მთელი მსოფლიოს გურმანებს რეჰანი მისი განუმეორებელი გემოს, არომატისა და მრავალი სასარგებლო თვისების გამო უყვართ. თქვენ იცით, რომელი რეჰანია ყველაზე სასარგებლო? რა თქმა უნდა, საკუთარი ხელებით მოყვანილი!
რეჰანს უყვარს სითბო, ადრეული მოსავლის მისაღებად, იგი ნერგისგან უნდა გაზარდოთ. რეჰანი ნიადაგში დარგვამდე 2 თვით ადრე უნდა დათესოთ, მარტის ბოლოს. რეჰანი, როგორც წესი, დასარგავად პირველი მორჩების ამოსვლიდან 35-50 დღის შემდეგაა მზად.
1. რეჰანისთვის მიწის ნარევი ფხვიერი და მკვებავი უნდა იყოს. ნიადაგის ნარევის შემადგენლობა ასეთია: ნეშომპალა ან კარგად დამპალი კომპოსტი, ტორფი, გარეცხილი ქვიშა (2:4:1). ნარევი გაცერით და გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე 1 საათით. სითბური დამუშავება გაანადგურებს სოკოვანი დაავადებების სპორებსა და სარეველა მცენარეების თესლებს, რომლებსაც შეიცავს კომპოსტი თუ ნეშომპალა, ეს თავიდან აგაცილებთ ნერგის გაზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუ მზა ნიადაგს მაღაზიაში იყიდით, მორწყეთ პერმარგანანტის (მარგანცოვკის) მუქი ვარდისფერი ხსნარით ან სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატით (ფიტოსპორინი, ვიტაროსი, მაქსიმი).
2. დასარგავი ჭურჭელი 5-7 სმ სიმაღლეზე გაავსეთ მომზადებული ნარევით და ოდნავ დატკეპნეთ, რათა ჭურჭლის კიდეებამდე დაახლოებით 1 სმ დარჩეს. მიწა უნდა იყოს ფხვიერი, ოდნავ ტენიანი. თუ რეჰანის რამდენიმე სახეობის დარგვას აპირებთ, მოსახერხებელია კასეტების გამოყენება. თანაბრად გადაანაწილეთ თესლი ნიადაგის ზედაპირზე. არ დაგავიწყდეთ ეტიკეტების დამაგრება სახეობების სახელწოდებებით. ეს დაგეხმარებათ სამომავლოდ საუკეთესო სახეობის შერჩევაში.
3. გაავსეთ დანაყოფებიანი კოლოფი დარჩენილი ნიადაგით, რათა თესლი 0.5-1 სმ სიღრმეზე აღმოჩნდეს. კიდევ ერთხელ, მსუბუქად დატკეპნეტ. ფრთხილად მორწყეთ.
4. ყურადღება მიაქციეთ, რომ თესლი ნიადაგის ზედაპირზე არ მოხვდეს. დაახურეთ ნარგავებს შუშა ან ცელოფანი. დადგით თბილ, ნათელ ადგილას.
5. +20…+25°С ტემპერატურაზე, რეჰანის მორჩები 10-12 დღეში გაჩნდება. ამის შემდეგ, მოხსენით თავსაფარი. ნერგი რომ არ გაიწელოს, შეინარჩუნეთ არაუმეტეს +16…+20°С ტემპერატურა. მორწყეთ ნიადაგი თბილი წყლით. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი, მორწყვის შემდეგ, ჭურჭლის ქვეშ ლანგარზე არ დარჩეს. ზედმეტი ტენიანობა რეჰანს დააავადებს.
6. რეჰანის პირველი ნამდვილი ფოთლების გაჩენის შემდეგ, მოემზადეთ მცენარის გადასარგავად.
როგორ დავრგოთ რეჰანი
1. რეჰანის დასარგავად, გამოიყენეთ იმავე შემადგენლობის ნარევი, რომელიც დათესვისთვის გამოიყენეთ. უბრალოდ დაუმატეთ 2 ს.კ. ხის ფერფლი და 1 ს.კ. სრული მინერალური სასუქი 5 ლ მიწის ნარევს. კარგად მოურიეთ, რათა სასუქი თანაბრად გადანაწილდეს ნიადაგში.
2. გაავსეთ კასეტები ან ქოთნები ნიადაგით, დატკეპნეთ. ნიჩბით ჩააღრმავეთ ნიადაგი ოდნავ და თანაბრად გადაანაწილეთ მასში ფესვები, ძალიან ფრთხილად, რომ არ დაზიანდეს. მოაყარეთ ნიადაგი და ისევ ცოტათი დატკეპნეთ. დარგვისას არ ჩააღრმავოთ რეჰანის მორჩები.
3. ფრთხილად მორწყეთ, ნარგავები რომ არ წააქციოთ. თუ საჭიროა, გაასწორეთ, სანამ წყალს სრულად არ შეიწოვს.
4. სამომავლო მოვლა თბილი წყლით რეგულარულ მოვლაში მდგომარეობს. თუ ამინდი რეჰანის საჭირო დროს დარგვაში არ გიწყობთ ხელს, 2-3 კვირაში შეასუქეთ ნერგები და მოჭერით მოწყვიტეთ მორჩები 6-8 ფოთოლს ზემოთ. დარგვამდე 2 კვირით ადრე დაიწყეთ ნერგის გატანა-შემოტანა სუფთა ჰაერზე. ამისთვის ჰერის ტემპერატურა არანაკლებ +5…+10°С უნდა იყოს.
5. როცა ნიადაგი +15°С ტემპერატურამდე გათბება, შეუდექით ნერგების გადარგვას ბაღში.
6. შეარჩიეთ რეჰანისთვის ქარისგან დაცული და დღეში 6-8 საათით მზით განათებული ადგილი. ნარგავი შეგიძლიათ კოლოფიდან ამოიღოთ, როცა ფესვები მიწას სრულად აითვისებს.
7. რეჰანი ვერ იტანს მძიმე, დამპალ ნიადაგს. კარგად შაზავეთ მიწა კომპოსტთან ან ნეშომპალასთან. თუ ნიადაგი დამპალია, დაუმატეთ ტორფი და ქვიშა. ნერგები ერთმანეთთან 25 სმ-ს, ხოლო ნერგების რიგები – 30 სმ-ს დაშორებით უნდა დაირგოს.
8. დარგვის შემდეგ, მორწყეთ მცენარე. რეჰანი ამოიყრის მწვანე მასას, თუ ნიადაგს არ გამოაშრობთ.
9. დროულად გააცალეთ მცენარეს ყვავილედები, თორემ ახალ მორჩებს არ გამოიღებს.