კიტრის ფოთლოვანი (არაფესვური) გამოკვება და როგორ გავაკეთოთ წარმატებულად

615

არაფესვური ან ფოთლოვანი გამოკვება ნებისმიერი მცენარისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტრადიციულისგან ცოტათი თუ განსხვავდება, უბრალოდ ზოგჯერ პულვერიზატორი დაგჭირდებათ, რომ სითხე ფოთლის მთელ ზედაპირს არ მოხვდეს.

ფოთლოვანი მეთოდი არა მხოლოდ მცენარის გამოსაკვებად, არამედ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების, სოკოების და მავნე მწერებისგან დასაცავად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახეობის მცენარეს, მაგალითად, უფესვოს, არსებობა მხოლოდ მორწყვის პირობებში შეუძლია. თუმცა დღეს არა მათზე, არამედ მშობლიურ და გემრიელ კიტრზე გესაუბრებით.

ფოთლოვანი გამოკვება

გამოკვების დრო

როდის სჯობს კიტრის არაფესვურად გამოკვება?

  1. აღმონაცენების გაჩენიდან 2 კვირის შემდეგ.
  2. როცა აყვავილდება.
  3. მოსავლის აღების დროს, რომ მათი ნაყოფიერება გაიზარდოს და გახანგრძლივდეს.

ფოთლების გამოკვება დამატებითი კვების უცვლელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კიტრს მინერალების დეფიციტი აწუხებს. მხედველობაში გვაქვს ისეთი ელემენტები, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, ბორი, კალციუმი ან მანგანუმი. მათი შეყვანა სჯობს დანამვის მეთოდით, რომ მცენარე სწრაფად გაჯერებული გახდეს.

რით გამოკვებოთ

შარდოვანა

შარდოვანას აზოტზე დაფუძნებულ სასუქს უწოდებენ. ამ სასუქით კიტრის პირველ არაფესვურ გამოკვებას ასრულებენ, რომ ყლორტები და ფოთლები სწრაფად და კარგად გაიზარდოს. შარდოვანას ხსნარი რომ მოამზადოთ, 7 გრ შარდოვანა 5 ლ წყალში გახსენით.

ბორის მჟავა

მას კიტრის ყვავილობის დასაჩქარებლად, ნასკვების გასაზრდელად, ნაყოფის გემოს გასაუმჯობესებლად და დაავადების მიმართ გამძლეობისთვის იყენებენ. ხსნარი ასე მზადდება: 1 ლ თბილ წყალში 1 გრ ბორის მჟავა და რამდენიმე კრისტალი კალიუმის პერმანგანატი გახსენით.

სუპერფოსფატი

ამ სასუქის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, გოგირდი და კალციუმი. მას ფესვების და ყვავილების ნორმალური განვითარებისთვის იყენებენ. სასუქი წყალში ცუდად იხსნება, ამიტომ თავდაპირველად კონცენტრატი მოამზადეთ. 2 ს/კ სუპერფოსფატს 1 ჭიქა ძალიან ცხელი წყალი დაასხით და 24 საათით გააჩერეთ. გამოყენების წინ 70 მლ ნარევი 5 ლ წყალში გახსენით.

კალციუმის ნიტრატი

ეს სასუქი ამინდის მკვეთრი ცვლილებების დროს კარგად რეაგირებს და მცენარის სტრესის მიმართ გამძლეობას ზრდის. ამის წყალობით კიტრი გემრიელი ხდება და უკეთ ინახება. მის მოსამზადებლად 10 გრ კალციუმის ნიტრატი 5 ლ წყალში გახსენით.

ხალხური მეთოდები ფოთლოვანი გამოკვებისთვის

სხვადასხვა ბალახების ნაყენი. ბევრი მკვებავი ელემენტი აქვს, მას ნაცროვანი სოკოს პროფილაქტიკისთვის იყენებენ.

ხის ნაცრის ნახარში. საუკეთესო უნივერსალური სასუქი. ფერფლის შემადგენლობაში მაკრო და მიკროელემენტები შედის, რომლებიც მცენარეს სასარგებლო ნივთიერებებით ამდიდრებენ.

ხახვის ფურცლების ნაყენი ან ნახარში. ფურცლები ბიოლოგიურად აქტიური, ორგანული და მინერალური ნივთიერებებით მდიდარია. საშუალებას იმუნური სისტემა ტონუსში მოყავს და დაავადების მიმათ წინააღმდეგობის უნარს ზრდის.

დამპალი თივის ნაყენი. ამ ნაყენით კიტრის ნაყოფიერების სეზონს აგრძელებენ და მცენარეს სოკოს დაავადებისგან იცავენ.

ასეთი მეთოდი სათბურებში სავსებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

უსაფრთხოება

არსებობს წესი, რომელიც სასუქებთან მუშაობის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

  1. როცა სასუქს ამზადებთ, ინსტრუქციის მიხედვით აბსოლუტურად ყველა მანიპულაცია შეასრულეთ.
  2. გამოსაკვებად მხოლოდ ახალ მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ.
  3. გამოკვება ღრუბლიან ამინდში ან გვიან საღამოს ჩაატარეთ.
  4. კიტრის ნაყოფიერების პერიოდში უპირატესობა ნატურალურ სასუქს მიანიჭეთ.
  5. ქიმიურ სასუქებთან მუშაობისას პირადი ჰიგიენა დაიცავით და დამცავი საშუალებები გამოიყენეთ.
  6. გამოყენების შემდეგ ჭურჭელი ძლიერი სარეცხი საშუალებებით აუცილებლად კარგად გარეცხეთ.

როგორც ხედავთ, კიტრის უხვი მოსავლის მისაღებად ცოტა შრომა და გარჯა საჭიროა, მაგრამ ყველაფერი ხომ ამისთვის კეთდება!

„პაპარაცი“ გირჩევთ, რომ ქიმიური საშუალებების გამოყენებით რაც შეიძლება დიდი, ხრაშუნა კიტრის გაზრდა მიზნად არ დაისახოთ. უკეთესია, როცა ბავშვები ნაყოფის გემოთი და არომატით ტკბებიან და თქვენ მის ნატურალურობასა და უსაფრთხოებაზე არ ნერვიულობთ. ყველაფერი მაქსიმალურად გონივრულად და ეკოლოგიურად გააკეთეთ, სხვა ყველაფერში კი ჩვენ დაგეხმარებით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს