როგორ დავაჩქაროთ წიწაკის ზრდა

6079
ფოტო: PxHere

უკვე ორი წელია, რაც შინ პატარა ბაღი მოვაწყე. არც კი ვიეჭვებდი, რომ ეს პროცესი ამდენ ემოციას მომიტანდა! აქ ადგილი ჰქონდა სიამაყეს პირველი ამონაცენის გამო, იმედგაცრუებას – დაღუპული ნერგების გამო… საერთო ჯამში, ეს საქმიანობა გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ!

ჩემი შრომის პირველმა შედეგებმა სამწუხაროდ, დიდად ვერ გამახარა. წიწაკის ნერგები ჯერ კიდევ ნიადაგში ჩარგვამდე გამიფუჭდა. არადა, თითქოს ყველაფერი სწორად გავაკეთე: ნიადაგი შევურიე საჭირო თანაფარდობით, თესლი სანდო მწარმოებლისგან შევიძინე, ჭურჭელი კი მსუბუქი და ტევადი შევარჩიე – არაფერმა უშველა.

გადავწყვიტე, ხელი არ ჩამექნია, დამოუკიდებლობა ცოტა ხნით გვერდზე გადავდე და რჩევა დედამთილს ვთხოვე, რამდენადაც მისი ნერგები ყოველთვის შესაშურად იზრდება. მან მითხრა, რომ მცენარის ზრდისთვის სპეციალური საშუალება იცის, მის ეფექტურობაში კი მე ეჭვი არ მეპარებოდა (როცა მისი ბაღი ასეთი ლამაზი და უხვია). ახლა ამ საიდუმლოს თქვენც გიზიარებთ, რათა თქვენც შეძლოთ პირველივე ცდაზე უხვი მოსავლის მიღება.

რით შევასუქოთ წიწაკის ნერგები

აღმოჩნდა, რომ ნერგების გასაოცარი სტიმულატორი ყოველთვის ხელთ მქონდა. ჩვეულებრივი ნიშადურის სპირტი ნამდვილ სასწაულებს ჩადის! იგი ხელს უწყობს ღეროს გაძლიერებას და ავსებს აზოტის უკმარისობას, ასტიმულირებს ფოთლების ზრდას.

მცენარის ზრდის მასტიმულირებელი ხსნარის მოსამზადებლად, მხოლოდ 1 ჩ.კ. ნიშადურის სპირტის 1 ლ წყალში გახსნაა საჭირო. უბრალოდ მორწყეთ ხსნარით ნერგის ნოტიო ნიადაგი და გახსოვდეს, რომ წიწაკების შესუქების პროცედურა პიკირებიდან 10 დღის შემდეგ ხდება.

პროცედურა უნდა გაიმეოროთ დარგვისასაც, უშუალოდ თხრილზე. 1 სათლ წყალზე დაგჭირდებათ 10 მლ ნიშადურის სპირტი. სასუქი ჩაასხით მომზადებულ თხრილში, მოაყარეთ მიწა, რის შემდეგაც წიწაკა უნდა ჩარგოთ.

ამ საშუალების სასიამოვნო ბონუსი ისაა, რომ აფრთხობს ხოჭოებსაც.

აუცილებლად გაანებივრეთ წიწაკა ასეთი სასუქით, რათა წვნიანი, ხორციანი მოსავალი მიიღოთ.

არ გაანდოთ საიდუმლო მეზობლებს, თუ მათ შორის ყველაზე უხვი მოსავლის მიღება გსურთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს