აი, რატომ უნდა ჩაალბოთ ხახვის ნერგები სოდიან ხსნარში

4827

ამინდი უჩვეულო სითბოთი გვახარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარგვის დრო ახლოვდება. განსაკუთრებულ ყურადღებას მებაღეები უთმობენ ხახვს, რომელიც, ტრადიციულად, მრავალი უსიამოვნებისგან ბუნებრივი დამცავია და წლის ნებისმიერ დროს უამრავი ადამიანი მოიხმარს.

ამ სტატიაში, ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ერთ-ერთ მეთოდს ხახვის დარგვისთვის მოსამზადებლად. ძირითადი ინგრედიენტის ფუნქციას სოდა ასრულებს. როგორ დავრგოთ ხახვის ნერგები და რატომ უნდა ჩავალბოთ ისინი სოდიან ხსნარში?

ხახვის დარგვა გაზაფხულზე

ის, ვინც მსგავს მეთოდს იყენებს, თვლის, რომ სოდიანი ხსნარი ზრდის მცენარის ხარისხის თვისებებს და თავიდან აცილებს ხახვს დაავადებებს, უკეთ იზრდება, მეტხანს ინახება საწყობში. გარდა ამისა, სოდას ფუნგიციდური და ანტისეპტიკური თვისებებიც აქვს. სწორედ ამიტომ, სოდის მეთოდის მიმდევრები ყოველთვის კარგ მოსავალს იღებენ.

როგორ მოვიყვანოთ ხახვი

  1. თუ თქვენც გადაწყვიტეთ ამ მეთოდის გამოყენება, უნდა გახსოვდეთ, რომ სოდა მხოლოდ საკვები უნდა იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ხახვში ავსებს მინერალური ნივთიერებების უკმარისობას, ამიტომ დამუშავებული ნერგები თავს უკეთ გრძნობს მშრალ ჰავაში და უკეთ რეაგირებს ნოყიერ ნიადაგზე.
  2. მებაღეები თვლიან, რომ სოდით დამუშავება ამცირებს ე.წ. “ისრების” ზრდას, რომლებიც თვითონ მცენარის ზრდას ანელებს. საუკეთესო ეფექტისთვის, რეკომენდებულია ხსნარის შეთბობა 40 გრადუსამდე. ზოგიერთი 60 გრადუსამდეც ათბობს, თუმცა ჩემთვის ეს არაა სასურველი.
  3. მნიშვნელოვანია სწორი პროპორციების შენარჩუნება, რათა ნეგატიური შედეგი აიცილოთ თავიდან: თუ სოდა არ იქნება საკმარისი, მცირდება ანტისეპტიკური თვისებები, თუ მეტია – ხახვი უბრალოდ არ გაიზრდება. პროპორციები ასეთია: 1 ლ წყალზე 1 ჩ.კ. სოდა მოდის. თითქოს, დამახსოვრება რთული არაა.
  4. ხსნარში გავერკვიეთ. ახლა ხახვის ნერგები უნდა მოამზადოთ. ძირითადი მიზანია, მას გააცალოთ ზედმეტი ნაჭუჭი. არავითარ შემთხვევაში არ გაფცქვნათ ხახვი სრულად – არ ამოვა. მოათავსეთ ხახვი ხსნარში, დაახურეთ პირსახოცი და გააჩერეთ 30 წუთით. ახლა უკვე ნერგები მზადაა ნიადაგში ჩასარგველად.
  5. გარდა ხახვისა, სოდით უნდა დამუშავდეს ნიადაგიც, რომელშიც ბოსტნეულს ჩარგავთ. ეს შეამცირებს ნიადაგის მჟავიანობას, რაც, თავის მხრივ, უკეთ აისახება პათოგენურ მიკროფლორაზე და სარეველების რაოდენობას შეამცირებს.

მაშ ასე, ხახვის დარგვის პირობები დაცულია, ისღა დაგრჩენიათ, უშუალოდ პროცესს შეუდგეთ. ხახვი უნდა იყოს სუფთა, ერთგვაროვანი, ერთნაირი ფერის, მშრალი ნაჭუჭით. თუ მას ნადები, ობი ან რამე მსგავსი აქვს, ვერავითარი სოდა, რა თქმა უნდა, ვერ დაეხმარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს