როგორ გავწმინდოთ ფანჯარა სწრაფად და ჩვეულებრივ მეთოდზე უკეთ

4871

თბილ მზიან დღეებში ფანჯარაზე თითოეული მტვერი ნათლად ჩანს. ფანჯრებს ჩვეულებრივ შემოდგომასა და ზაფხულზე წმენდენ. დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, რომელი საშუალებებით და როგორ გაწმინდოთ ფანჯარა ისე, რომ მასზე ლაქები არ დარჩეს.

თითოეულ დიასახლის ფანჯრის წმენდის საკუთარი მეთოდი აქვს. სპეციალური საშუალებებით საქმის იდეალურად შესულება ყოველთვის შესაძლებელი არაა. დღეს გიზიარებთ მოქმედ თვითნაკეთ საშუალებებს, რომლებიც ფანჯრის სისუფთავეს დიდხანს შეინარჩუნებენ და დაბინძურებას ეფექტურად გამოუკლავდებიან.

როგორ გავწმინდოთ ფანჯარა სწორად

პირველ რიგში, წარმატებული დღე უნდა აირჩიოთ. ფანჯრის წვიმიან ან ქარიან ამინდში გაწმენდა უაზრობაა. ჩვენი ბებიები და დედები გაზეთებს აგროვებდნენ, ჩვეულებრივ საპნიან ხსნარს აკეთებდნენ და ფანჯრებს იდეალურად წმენდნენ. სწორედ გაზეთით თავიდან იშორებდნენ ლაქებს და ფანჯრებს ბზინვარებამდე წმენდნენ.

ახლა მაკულატურა არც ისე ბევრია. სამაგიეროდ, უამრავი ნივთია მიკროფიბრის ჩვრების, ფანჯრების საფხეკების, მაგნიტური ჯაგრისების, მოწყობილობების და ყველა შესაძლო სარეცხი საშუალების სახით.

ამ სიიდან გამოსაყოფია მიკროფიბრის ჩვრები – ასეთი მრავალჯერადი ჩვრები ლაქებს კარგად წმენდენ და ზედაპირზე ნაკაწრებს არ ტოვებენ, რადგან მათ ხშირად მანქანების საწმენდად იყენებენ, ფანჯრის საფხეკი ჭუჭყს კარგად აშორებს. ამ იაფი მოწყობილობებით სახლში სისუფთავის დამყარება შეიძლება. რაც შეეხება ეფექტურ სარეცხ საშუალებას, გირჩევთ ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან ერთ–ერთი გამოიყენოთ.

ფანჯრის წმენდა გლიცერინით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ხუფი თეთრეულის კონდიციონერი
  • 100 მლ თბილი წყალი
  • 1 ს/კ გლიცერინი
  • საწმენდი ჩვარი
  • ფანჯრის საფხეკი

გამოყენება:

  1. ერთი ხუფი თეთრეულის კონდიციონერი პლასტმასის ჭურჭელში ჩაასხით და თბილ წყალში გააზავეთ.
  2. საპნიან ხსნარს გლიცერინი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. ხსნარი 15 წუთით დააყენეთ, შემდეგ ფანჯრების წმენდა დაიწყეთ.

საკმარისია ჩვარზე რამდენიმე წვეთი საშუალება დააწვეთოთ, შემდეგ ფანჯრები გაწმინდეთ. რა თქმა უნდა, სჯობს ფანჯარა ჯერ სველი ჩვრით გაწმინდოთ, რომ ჭუჭყის ფენა მოაშოროთ, შემდეგ კი საშუალება გამოიყენოთ. გლიცერინის წყალობით მტვერი მინას არ მიეკვრება და ფანჯარა დიდხანს სუფთა დარჩება.

ფანჯრის წმენდა ძმრით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • 500 მლ წყალი
  • 70 მლ ძმარი

გამოყენება:

  1. ძმარი, წყალი და სარეცხი საშუალება აურიეთ.
  2. ხსნარი სპრეი ბოთლით ფანჯარას შეასხით და ჩვრით გაამშრალეთ. ასეთი საშუალება არა მხოლოდ ფანჯრების გაწმენდაში დაგეხმარებათ, არამედ ქინქლებს დააფრთხობს, რომლებიც ფანჯრებს ეკვრებიან და მთელ ხედს აფუჭებენ.

ფანჯრების წმენდა ნიშადურის სპირტით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ს/კ ნიშადურის სპირტი
  • 400 მლ წყალი

გამოყენება:

  1. ხელთათმანები და სასუნთქი აპარატი გაიკეთეთ, რადგან ნიშადურის სპირტს ძალიან მძაფრი სუნი აქვს. წყალი და ნიშადურის სპირტი აურიეთ.
  2. საშუალება ფანჯარას წაუსვით და რბილი ჩვრით ან სალფეთქით გაამშრალეთ.

ფანჯრის საწმენდი ბევრი საშუალება ნიშადურის სპირტს შეიცავს. ის ძლიერ ჭუჭყს უმკლავდება, ზედაპირს კარგ დეზინფექციას უტარებს და ფანჯრიდან ნიკოტინის ფირს აქრობს. ფანჯრების წმენდის შემდეგ შენობა კარგად გაანიავეთ.

ფანჯრის წმენდა სახამებლით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 ლ წყალი

გამოყენება:

  1. სახამებელი თბილ წყალში გააზავეთ, შემდეგ საშუალება ჭუჭყიან ფანჯარას წაუსვით.
  2. ხსნარს გაშრობა აცადეთ, შემდეგ რბილი ჩვრით გადაწმინდეთ, რომ სახამებლის კვალი მოაშოროთ. საშუალება ოპტიმალურია, თუ მძაფრი სუნების ატანა არ გაქვთ. ასევე შეგიძლიათ უმი კარტოფილის გამოყენება. კარტოფილი შუაზე გაჭერით და ფანჯარა ამით გაწმინდეთ. შემდეგ სახამებლის ნარჩენები ჩვრით მოაშორეთ.

როგორც ხედავთ, მაღაზიის სარეცხი საშუალებების ბევრი ალტერნატივა არსებობს და ზოგიერთი მათგანი მათზე ბევრად ეფექტურია. დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ არც ერთი საშუალება ფანჯარაზე ლაქებს არ ტოვებს. თქვენ უკვე გაწმინდეთ ფანჯარა ამ წელს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს