბალახის ფხვნილთან ერთად, 5:1 თანაფარდობით.
  3. სოლიდოლის მალამო ტუიას ახალგაზრდა რტოების ფხვნილთან ერთად, 5:1 თანაფარდობით.
  4. ძახველის ნაყოფის წვენით დაიზილეთ ფსორიატიკული კოლტები.
  5. ბეფუნგინი შეიზილეთ ფსორიატიკულ კოლტებზე.
  6. შოთხვის ნედლი ნაყოფის წვენი, ხმელი კენკრის ნახარში ან ნაყენი წაისვით კოლტებზე.
  7. გაიკეთეთ ქრისტესისხლას ბალახის, ცისკარას ფესვების ან ბზის მერქნის ნახარშის აბაზანები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს