უპატიებელი შეცდომები რომელსაც მურაბის მომზადების დროს ბევრი ჩვენგანი უშვებს.

1017

ბებისეული მურაბის არომატი მშობლიური სახლის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა. რა თქმა უნდა, თითოეულმა დიასახლისმა იცის, თუ როგორ მოამზადოს მურაბა, მაგრამ ყოველთვის ისეთი არ გამოდის, როგორც გვსურს.

როგორ ავიცილოთ თავიდან სამწუხარო შეცდომები მურაბის ხარშვის დროს? „პაპარაცი“ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ეცდება.

როგორ მოვამზადოთ მურაბა

მურაბის რეცეპტი მარტივია. თქვენ უბრალოდ კენკრა შაქართან ერთად უნდა მოხარშოთ. თუმცა მურაბა ხან მწარეა, ხან კენკრა ზედმეტად იშლება, ხან სიროფი წვეთს ვერ იკავებს, ძალიან სქელი ან თხევადი ხდება, ქილები იბერება და მათში ობი ჩნდება.

მურაბის მომზადების ზოგადი წესები არსებობს, რომელთა დაცვა პრაქტიკულად ყოველთვის აუცილებელია. ინგრედიენტების პროპორციები დაიცავით, რამდენიმე მიდგომით მოხარშეთ, ხარშვის დროს გაზქურის ალი გააკონტროლეთ და ყველაზე უხეშ შეცდომებს თავიდან აიცილებთ.

ძირითადი შეცდომები მურაბის ხარშვის დროს

1. უხარისხო ნაყოფის გამოყენება

ბაზრობაზე შეგიძლიათ ნახოთ დაჭყლეტილი ხილის ყუთები წარწერით: „ვაშლი სამურაბედ“. სასიამოვნოა იმის ჩათვლა, რომ თერმული დამუშავება ყველა მიკრობს ანადგურებს, მაგრამ მურაბისთვის უხარისხო ხილის შეძენაზე ფულის ხარჯვა აუცილებელი არაა.

ხილში, რომელსაც ობის ან ლპობის ნიშნები აქვს, სახიფათო მიკოტოქსინები შედის. ეს ნაერთები კანცეროგენებს მიეკუთვნება და მრავალეტაპიან თერმულ დამუშავებასაც უძლებენ.

სწორედ ამიტომ, გაფუჭებული ხილი შეგიძლიათ მხოლოდ ნიადაგის გასანაყოფიერებლად გამოიყენოთ. შესანახად ხილი და კენკრა ახალი და ხარისხიანი უნდა იყოს.

2. ჭურჭელი მურაბისთვის

მურაბის მოსახარშად სჯობს ემალის ან ფოლადის ჭურჭელი გამოიყენოთ. ხშირად მას ალუმინის ჭურჭელში ხარშავენ, მაგრამ ამის გაკეთება რეკომენდებული არაა.

ხილის მჟავის ზემოქმედებით ალუმინის ზედაპირზე ოქსიდის საფარი იშლება და მურაბაში შეიძლება ალუმინის ნაწილები მოხვდეს.

ქვაბს და თასს შორის სჯობს უპირატესობა თასს მიანიჭოთ. თასში მურაბის ფენა უფრო თხელია, ანუ სწრაფად გაცხელდება და ადუღდება. ამასთან მოსარევად უფრო მოსახერხებელია.

3. უცხო სუნები

ეცადეთ, რომ მურაბის ხარშვის დროს სხვა კერძები არ მოამზადოთ. ის სხვა საჭმლის სუნს იწოვს და თავისას ნაწილობრივ კარგავს.

4. ხარშვის ძალიან მოკლე დრო

ზოგჯერ დიასახლისები მურაბას მხოლოდ ერთხელ ადუღებენ, რომ C ვიტამინი შეინარჩუნონ. ეს უსარგებლოა, რადგან ვიტამინი უკვე პირველი ადუღებისას ნადგურდება.

ერთჯერადი ადუღება დაშვებულია მხოლოდ მარწყვის და ჟოლოს მურაბისთვის. ყველა დანარჩენ მურაბას 2-3-ჯერ ადუღება სჭირდება.

5. არასწორი შეფუთვა

ზოგჯერ დიასახლისები ცხელი მურაბის ქილებში ჩასხმას ჩქარობენ, მაგრამ ასე ის ფენებად იშლება: კენკრა ქილის თავზე ცურავს, ხოლო სიროფი კი ძირში კონცენტრირდება.

ქილაში მურაბა ერთგვაროვანი რომ იყოს, ხარშვის შემდეგ გააგრილეთ და შესანახ ქილებში მხოლოდ ამის შემდეგ გადაანაწილეთ.

6. ჭუჭყიანი ქილები

მზა მურაბა სუფთა, სტერილურ და აუცილებლად მშრალ ქილებში უნდა გადაანაწილოთ. თუ ქილაში წყალი რჩება, მურაბაში შეიძლება ობი გაჩნდეს ან დუღილის პროცესი დაიწყოს.

როგორ განვსაზღვროთ მურაბის მზაობა

2 ნიშანი არსებობს, რომ მურაბა მზადაა. პირველ რიგში, მთელი ქაფი ჭურჭლის ცენტრში უნდა შეგროვდეს. სიროფი ამასთან გამჭვირვალე უნდა იყოს და ნაყოფს ადვილად შორდებოდეს, ხოლო ნაყოფი სიროფში თანაბრად გადანაწილებული უნდა იყოს და ერთმანეთს არ ეკვროდეს. გადახარშული მურაბის სიროფი გასქელებული, ყავისფერი ფერისაა.

მეორეც, ცხელი მურაბის წვეთი ცივ თეფშზე ისე მოიქცევა, როგორც გაგრილებული მურაბა. თუ ის არ იწვეთება, ამბობენ, რომ „მურაბა წვეთს იკავებს“. თუ ეჭვი არსებობს, ცოტა მურაბა ქაღალდის სალფეთქს დააწვეთეთ და 3 წუთით დაელოდეთ. მოუხარშავი მურაბის წვეთის ირგვლვ სველი ლაქები გაჩნდება.

უფს, არ გამოგივიდათ. რა უნდა გააკეთოთ?

1. შაქარმოყრილმა კენკრამ წვენი არ გამოიღო

ქვაბი შეანჯღრიეთ, რომ ქვემოთ მოთავსებული კენკრა ზემოთ აღმოჩნდეს. კიდევ რამდენიმე საათით გააჩერეთ.

თუ არ გიშველათ, სუსტ ცეცხლზე დადგით და დროდადრო ქვაბი შეანჯღრიეთ, რომ შაქარი თანაბრად გადნეს.

2. მურაბა წვეთს არ იკავებს

შესაძლოა, მურაბა კიდევ უნდა აადუღოთ. არ გშველით? გაგრილებული სიროფის წვეთი ცივ თეფშზე შეამოწმეთ.

3. ზედმეტად ბევრი სიროფია, მურაბა ძალიან თხელია

სიროფის ნაწილი ქილაში ჩაასხით. მოგვიანებით გამოიყენეთ როგორც პოვიდლო, ტორტის გასაჟღენთად ან უბრალოდ პურზე წასასმელად.

ვაშლის და მსხლის თხელ მურაბას მოხარშვა შველის. ამ ხილის ხარშვის გაგრძელება მხოლოდ სასარგებლო იქნება. შაქრით გაჟღენთილი ხილი მარმელადის მსგავსი ხდება.

მარწყვის, ჟოლოს და სხვა კენკრის მურაბისთვის, რომელთა დიდხანს ხარშვა საზიანოა, პატარა ხრიკი არსებობს. სიროფი გადაწურეთ და მხოლოდ ის მოხარშეთ, შემდეგ ცხელი სითხე კენკრას დაუმატეთ. მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ გაასქელოთ ხურტკმელის, მსხვილი გარგარის და შავი მოცხარის მურაბა.

4. სიროფი ცოტაა

კიდევ ერთხელ ადუღება სცადეთ. შესაძლოა, მეორედ მოხარშვის შემდეგ სიროფი უფრო ბევრი გახდეს.

5. მურაბა მწარეა

სიმწარის მოშორებაში 1 მუჭა წითელი მოცხარი დაგეხმარებათ, რომელიც ხარშვის დროს მურაბას უნდა დაუმატოთ. ძველებური მეთოდიც არსეობს. თითოეულ, 2 კგ მოცულობის თასში 1 გასუფთავებული სტაფილო ჩადეთ. შემდეგ ბოსტნეული ამოიღეთ და სიმწარე გაქრება.

6. ობი გაჩნდა

მურაბის ქილას ხსნით და იქ ობია. როგორც ჩანს, თავსახური ახალი არ აღმოჩნდა, ან ჰერმენტულად არ დაახურეთ. ობი კოვზით ფრთხილად მოაშორეთ, თავსახური შეცვალეთ და ქილა მაცივარში შეინახეთ.

7. მურაბა დუღილს არ იწყებს

მურაბა ქვაბში გადაიტანეთ, 100 გრ შაქარი დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით ხარშეთ. სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები მიგანიშნებთ, როგორ მოამზადოთ მურაბა შეცდომების გარეშე, ხოლო ტკბილი დელიკატესის ქილები საკუჭნაოს თაროებს გაავსებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს