როგორ ამოვიცნოთ არსებული დაავადებები ენის მდგომარეობის მიხედვით

28084

პირის ჰიგიენაზე ზრუნვისას, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოს შესახებ, როგორიცაა ენა, რადგან იგი უამრავ აუცილებელ ფუნქციას ასრულებს. ამასთან, იგი ორგანიზმის ერთგვარი სარკეა. ენის მდგომარეობის მიხედვით დაავადების დიაგნოსტიკა არის მეთოდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა, თუმცა, რატომღაც, იგი მალევე მიივიწყეს.

დამოუკიდებელი დიაგნოსტიკა

გ. ნეჩაევის მიხედვით, ენის წვერი შეესაბამება მენჯის ორგანოებს, შუა, მარცხენა ნაწილი – ღვიძლს, ხოლო მარჯვენა – ელენთას. გვერდითი ნაწილები ფილტვების მდგომარეობაზე მიუთითებს. ვ. ლადას თანახმად, ენა სამ დონედ იყოფა განივად და გრძლად, წვეროდან კიდეებამდე. ქვედა დონე (მარჯვნიდან მარცხნივ) ასახავს მარჯვენა ფილტვის, გულისა და მარცხენა ფილტვის მდგომარეობას. ზედა დონე, ენის წვეროს გვერდით, მეთყველებს მარჯვენა თირკმლის, ნაწლავებისა და მარცხენა თირკმლის მდგომარეობაზე.

  • ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეგვიძლია ენის ფერისა და მასზე არსებული ნადების მიხედვით ვისაუბროთ. სუფთა, ნადების გარეშე ენა საკვების მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის ნიშანია. მასზე ნადები იმუნიტეტის დაქვეითებაზე მიუთითენს და, რაც უფრო სქელია იგი, მით უფრო დიდხანს მიმდინარეობს ამა თუ იმ სისტემის ქრონიკული დაავადება.
  • ენის შინდისფერი შეფერილობა მიუთითებს ინფექციურ დაავადებებზე, მაგალითად, გრიპზე, წითელაზე და სხვ.
  • ზედმეტად ფერმკრთალი ენა ანემიაზე ან გულის უკმარისობაზე მეტყველებს.
  • იისფერი სისხლის ან სასუნთქი სისტემის დაავადების ნიშანია.
  • წითელი და მბზინავი ენა – საკვების მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ატროფიის ან ციროზის შესახებ გვეუბნება.
  • ყვითელი ნადები კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებზე, ქოლეცისტიტზე მეტყველებს.
  • ყავისფერი ნადები საკვების მომნელებელი ტრაქტის პრობლემების მანიშნებელია.
  • ლურჯი ნადები შეიძლება ტიფზე ან დიზენტერიაზე მიუთითებდეს.
  • გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ნადების ადგილმდებარეობასაც. კერძოდ, ენის შუაგულში თეთრი ნადები (ხშირად, ნახეთქებიც) მიუთითებს გასტრიტზე, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულზე.
  • ენის ფუძესთან ახლომდებარე თეთრი ნადები, დიდი ალბათობით, ენტეროკოლიტის ნიშანია.
  • ზედა კუთხეებში თეთრი ნადები ფილტვების დაავადებაზე, ხოლო ყავისფერი – პნევმონიაზე გვიყვება.
  • უკანა კიდეებზე თეთრი ნადები მაშინ ჩნდება, როცა სახეზეა თირკმლების პრობლემები.

დიაგნოსტიკა შესაძლებელია ენის ფორმისა და სხვა თავისებურებების მიხედვითაც. მაგალითად:

  • ნებისმიერი ნახეთქი ორგანოზე კუჭის პრობლემებზე (გასტრიტზე) მეტყველებს.
  • სიმშრალე მხოლოდ ციებ-ცხელების დროს კი არა, დიაბეტისა და ანემიის დროსაც ჩნდება.
  • წვის შეგრძნება (რა თქმა უნდა, არა ცხარე საკვების მირთმევის შემდეგ) მიუთითებს სტრესზე ან კისრის ოსტეოქონდროზზე.
  • მარჯვენა ნაწილის გაწითლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს.
  • მარცხენა ნაწილის გაწითლება ელენთის დაავადებას უკავშირდება.
  • ენის გასქელება დისბაქტერიოზის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ფსიქიკური აშლილობის ნიშანი შეიძლება იყოს.
  • თეთრი კოლტები – რძიანას (კანდიდოზი) სიმპტომია.
  • თუ ენა კანკალებს, სახეზეა ნევრასთენია, თირეოტოქსიკოზი.
  • ენის შუაგულში არსებული ზოლი ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.
  • ფუძის გვერდით მოხრილი ზოლი წელის ტკივილის მანიშნებელია.
  • შუაში მოხრილი ზოლი ზურგის შუა ნაწილის პრობლემებზე მეტყველებს.
  • თუ ენის წვეროსთან ზოლი იხრება, კისრის ტკივილი გაწუხებთ.

როგორ მოვუაროთ ენას

ენა – ერთგვარი საკვების ფილტრია. იგი აკავებს მავნე მიკროორგანიზმებს, ხელს უშლის მათ მოხვედრას საკვების მომნელებელ ტრაქტში, ამიტომ იგი აუცილებლად უნდა გაიწმინდოთ. ენის გაწმენდა კბილების გახეხვასთან და პირის ღრუს გამოვლებასთან ერთად უნდა მოხდეს, თუმცა, აუცილებლად საკვების მიღებამდე.

დღეს არსებობს სპეციალური ჯაგრისები, რომლებიც, კბილების ხეხვის შემდეგ, ენის ჰიგიენის დაცვის საშუალებასაც გვაძლევს. თუმცა, პროცედურის დროს თითებიც უნდა დაიხმაროთ (1 წუთით), ყოველი მოძრაობის შემდეგ, ხელები და პირი უნდა დაიბანოთ. აგრეთვე, შეგიძლიათ დაიხმაროთ კოვზი – ჩამოიფხიკოთ ენა, თუმცა პერიოდულად კოვზიც უნდა გარეცხოთ და პირიც უნდა გამოივლოთ.

პირის ღრუს გაწმენდა ზეთითაც შეგიძლიათ. ამისთვის ჩაიდეთ პირში 1 ს.კ. ნებისმიერი მცენარეული ზეთი და გაიჩერეთ, თითქოს პირის ღრუს ივლებთ, 15-20 წუთით. პროცედურის დასრულების შემდეგ, ზეთი წყლის კონსისტენციის უნდა გახდეს: თუ იგი თეთრი ხდება, ესე იგი წმენდა შესრულდა, თუ ყვითელი – პროცედურა უნდა გაიმეოროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს