უპრეტენზიო, სწრაფად მზარდი მდოგვის მოყვანა ყველგან შეიძლება. აუცილებელი არაა ნაკვეთზე მისთვის სპეციალური ადგილის გამოყოფა – უკეთესი იქნება, თუ მას გამოიყენებთ, როგორც შემავსებელს რიგებს შორის, მათშორის, სათბურებშიც.
ამ მცენარისთვის საუკეთესო წინამორბედია კიტრი, პომიდორი, ნაადრევი კარტოფილი და ხახვი.
როდის დავთესოთ ფოთლოვანი მდოგვი?
ეს ყინვაგამძლე მცენარე უნდა დათესოთ ღია ნიადაგში მაშინვე, როგორც კი ნიადაგი ამის საშუალებას მოგვცემს – გათბება, მარტის შუა რიცხვები ამისთვის შესაფერისი დროა. დათესვისას, თესლი მიწაში 1.-1.5 სმ-ზე უფრო ღრმად არ უნდა მოათავსოთ. მორჩები უკვე მესამე-მეოთხე დღეს ამოყოფს თავს და -3…-5 გრადუსამდე ყინვას უძლებს.
ნათესები არ უნდა იყოს ხშირი. რიგებს შორის 25-30 სმ უნდა იყოს დაშორება, 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში კი უნდა გამოხშიროთ, ნათესებს შორის კი 10-15 სმ მანძილი დატოვოთ.
არაა რეკომენდებული მინერალური სასუქების გამოყენება. საუკეთესო ვარიანტია ქერიფქლას 1:10 ხსნარი, ქათმის 1:15 სკორე ან ან დადუღებული ბალახის გაზავებული ნაყენი.
როდის ავიღოთ მდოგვის მოსავალი?
მწვანილი 2-3 კვირაში უნდა მოკრიფოთ. მოსავალს იღებენ ღეროების გაჩენამდე. ხელახალი დათესვა მხოლოდ გაზაფხულზე შეიძლება: დღის გაგრძელებასთან და ამინდის დათბობასთან ერთად, მომენტალურად ამოდის ჩოყები, მცენარე უხეშდება. ასევე, აგვისტოს შუა რიცხვებიდანაც: მწვანილი ისევ წვნიანი და ნაზი გახდება. შეგიძლიათ, თესლი ზამთრის პირასაც დათესოთ.
სექტემბრის ბოლოს, სალათის მდოგვი სახლშიც დაირგვება – ფანჯრის რაფაზე, არაღრმა ჭურჭელში, მსუბუქი ნიადაგის ნარევში (კრეს-სალათის მსგავსად). ნოტიო ფილტრის ქაღალდზე ან ქსოვილზე მიიღებთ სასარგებლო მორჩებს. ამისთვის დიდი რაოდენობით თესლი დაგჭირდებათ, თუმცა მათი გაზრდა მარტივია – გაზაფხულზე დათესვის შემთხვევაში, ჭოტები აგვისტოში მწიფდება.