სანამ ჟანგით დალაქავებულ საყვარელ თეთრ ქვედაბოლოს გადავაგდებდი რჩევა დედამთილს ვკითხე. საბედნიეროდ მისმა გამოცდილებამ გაამართლა.

2626

ჟანგის ლაქების პრობლემას თითქმის ყველა ადამიანი იცნობს. სველ და ჭუჭყიან მეტალთან შეხება ტანსაცმლისთვის, შპალერისთვის, ტულისა და სხვა დეკორატიული ზედაპირისთვის ცუდად მთავრდება. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ხელმისაწვდომი რეცეპტი, რომლებიც ამ უსიამოვნო ლაქის მოშორებაში დაგეხმარებათ.

რით ამოვიყვანოთ ჟანგის ლაქები?

ყველაზე სწრაფად, კოროზია მეტალს ნესტიან ადგილებში ანადგურებს, ამიტომ მურა ლაქებს ხშირად შეხვდებით საპირფარეშოში, სააბაზანოსა და სამზარეულოში. აქ მეტალის მილები ან სამაგრები უშუალოდ ეხება კერამიკას, შუშას, დეკორატიულ პანელებსა და შპალერს. ლაქების ამოსაყვანად საუკეთესო საშუალების შერჩევისას, გაითვალისწინეთ ისიც, რომ საშუალებამ არ უნდა დაკაწროს ის მასალა, რომელზეც იყენებთ. აბრაზიულ ფხვნილებს კარგი საწმენდი თვისებები აქვთ, თუმცა ისინი წვრილ ნაკაწრებს ტოვებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, აფუჭებს გასაწმენდი ზედაპირის იერს.

ჟანგის ლაქა მინაზე

უპირატესობა მიანიჭეთ არააბრაზიულ ფხვნილისებრ ან პასტისებრ საშუალებებს. ამ მასალისთვის, ხშირად, გამოიყენება “პემოქსოლი”, “კვაზი”,
“ემოს ჩისტოლი”.

სხვადასხვა წარმოშობის მინერალური ნადები ძმარსაც ეფექტურად ამოჰყავს. პრობლემის გადასაჭრელად, დაფარეთ ნივთი ძმარში ამოვლებული ხელსახოცებით, 30 წუთში მოხსენით ქაღალდები და ჩამორეცხეთ ზედაპირი თბილი წყლით, ნებისმიერი სარეცხი პრეპარატის გამოყენებით.

გირჩევთ, ფაიფური და შუშა გაწმინდოთ ბამბის ხელსახოცებით, არ შეიძლება რკინის სახეხების გამოყენება. ეფექტის გასაძლიერებლად, ძმრისა და თბილი წყლის ხსნარში დაუმატეთ ნიშადურის სპირტი. შუშას კარგად წმენდს “ბელიზნაც”. აიღეთ 100 გ პრეპარატი და გახსენით წყალში. ღრუბლის გამოყენებით გაწმინდეთ ჭუჭყიანი ადგილი მიღებული ხსნარით და ჩამორეცხეთ 15 წუთში.

ჟანგის ლაქები შპალერზე

სასურველია, აღმოფხვრათ ჟანგის მიზეზი და არა თავად ლაქა, თორემ მურა ნადები დროდადრო გაჩნდება. უმჯობესია, დაზიანებული შპალერი მოხსნათ, გააშიშვლოთ ეს ადგილი არმატურამდე. შემდეგ წაუსვით ჟანგის გარდამსახველი, აცადეთ გაშრობა, ამოავსეთ ხვრელი ქვიშა-ცემენტის ნაზავით. გაშრობის შემდეგ, წაუსვით ჰიდროიზოლაცია ორ ფენად, შემდეგ საგლესავი და გრუნტი. როცა ყველა ეს ეტაპი დასრულდება და დარწმუნდებით, რომ კედლის ზედაპირზე ჟანგი ვეღარ გამოაღწევს, მიაწებეთ შპალერი.

ჟანგის ლაქები ტულის ფარაზე

მჟაუნმჟავა ძლიერი საშუალებაა, რომელსაც მხოლოდ ხელთათმანებით უნდა შეეხოთ. მოათავსეთ ტული ამ პრეპარატის ხსნარში, გააჩერეთ მანამ, სანამ გაუფერულება არ დაიწყება. ხშირ შემთხვევაში, ჟანგის ძლიერი ლაქებიც კი ქრება.

ჟანგის ლაქები ტანსაცმელზე

აუცილებელი არაა მეტალის ღობესთან ან კასრთან შეხება, უსიამოვნო ლაქა შეიძლება დატოვოს უთოში ჩარჩენილმა წყალმა, რეცხვის დროს ჯიბეში დავიწყებულმა თმისსამაგრმა ან მონეტამ. ასეთ პრობლემას მოაგვარებს

  • ძმარი;
  • მარილი;
  • კბილის ფხვნილი ან პასტა;
  • ორგანული მჟავები (მჟაუნმჟავა, ლიმონმჟავა, ძმარმჟავა);
  • გლიცერინი
  • ნიშადური;
  • ლიმონის წვენი;
  • ნატრიუმის ჰიდროსულფიტი.

ჟანგის ლაქები თეთრ ტანსაცმელზე

  1. შეურიეთ ლიმონის წვენი წყალს 1:1 პროპორციით, მოათავსეთ ხსნარში ტანსაცმელი 30 წუთით, ამოიღეთ და ჩაალბეთ სარეცხ საშუალებაში ან ფხვნილში, გარეცხეთ მანქანაში ჩვეულ რეჟიმზე. აუცილებლობისამებრ გაახანგრძლივეთ ჩალბობის დრო 25 წუთით.
  2. აიღეთ 15 გ ნატრიუმის ჰიდროსულფატი 1 ჭიქა წყალზე, გაათბეთ მიღებული მასა 75 გრადუსამდე, გამოიყენეთ მიღებული რეაქტივი ბინძური ტანსაცმლის ჩასალბობად. ლაქების გაქრობის შემდეგ, გარეცხეთ ჯერ თბილ წყალში, შემდეგ ცივში.
  3. მოამზადეთ 1:1:1 გლიცერინის, კბილის ფხვნილისა და წყლის პასტა. წაუსვით ნარევი ლაქას და გააჩერეთ 1 დღით, გარეცხეთ ნივთი მანქანაში.
  4. აიღეთ 2 ს.კ. მჟაუნმჟავა, გახსენით ჭიქა წყალში, გაათბეთ სითხე 90 ჰრადუსამდე, მოათავსეთ ნივთი 5 წუთით, გასავლებად გამოიყენეთ ნიშადურის წყალხსნარი (1 ს.კ. რეაქტივი 2 ლ წყალზე).

ჟანგის ლაქა ჯინსებზე

20 გ ლიმონმჟავა 0.5 ჭიქა წყალში გახსენით. აადუღეთ ხსნარი, მოათავსეთ ქსოვილი მასში 5 წუთით. თუ შედეგი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, პროცედურა გაიმეორეთ. ფერადი ჯინსებისთვის გამოიყენეთ 2 ს.კ. ძმრის ესენცია 1 ჭიქა წყალზე. ჩაალბეთ ქსოვილი 5 წუთით, შემდეგ გაავლეთ ნიშადურის წყალხსნარში და გარეცხეთ საპნიანი წყლით. სასურველია, თავიდან შეამოწმოთ მჟავის გავლენა ქსოვილის შეუმჩნეველ ადგილზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს