უბრალოდ გასაოცარია, თუ ხალხი ყველაზე უჩვეულო სააფთიაქო საშუალებებს რამდენი მიზნით იყენებენ. აი, მაგალითად, ნიშადურის სპირტი სამზარეულოს ცხიმს შესანიშნავად აშორებს. გამოცდილი მეაგარაკეები კი ნიშადურის სპირტს მცენარეებისთვის იყენებენ.
რა თქმა უნდა, ბოსტანში მთელი სიყვარულის ჩადება გვსურს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გემრიელი ბოსტნეულის მოყვანა. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ნიშადურის სპირტი მცენარეებისთვის. გირჩევთ დაიმახსოვროთ, რადგან სააგარაკო სეზონი უკვე გახურებულია.
ნიშადურის სპირტი ბუგრების საწინააღმდეგოდ
ბუგრი ყველაზე უმოწყალო მავნებელია, რომელსაც ყველა მეაგარაკე იცნობს. ზუსტად რამდენიმე დღეში გუნდური მუშაობით ბუგრები ნერგებს სრულად ანადგურებენ. ტრაგედია თავიდან რომ აიცილოთ, 50 მლ ნიშადურის სპირტი 5 ლ წყალში გახსენით. ხსნარი ნერგებზე უკეთ გაჩერდება, თუ მას 0,25 დიასახლისის საპონს დაუმატებთ. ამ ხსნარით მწვანილები გულუხვად მორწყეთ.
ბრძოლა მავნებელი ხოჭოების წინააღმდეგ
მავნებლები ხახვის და ნივრის ნერგებს გვერდს არ უვლის. მაგალითად, ცხვირგრძელა ბოლქვებს ნელა და შეუმჩნევლად ანადგურებს. ხოჭოს მოშორებაში ნიშადურის სპირტი დაგეხმარებათ. წყალში 25 მლ სპირტი გახსენით. სითხით ნერგები კვირაში ერთხელ მორწყეთ.
ხახვის ბუზები
ხახვის და სტაფილოს ბუზები ნერგების მთავარი მტრები არ არიან, მაგრამ ბევრ საზრუნავს გვიჩენს. გამოცდილი მეაგარაკეები მათ უკვე მრავალი წელია ამ ხსნარით ებრძვიან. 2 მლ ნიშადურის სპირტი სამლიტრიან ქილაში წყალს აურიეთ. ამ ხსნარით მცენარე ფესვებიდან ფოთლებამდე მორწყეთ.
ნიშადურის სპირტი ტკაცუნა ხოჭოების ლარვების საწინააღმდეგოდ
ტკაცუნა ხოჭოები ასეთი სახით მებოსტნეებს უფრო მეტად აწუხებენ. ლარვები ახალ ნაკვეთზე დიდი კომპანიით ხვდება. ისინი პომიდვრის ნერგებს აზიანებენ. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, დარგვის წინ ორმოები ნიშადურის სპირტის სუსტი ხსნარით დაამუშაოთ.
შავი ბუზები ოთახის მცენარეებზე
მომაბეზრებელი შავი ბუზებიდან დაზღვეული არც ზრდასრული და არც ახალგაზრდა მცენარე არაა, თუმცა ახალგაზრდა მცენარე მავნებლისგან უფრო მეტად ზიანდება. მცენარე რომ დაიცვათ, 25 მლ სპირტი 2 ლ დამდგარ წყალში გახსენით. ხსნარით მცენარის ფოთლები და ღეროები ყოველდღე დანამეთ.
მეაგარაკეები არა მხოლოდ ნიშადურის სპირტს, არამედ თეთრებად ღირებულ სხვა სააფთიაქო საშუალებებსაც იყენებენ. მცოდნეები აქტივირებულ ნახშირს ნიადაგის სადეზინფექციოდ და მცენარეების ლპობის საწინააღმდეგოდ იყენებენ. თქვენ რომელ საშუალებებს იყენებთ მცენარეებისთვის? გაგვიზიარეთ გამოცდილება!