ითვლება, რომ ქალის ხასიათი ცვალებადი, არაპროგნოზირებადი რამაა და მასში გარკვევა შეუძლებელია. ეს მცდარი შეხედულებაა. არსებობს ერთი გზა იმის გასარკვევად, თუ როგორი ქალია თქვენ წინაშე – ამისთვის მხოლოდ მის სახეს უნდა დააკვირდეთ. ქალის ტუჩები უსიტყვოდ გვიამბობს მის შესახებ ძალიან ბევრს. ახლა ჩვენი რედაქცია სწორედ ამ საკითხში გაგარკვევთ.
ქალის ხასიათი
გთავაზობთ ტესტს, რომელიც ხასიათს ტუჩების ფორმის მიხედვით განსაზღვრავს. უპირველეს ყოვლისა, რა თქვა უნდა, ეს საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ. დააკვირდით ნახატს და აირჩიეთ, რომელი ფორმა ჰგავს ყველაზე მეტად თქვენს ტუჩებს. ახლა კი წაიკითხეთ თქვენ შესახებ!
1. ავანტურისტი
კოლექტიური და მომხიბლავი ქალი ხართ. თავგადასავლების გარეშე თქვენი ცხოვრება წარმოუდგენელია – თქვენი არსი ამაში მდგომარეობს. ხშირად, თქვენ დაუფიქრებლად იქცევით, თუ საჭიროა, ცივსისხლიანიც ხართ. თქვენთან არავინ არასდროს მოიწყენს.
2. გამოუსწორებელი ოპტიმისტი
თქვენ არამხოლოდ ოპტიმისტი, არამედ ოპტიმიზმის სრულყოფილი ხორცშესხმა ხართ.სამყაროს სიკეთის ფარდის გავლით უყურებთ და ყოველთვის რაღაც კარგს ეძებთ. ხანდახან, ადამიანებზე ასეთი შეხედულება უსიამოვნო სურპრიზებს გიწყობთ, თუმცა, დიდხანს დარდი არ გახასიათებთ, ამას სწრაფად ივიწყებთ და ყველაფერი თავიდან იწყება. არ გადაუხვიოთ ამ გზიდან!
3. საუკეთესო მეგობარი
მიმზიდველი და მომხიბლავი ქალბატონი ხართ. ადამიანები უბრალოდ ვერ უძლებენ თქვენს შარმს და მუდმივად სურთ თქვენთან ურთიერთობა. ამიტომაც გყავთ ამდენი მეგობარი და ნაცნობი. თავადაც გიყვართ საუბარი და არასდროს ამბობთ უარს ახალ ნაცნობობაზე. თუმცა, გარშემომყოფებზე ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავთ. არ დაგავიწყდეთ თქვენი თავი.
4. ამბიციური კარიერისტი
მტკიცე ნებისყოფის პატრონი ხართ. ამასთან, უკიდურესად ამბიციური ბრძანდებით, მუდმივად მიისწრაფვით ახალი მწვერვალების დაპყრობისკენ. თქვენ ყველაფერი საუკეთესო გჭირდებათ, თანაც ბევრი. მისწრაფება კარგია, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ნუ გადაუვლით სხვებს თავზე, საკუთარი მიზნების მისაღწევად.
5. ინტელექტუალი
დაუჯერებლად გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება გაქვთ. მოქნილი, სწრაფი და პრაგმატული აზროვნება გაქვთ. თქვენს არსენალში მილიონ ერთი იდეაა, რომელთა განხორციელებაც გსურთ. არამგონია, ვინმემ თქვენზე უკეთესი მეგობარი იპოვოს. თქვენი აზრები ყოველთვის სუფთაა, ზრახვები კი – გულწრფელი.
6. სიყვარულის მაძებარი
სიყვარული თქვენი სიცოცხლის აზრი, თქვენი შინაგანი არსი და დანიშნულებაა. თქვენს გულში ეს ნათელი გრძნობა ყოველთვის დევს, მისი გაზიარება კი თქვენთვისვე აუცილებელია. გჭირდებათ ვიღაცის სიყვარული და სანაცვლოდაც იმავეს მიღება. თქვენი გრძნობები გულწრფელი და სუფთაა. თუმცა, თქვენ საშინლად გეშინიათ მარტო დარჩენის, რაც, ადრე თუ გვიან, საშინლად გატკენთ გულს.
7. ეგოისტი
საკუთარი თავისა და სიამოვნებისთვის ცხოვრობთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხართ. გაქვთ სიყვარულისა და სხვებზე ზრუნვის უნარი, თუმცა საკუთარი კომფორტი თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. გიჟდებით სასიამოვნო წვრილმანებზე, ისინი თქვენს ცხოვრებას ჰარმონიულ და სწორ დანიშნულებას აძლევს. მდიდარი და რთული შინაგანი სამყარო გაქვთ, ამიტომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში ჰარმონია სუფევდეს.
8. იდეალური ცოლი
თავდაუზოგავი, უანგარო ქალი ხართ. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ოჯახია. ზრუნავთ ყველასა და ყველაფერზე, ცხოვრობთ სხვებისთვის და მზად ხართ, საკუთარი თავი უთვალავჯერ გასწიროთ, ოღონდ სხვები იყვნენ კარგად. ახლობლებისთვის სიკეთე და სიხარული მოგაქვთ, თქვენ უყვარხართ, რაც გაბედნიერებთ.
9. ვარსკვლავი
გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუ სადმე ჩნდებით, ყველაზე უფრო მკვეთრად უნდა ანათებდეთ. მისდევთ მოდას, გიყვართ ლამაზი ტანსაცმელი, მკვეთრი მაკიაჟი და თავბრუდამხვევი ვარცხნილობები. ნამდვილი ვარსკვლავი ხართ, მეტი რაღა უნდა ვთქვათ…
აბა, დაემთხვა აღწერა? როგორი ხასიათი გაქვთ თქვენ?