ქალწული ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანია. ამ ადამიანებს ხშირად აწუხებთ ეჭვი – შიგნიდან ღრღნით… ქალწულს უყვარს თავისი ქცევების განსჯა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომებს არ უშვებს. ამ რთული პიროვნების პერფექციონიზმის, წესრიგის, ცხოვრების კეთილმოწყობისა და კომფორტისადმი მისწრაფებას საზღვრების არ აქვს.
სწორედ ამიტომ, მას ყველაფერში ეპარება ეჭვი: როგორ გააკეთოს ყველაფერი საუკეთესოდ – ესაა დაუჯერებლად პრაქტიკული ქალწულების ფარული დევიზი. თუ ეცდებით, მათ გაგებას შეძლებთ. ყველაფრის აწონვისა და გააზრების მოყვარულთა ხასიათის თავისებურებების ცოდნით, მათთან მჭიდრო კავშირის დამყარებას შეძლებთ, რაც ურთიერთობის თითოეულ მონაწილეს მოუტანს სარგებელს.
სრული სიმართლე ქალწულების შესახებ
1. ქალწული ვერ იტანს კრიტიკას
თავად ქალწული კრიტიკული, მობუზღუნე და, ხშირად, გამაღიზიანებელი ნიშანია. თუმცა, ამ უსიამოვნო მოვლენას კარგი მხარეც აქვს: ეს იმიტომ, რომ იგი ცდილობს, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს! მუდმივად შენიშვნებს აფრქვევს, სიტუაცია რომ გამოასწოროს. ქალწულის კრიტიკა, ჩვეულებრივ, კონსტრუქციულია, თუმცა, უმეტესწილად, უხეში ფორმით გამოიხატება.
არასდროს გააკრიტიკოთ ქალწული ღიად. ამას სერიოზული კონფლიქტების, კამათისა და შურისძიების გამოწვევაც კი შეუძლია ნაზ ქალწულებში! თუ მისი შეცვლა გინდათ, რბილი იყავით. ეცადეთ, ადამიანი დააინტერესოთ კონსტრუქციული შეთავაზებით, ლოგიკური დასკვნებით. მოუყვანეთ მაგალითი, რომელიც დაეხმარება ქალწულს, თავისით მივიდეს იმ დასკვნამდე, რომელიც თქვენ გჭირდებათ.
2. ქალწული ძალიან მგრძნობიარეა
ხასიათის ცვლილებები, მუდმივი მერყეობა ერთიდან მეორე მხარეს ისეთი დამღლელია… განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, ეს ადამიანი შეიძლება მთელი დღე ნაღვლიანი და გაბრაზებულიც კი იყოს.
ნუ შეაწუხებთ ქალწულს, თუ იგი ცუდ ხასიათზეა. ხშირად, საყვარელი ქალწულების მგრძნობიარობა და ემოციური არასტაბილურობა საკუთარ თავზე შინაგანი მუშაობის გვერდითი შედეგია. იგი უკმაყოფილოა იმით, რაც გააკეთა, უნდა თავს ზემოთ ახტეს, რაც ყოველთვის არ გამოსდის. გაბრაზებული ქალწული სწრაფად დაუბრუნდება ნორმას, თუ შენიშნავს, რომ მას დიდად არ აქცევენ ყურადღებას. მიხედეთ თქვენს საქმეებს და იყავით მომთმენი – აცადეთ ქალწულს მარტო დამშვიდება.
3. ქალწულს არ უყვარს უკიდურესობა
იგი ვერ იტანს უცხო ძლიერ ემოციებს, ქალწული მამაკაცებისთვის ცრემლი ნამდვილი წითელი ჩვარია. გონების სიფხიზლე ნებისმიერ ქალწულში იწვევს პატივისცემის შეგრძნებას, გამოავლინეთ იგი ბოლომდე.
თუ გინდათ, ქალწულში აღფრთოვანება და პოზიტიური შთაბეჭდილება გამოიწვიოთ, დაივიწყეთ უკიდურესობის შესახებ. ნუ გაგიხარდებათ ძალიან მკვეთრად, ნუ განსჯით, ნუ იქნებით კატეგორიული.
4. ქალწული შემოქმედებითია
ქალწულთა უმეტესობა ხელოვანია. კრეატიულია ცხოვრებაში, სამსახურში, სიყვარულში! იგი ნებისმიერ რამეს მხატვრული თვალით უყურებს, ჩვეულებრივ, მას მოხერხებული ხელები აქვს, რაც საშუალებას აძლევს, არაფრისგან შედევრი შექმნას. ქალწული იდეალური დამხმარე იქნება ნებისმიერ საქმეში, როგორც სახლში, ისე სამსახურში.
აღნიშნეთ ქალწულის შემოქმედებითი უნარები. გულწრფელად აღფრთოვანდით იმით, რაც გააკეთა, და მას ძალიან დაუახლოვდებით. ქალწულისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შექება, იმის დასამტკიცებლად, რომ სწორ გზაზე დგას და დროს ტყუილად არ ხარჯავს.
5. ქალწული ნამდვილი ადამიანია
შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ამ ნიშნის გარშემომყოფებისადმი მეტისმეტი მოთხოვნილების, მკაცრი განსჯის უნარის შესახებ. ქალწული შეიძლება მიდრეკილი იყოს ცვლილებების, ეგოიზმისკენ, თუმცა, ამავდროულად, აგრძელებს სხვების შეფასებას სამართლიანი წესებით. რატომ? ამ ნიშანს უზარმაზარი ქალური ენერგია აქვს, მგრძნობიარე და ღიაა ყველაფრისადმი.
ქალწულის ადამიანობა მთავარი კოზირია მათთან ურთიერთობისას. თუ თანაგრძნობას გამოიწვევთ და ქალწულის სულიერ ჭრილობებს მისწვდებით, დაარწმუნებთ, მოიქცნენ ისე, როგორც თქვენ გსურთ. იპოვეთ ინდივიდუალური მიდგომა თქვენს ქალწულ მეგობართან და ერთი შეხედვით ყველაზე ხელმიუწვდომელი ოცნებებიც კი რეალობასთან მოვა ახლოს.
ქალწულების გრძელსულოვნება და სიკეთე გვაიძულებს, უფრო მეტად გვიყვარდეს ისინი. თავდადებული შრომისმოყვარე, სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული, ლამაზი და ხარისხიანი ნივთების დამფასებელი ადამიანები ჩვენ შორის არიან. ქალწულებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მათი პერფექციონიზმი გვეხმარება უკეთესობისკენ შეცვლაში.
ამ ნიშნის ცხოვრებისადმი არასტანდარტული მიდგომა ფასდაუდებელი განძია სხვებისათვის. ურთიერთობების ეს საიდუმლოები დაგეხმარებათ ქალწულებთან დამეგობრებაში, რაც არც ისეთი რთულია, როგორც ჩანს.