ვაშლის სოკოვანი დაავადება: ბრძოლისა და პროფილაქტიკის მეთოდები

311

დაავადების ნიშნები

ვაშლისა და მსხვლის სოკოვანი დაავადების ამგზნებია სოკო, რომელსაცმხოლოდ ლათინური სახელწოდება აქვს – Leptothyrium pomi Sacc. (syn. Microsticta pomi Sacc.) და მისი ნათესავი L. pomi Sacc. var. majus Mass. მწიფე ნაყოფზე მათი დასახლების დროს, ჩნდება წვრილი წერტილები (0.3-0.5 მმ დიამეტრის), რომლებიც ბუზების ექსკრემენტებს მოგაგონებთ. ორფრთიანი ზუზუნა მწერების ცხოველქმედების კვალი იშლება, სოკოს ლაქებს კი ვერაფრით მოაშორებთ ნაყოფს.

ეს წერტილები სოკოს პიკნიდები (გამრავლების ორგანოები) გახლავთ. მათში მწიფდება უფერული წვრილი (7 მკმ-მდე დიამეტრის) მომრგვალებული სპორები. სპორების მომწიფების დროს, პიკნიდები იხსნება და ქარი სპორებს მიმოფანტავს, რის შემდეგაც სულ უფრო მეტი ნაყოფი ინფიცირდება.

სოკოვანი დაავადებები ყველაზე უფრო გავრცელებულია იმ ბაღებში, რომლებიც ხშირ ბაღებს შორის მდებარეობს, ცუდი განიავების გამო კი ჰაერის ტენიანობა მუდმივად მაღალია. ასევე, დაავადების გავრცელებას უზრუნველყოფს ხანგრძლივი წვიმიანი შემოდგომა ან ჭარბი ცვარი.

ხშირად, დაავადების განვითარების კერად გვევლინება მიტოვებული პირადი ნაკვეთები ხეხილის ბაღებით, რამდენადაც სარეველები დიდხანს ინარჩუნებს ნესტს.

ადამიანისთვის ეს სოკო საფრთხეს არ წარმოადგენს. სოკოთი დაინფიცირებული ნაყოფები საკვებად ვარგისია, გემოვნური თვისებები და ნაყოფის კონსისტენცია არ იცვლება, თუმცა გარეგნობა მნიშვნელოვნად ამცირებს მის საბაზრო ფასს. თუმცა, მაშინაც კი, თუ ვაშლის ნაკვეთზე მოყვანა მხოლოდ ესთეტიკური მიზნით განიზრახეთ, სოკოვანი დაავადებები მკვეთრად შეამცირებს თქვენი ნაკვეთის დეკორატიულობას.

ხანდახან, სოკოვანი დაავადება ვაშლისა და მსხლის უფრო საშიში დაავადებაში, მონილიოზში ერევათ, რომელსაც მონილიას გვარის სოკოები იწვევს.

აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში, ნაყოფებზე ჩნდება მონილიოზის ჩანთოსანი სტადიის მრავალრიცხოვანი სკლეროცია შავი წერტილების სახით, რომლებიც ძალიან გვაგონებს ჩვეულებრივ სოკოვან დაავადებას.

სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა

  • სარეველა მცენარეების დროული მოშორება;
  • გამძლე ან ნაკლებად მოწყვლადი სახეობების არჩევა;
  • ჩამოცვენილი ან დაზიანებული ნაყოფების დროული და რეგულარული მოშორება;
  • მხოლოდ ხარისხიანი, ხანგრძლივი შენახვისთვის განკუთვნილი ნაყოფის შერჩევა;
  • ვაშლისა და მსხლის მოსავლის ცალკე შენახვა.

ბრძოლის მეთოდები

დღეისათვის, ვაშლსა და მსხალს ამუშავებენ პრეპარატ “მეტრით”. მას აქვს დამცავი და სამკურნალო მოქმედებაც. საუკეთესო შედეგები მაშინ მიიღწევა, როცა პრეპარატი მცენარეში სოკოს შეღწევამდე გამოიყენება.

სოკოვანი დაავადების განვითარება შეგიძლიათ შანელოთ მცენარის სპეციალური პრეაპარატებით დამუშავების გზით. ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია ოთხჯერადი დამუშავება: პირველი ფაზა – “მწვანე კონუსი”‘, მეორე – “ვარდისფერი კვირტი”, მესამე – ყვავილობის ბოლოს და მეოთხე – ბერძნული კაკლისხელა ნაყოფი. დამუშავებებს შორის არანაკლებ 7-10-დღიანი ინტერვალები უნდა დაიცვათ.

დამუშავებამდე და მას შემდეგ, გამოიყენეთ ფუნგიციდი, რომლის მოქმედების მექანიზმი სტრობილურინებისგან განსხვავდება.

შეგიძლიათ, უფრო იაფი გოგირდშემცველი (კოლოიდური გოგირდი, კუმულუსი) ან სპილენძშემცველი (ბორდოული ნარევი, სპილენძის აჯასპი) პრეპარატის გამოყენებაც, თუმცა მათი ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია.

თუმცა, მათზე უარი სრულად არ თქვათ – გოგირდი დადებითად მოქმედებს ვაშლის ფიზიოლოგიურ პროცესებზე: უმჯობესდება ფოტოსინთეზის მაჩვენბლები, საერთო წყლის, ქლოროფილის შემცველობა, იზრდება ფოთლების ფართობი, წანაზარდების სიგრძე, მნიშვნელოვნად იზრდება მოსავლიანობაც.

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ დაცვას ივლისსა და აგვისტოში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს