სოკოს გაზონი: როგორ გავზარდოთ ზეთიანა ნაკვეთზე

343
ფოტო: pexels

თუნდაც ცელით მოცელეთ! – ამბობენ წარმატებული სეზონით გახარებული სოკოს მკრეფავები. მათთვის, ვინც ზეთიანას ბაღში, გაზონზე რგავს, ამ გამონათქვამს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ზეთიანას უხვი მოსავლიანობა აქვს და უნებლიეთ ფიქრობთ – არ შეიძლება მოსავლის ასაღებად ცელი გამოვიყენოთ?

გმირის პორტრეტი: რომელი ზეთიანას დარგვა სჯობს ბაღში

ზეთიანა მიკორიზული სოკოა, მისი „გაშენება“ ქერელზე და ნახერზე არ შეიძლება, ის ცოცხალ ხეებთან საკმაოდ სიმბიოზურად იზრდება: მას მინერალური საკვებით და წყლით ამარაგებს, სანაცვლოდ შაქარს იღებს. შაქრის დახმარებით ხე სოკოს გაზრდის დონეს არეგულირებს, რომ ელემენტების დეფიციტი არ გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მიკორიზული სოკო უფრო ნაყოფიერია ღარიბ ნიადაგში, განსაკუთრებით იქ, სადაც ფოსფორის დეფიციტია.

ნამდვილი ზეთიანა (Suillus luteus)

ნამდვილი ზეთიანა კირქვა მიწას ერიდება, მაგრამ, ძირითადად, ქვიშაში იზრდება. როგორც დუმასოკო, მიკორიზას ჩვეულებრივ ფიჭვთან (ფიჭვის ყველაზე გავრცელებული სახეობა) ქმნის. უპირატესობას ახალგაზრდა ნერგებს ანიჭებს.

დუმასოკო (Suillus granulatus)

მას ურჩევნია კირქვა (ph>7), ქვიშიანი ან თიხის ნიადაგები. იზრდება ფიჭვნარის, ძირითადად, ახალგაზრდა ხეების ქვეშ, ფიჭვის ტყის პირას. სოკო მაისიდან ოქტომბრამდე ჩნდება. ბაღში ორივე სახეობის გაზრდა შეგიძლიათ, მაგრამ სჯობს დუმასოკო გაზარდოთ: მას უფრო უხვი მოსავალი აქვს.

დუმასოკო საკვებად ვარგისია და ნებისმიერ კერძში სასარგებლოა, უმი სახითაც სახიფათო არაა. შხამიანი ორეული არ ჰყავს. ის შეგიძლიათ დაამარილოთ, დაამწნილოთ, გაახმოთ და გაყინოთ. დიდი რაოდენობით სოკო ქუჩაში ან კარგად განიავებულ ოთახში გაასუფთავეთ და გარეცხეთ:  ძალიან მგრძნობიარე ადამიანს სოკოს ფორების შესუნთქვის შემდეგ შეიძლება ცრემლდენა და ცხვირიდან სისველე დაეწყოს. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია, სოკოს ქუდს ქერქი მოაშოროთ, მაგრამ ეს ნამდვილ ზეთიანას ეხება – მისი გარეცხვა ტყის ჭუჭყიდან საკმაოდ რთულია. აი, დუმასოკოს ქერქის მოშორება აუცილებელი არაა. მას მწარე გემო არ აქვს, ადვილად ირეცხება, ბულიონის ფერს არ აფუჭებს, პირიქით, გემოს აუმჯობესებს. ზეთიანადან ღია ფერის შესანიშნავი ბულიონი გამოდის. თუ 1-2 თეთრ სოკოს ან ბებერა სოკოს დაუმატებთ, წვნიანი კეთილშობილური სოკოების გემოს და არომატს შეიძენს (სხვათა შორის, საკუთარ ბაღში მათი გაზრდა უფრო რთულია: თეთრი სოკო უფრო ზრდასრული ხეების ქვეშ იზრდება).

როგორ დავრგოთ ზეთიანა ნაკვეთზე

ყველაზე საიმედო მეთოდი: ზეთიანას პლანტაცია მოაწყვეთ – ტყიდან პატარა ფიჭვი სოკოს ფესვებთან (ასე უწოდებენ ხის ფესვებს, რომელშიც მიკორიზული სოკოა დასახლებული) ერთად გადმორგეთ. გამოდგება არა მხოლოდ ხე, რომლის ქვეშ ოდესღაც ზეთიანა იზრდებოდა, არამედ ნებისმიერი ფიჭვის ხე მისგან 100 მეტრის რადიუსში: ტყეში ზეთიანა 100 მეტრის რადიუსში მასპინძელი ხის მსგავს ყველა ხეზე ფესვების სოკოს ქმნის.

მოსავლის აღების დროს ფიჭვის გადარგვაც გაითვალისწინეთ. უფრო ადვილია ამოთხაროთ არა ტყის სიღრმეში, არამედ ტყის პირას. გვიან შემოდგომაზე ან ნაადრევ გაზაფხულზე ხე კარგად გაფესვიანდება, თუ მის ფესვებს ამოღების დროს არ დააზიანებთ. გადარგვის შემდეგ 1 მეტრზე მაღალ ფიჭვზე სოკო უკვე 4-5 წელში გამოჩნდება. 30-70 სმ ზომის ფიჭვი უფრო უკეთ ერგება ახალ პირობებს, ამასთან მისი ამოთხრა უფრო მარტივია, თუმცა მოსავალს უფრო დიდხანს უნდა ელოდოთ. ბალახებს შორის გაზრდა არც თუ ისე ბევრ სოკოს უყვარს. დუმასოკო კარგად იზრდება გაზონებს შორის, რომელსაც პერიოდულად თიბავენ. ასეთი გაზონის ველზე ფიჭვები მინიმუმ 5 მეტრის დაშორებით უნდა დარგათ.

ზეთიანას მოვლა ნაკვეთზე

როცა წვიმები არაა, სოკოს ბევრი სახეობა ძალიან მშრალი ჰაერის გამო არ იზრდება. მორწყულ გაზონზე სოკო მაინც გამოჩნდება: ბალახი მათთვის ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნის. თუ მშრალ ამინდში გაზონს არ მორწყავთ, სოკო ცოტა იქნება: ის გამოშრება, როგორც კი ბალახი გაიზრდება. სოკო ბევრი რომ იყოს, გაზონი დღეში 1-2-ჯერ მორწყეთ (მშრალ ამინდში). სჯობს ავტომატური მორწყვის სისტემა დააყენოთ, რომელიც სოკოს ზრდის ზონაში ჰაერს დაატენიანებს. ჰაერის მუდმივად დატენიანება კარგი არაა: სოკო იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როცა რწყავენ, არამედ როცა მისი ზედაპირიდან წყალი ორთქლდება.

სსრკ-ში „სოკოს საკითხს“ საგულდაგულოდ სწავლობდნენ კოსმოსური სადგურების „სალიუტ-5“ და „სალიუტ-6“ ამოქმედებამდე. აღმოჩნდა, რომ სოკოს ნაყოფიერ სხეულში საკვები ნივთიერებები მხოლოდ მიცელიუმის და ნაყოფიერი სხეულის ზედაპირიდან წყლის აორთქლების ხარჯზე შედის. სოკო კარგად იზრდება, როცა აორთქლების დონეა 0,2-დან 4 მილიგრამი წყალი საათში ერთ კვადრატულ სმ ზედაპირზე. თუ აორთქლების დონე უფრო მაღალია, სოკო გამოშრება, თუ უფრო დაბალია – არ გაიზრდება, რადგან მიცელიუმიდან წყალს და საკვებ ნივთიერებებს ვერ მიიღებს. სწორედ ამიტომ, მორწყვა ან ჰაერის დატენიანება პერიოდული უნდა იყოს, რომ სოკომ წყლის აორთქლება მოასწროს. ხანგრძლივი წვიმების დროს სიტუაციის გამოსწორება არ შეგვიძლია, მაგრამ მშრალ ამინდში იმპულსური მორწყვა ან ჰაერის დატენიანება შესაძლებელია.

მორწყვით ან მის გარეშე დარგვიდან რამდენიმე წელში ფიჭვის ქვეშ პირველი ზეთიანა გამოჩნდება, შემდეგ კი სოკოს ზრდა ფიჭვისგან დაშორებით ყოველწლიურად გაიზრდება „ჯადოქრების წრეების“ სახით, რომელიც ფიჭვის ფესვების რადიუს მიუთითებს. გამოცდილება აჩვენებს, რომ სოკოს „ჯადოქრების წრე“ გაზონის ბალახს არ აზიანებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს სოკო, რომელიც წრის შექმნის დროს მის შიგნით ბალახები არ ზრდის საშუალებას არ აძლევს. ტყის ზეთიანა ზაფხულში სწრაფად ჭიანდება, მაგრამ გაზონზე სოკოს კოღოებს ქარი, სხვა სოკოების არ არსებობა და დროული მოკრეფა ხელს უშლის. სწორედ ამიტომ, ბაღში ზეთიანას მწერები პრაქტიკულად არ აზიანებენ.

ნაკვეთზე სოკოს გაზრდის პირადი გამოცდილება

“დუმასოკოს გადარგვა 100%-ით გამოგვდიოდა, თუ ბაღში კირქვა მიწა იყო. პირველი ფიჭვი ზეთიანასთან ერთად 2000 წელს დავრგეთ გაზონის ბალახების გასწვრივ, საამხანაგო „სამხრეთის“ ბაღში, მდინარე ბესპუტის მახდლობლად. 2004 წელს პირველი ზეთიანა გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან უკვე რამდენიმე ნაყოფიერი ტალღა გამოჩნდა. 2006 წლიდან სოკოს რეგულარულად ვკრეფდით. შემდეგ აქ, დასვენების ზონაში ახალგაზრდა ფიჭვების მთელი ტყე დავრგეთ. 2008-2009 წლებში ზეთიანა არც თუ ისე მეგობრულად გამოჩნდა. სამაგიეროდ, 2010 წლის სექტემბერში, ცხელი, მშრალი ზაფხულის შემდეგ მებაღეები ყოველ დასვენების დღეებში მთელ კალათა ზეთიანას კრეფდნენ. ყველა სოკო სრულად სუფთა, უჭიო იყო. 4 წელზე უფრო ასაკოვანი ფიჭვის ქვეშ ერთ ნაყოფიერ ტალღაზე 50-100 ზეთიანა იზრდებოდა. დროული მორწყვით მაისიდან ნოემბრამდე 5-6 ნაყოფიერ ტალღაზე, თითოეული ფიჭვის ქვეშ 6-10 გრ სოკოს ვკრეფდით. 2008 და 2009 წლებში ზეთიანას „პლანტაციებში“ რამდენიმე ფიჭვის ქვეშ მჭადა სოკოც გაიზარდა. ნამდვილი ზეთიანაც რამდენიმე გადარგულ ფიჭვის ქვეშ იზრდება, მაგრამ ცალკეული სახეობები მხოლოდ შემოდგომაზე ჩნდება. ნამდვილ ზეთიანას კირქვა მიწა არ უყვარს, ამიტომ ბაღში მისი გაშენება არ გამოგვდის”.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს