როგორ ავიცილოთ თავიდან მტვერი ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით

208

ამ კითხვას ყველა დიასახლისი უსვამს საკუთარ თავს – როგორ მოვიშოროთ მტვერი თუ სამუდამოდ არა დიდი ხნით მაინც? მტვერი ხომ ინტერიერის საერთო იერს აფუჭებს და ოჯახის წევრებზეც უარყოფითად მოქმედებს. სახლში მუდმივად წესრიგი რომ იყოს, ქალბატონები მუდმივად დიდ ძალისხმევას ატანენ დალაგებას, თუმცა საჭიროა paparazzi-ს რედაქციის ზოგიერთი რჩევის გათვალისწინებაც, რათა სახლში ამ უსიამოვნო ნაწილაკების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდეს.

როგორ მოვიშოროთ მტვერი დიდი ხნით?

მტვრის წარმოქმნის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს – ცვთება ხალიჩა და ტექსტილის ავეჯი, ცვივა საღებავი, ქუჩიდან ფანჯრის გავლით შემოდის ჭუჭყის უმცირესი ნაწილაკები. მტვერს შეუძლია კანცეროგენებისა და ტოქსინების, მტვრის ტკიპების გადატანაც კი. იგი იწვევს ალერგიას, ხვდება ფილტვებში, შეიძლება ასთმის შეტევაც კი გამოიწვიოს. უნდა იცოდეთ, როგორ მოიშოროთ მტვერი ოთახიდან დიდი ხნით. უპირველეს ყოვლისა:

  1. მოაშორეთ მტვრის მაგროვებლები: ხალიჩები, რთული კონსტრუქციის ფარდები, ბალდახინები.
  2. გადაყარეთ ძველი ნივთები, რომლებსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ, ან მოათავსეთ დახურული ყუთები.
  3. შეამცირეთ დეკორატიული ელემენტების რაოდენობა, იქნება ეს პატარა სტატუეტები, ქსოვილის ხელსახოცები, ხელოვნური ყვავილები თუ სხვ. დეკორისთვის, გამოიყენეთ შუშის ვიტრინები.
  4. სასურველია, მოიშოროთ ნატურალური ბეწვის ზედაპირები, გამოიყენეთ სინთეტიკური შემავსებლის ბალითები, რათა ჰაერში ნაკლები ბუსუსი მოხვდეს.

როგორ მოვიშოროთ მტვერი ჰაერიდან?

ყველაზე რთულია ჰაერში დაბუდებული მტვრის მოშორება. იგი თვალისთვის უხილავია, თუმცა მუდმივად გროვდება და რეგულარული გაწმენდაა საჭირო.

  1. ხშირად გაანიავეთ ოთახი, მასში ჰაერი ყოველდღე, დილა-საღამოს, 20 წუთით უნდა განიავდეს.
  2. იზრუნეთ ოთახების ხარისხიან ვენტილაციაზე, აბაზანიდან და სამზარეულოდან ორთქლი არ უნდა გავრცელდეს მთელ ოთახში.
  3. სახლში არ უნდა იყოს ზედმეტად მშრალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკროსკოპული ფრაგმენტები ჰაერში ძალიან დიდხანს დარჩება. ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20°С-ია.
  4. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი. ეს უნდა იყოს კარგი ხარისხის მოწყობილობა, სასურველია ფილტრებით. კარგი დამატენიანებელი ჰაერიდან მტვრის 75%-მდე აქრობს. ამასთან, მტვერი სველდება, მძიმდება და ჯდება იატაკზე, საიდანაც მისი მოშორება გაცილებით მარტივია.
  5. გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები და იონიზატორები – ისინი ადეზინფიცირებს გარშემო სივრცეს, აშორებს მავნე მინარევებს. ასეთ ოთახში სუნთქვა მნიშვნელოვნად მარტივდება.
  6. შეიარაღდით აკვაფილტრისა და N.E.R.A.-ფილტრთა სისტემის მქონე მტვერსასრუტით – იგი მტვრის 99%-ს აკავებს და ჰაერს ატენიანებს.

როგორ მოვიშოროთ მტვერი ავეჯიდან?

კარადები, მაგიდის ზედაპირები, ბუფეტები, ტუმბოები, სხვა ავეჯის ზედაპირები, რომლებზეც მტვერი ჯდება, დალაგებისას უნდა გადაწმინდოთ სველი ტილოთი, თუმცა ხანგრძლივი სისუფთავისთვის, გამოიყენეთ შემდეგი საშუალებები:

  • ავეჯის საპრიალებელი: მათ შემადგენლობაშია გამწმენდი ელემენტები და ანტისტატიკები. დამუშავების შემდეგ, ზედაპირი აღარ იწებება და მტვერი მასზე სრიალებს.
  • ანტისტატიკი კომპიუტერისა და ტელევიზორისთვის: შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ჭუჭყს დამუხტული ზედაპირებისგანაც კი განიზიდავს.
  • უკიდურეს შემთხვევაში, გამოიყენეთ ხალხური საშუალებები. წყალს დაუმატეთ პერმარგანატი და გადაანაწილეთ სითხე ზედაპირებზე.

როგორ მოვიშოროთ მტვერი რბილი ავეჯიდან?

უნდა იცოდეთ, როგორ მოიშოროთ მტვერი რბილი ავეჯიდან, რათა იქ ჭუჭყი აღარ დაგროვდეს. ამისთვის რამდენიმე ნაცადი საშუალება არსებობს.

  1. სველად დაალაგეთ მტვერსასრუტის გამოყენებით.
  2. თუ ასეთი ტექნიკა არ გაქვთ, გამოიყენეთ საბერტყავი, სველ ზეწართან ერთად. ღია ფერის ქსოვილი ჩაალბეთ წყალში (დაუმატეთ ძმარი ან კონდიციონერი), დაწურეთ და დააფინეთ ავეჯზე. შემდეგ დაბერტყეთ ზედაპირი საბერტყავით.
  3. წმენდის ინოვაციური საშუალებაა ორთქლის გენერატორი. ორთქლით წმენდა დივანს მოაშორებს მტვერს, ჩაუტარებს დეზინფექციას და მოკლავს მავნე მიკროორგანიზმებს.
  4. ეფექტური საშუალება მტვრის წინააღმდეგ – სპეციალური საჟღენთი რბილი ავეჯისთვის. თუ მას ავეჯზე გადაანაწილებთ, წარმოიქმნება დამცავი ფენა, რომელიც განიზიდავს მტვერს.

საშუალებები მტვრის მოსაშორებლად

მტვერთან საბრძოლველად სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმია იწარმოება. იგი ხელს უშლის მტვრის ნაწილაკების ფენების მიწებებას. მათ შორის ყველაზე ცნობილია:

  • საპრიალებელი “Pronto”. საშუალება აშორებს ავეჯს მტვერს, აქვს ანტისტატიკური მოქმედება, დამუშავების შემდეგ, მიკრონაწილაკები ნივთებს აღარ ეკრობა. საშუალება აპრიალებს ავეჯს, არ ტოვებს ნაწიბურებს, სასიამოვნო სურნელი აქვს.
  • მტვრის მოსაშორებელი ჯაგრისი “Roto Duster”. ეფექტურია ბატარეებზე, ავქს სხვადასხვა მოსახსნელი პირი. აშორებს მტვერს სხვადასხვა ზედაპირიდან (ქსოვილიდანაც კი), მათ შორის, რთულად მისაწვდომი ადგილებიდან.
  • სპრეი “Duster”. შემუშავებულია კომპიუტერის, ტელევიზორის, ფოტომოწყობილობებისა და კლავიატურის ზედაპირებიდან მტვრის მოსაშორებლად.
  • სპრეი “Allergoff”. პროფესიონალური საშუალება მტვრის მოსაშორებლად, ალერგენებისა და ტკიპების გასანადგურებლად, ერთჯერადი დამუშავება იცავს ზედაპირებს მათგან 6 თვით. სპრეის გამოყენება შეიძლება ხალიჩაზე, მატრასებზე, საბნებზე, რბილ ბალიშებსა და ფარდებზე.

ხალხური საშუალებები მტვრის წინააღმდეგ

საყოფაცხოვრებო ქიმიას კონკურენციას გაუწევს ხალხური საშუალებებიც:

  1. გლიცერინი – გაწმინდეთ ამ საშუალებით მყარი ზედაპირები, სარკეები, შუშები 30 გ წყლისა და 70 გ გლიცერინისგან შემდგარი ხსნარით. იატაკის საწმენდად, წყალს მეტი გლიცერინი დაუმატეთ.
  2. მცენარეები – ქლოროფიტუმი მარტივი მოსავლელია და მტვერსაც მშვენივრად ებრძვის. მისი ეფექტურობის გასაზრდელად, შეაშხეფეთ მცენარეს წყალი.
  3. შეგიძლიათ, მტვრის საწინააღმდეგო საშუალება დამოუკიდებლად მოამზადოთ. ამისთვის, შეურიეთ 1 ჭიქა წყალს 1/4 ჭიქა ძმარი, 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. პულვერიზატორით შეაშხეფეთ სნარი ავეჯსა და სხვა მყარ ზედაპირს.

თქვენ როგორ ებრძვით მტვერს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს