გიყვართ ზეთისხილი? მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ არსებობს არამხოლოდ მწვანე, არამედ შავი კენკრაც, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი იცით. რა ხდის ამ პროდუქტს ნახშირივით შავს? რამდენად ახდენს ეს გავლენას გემოზე? ან ჯანმრთელობაზე? ჩვენი რედაქცია შავი ზეთისხილის საქმეს ხსნის.
იტალიელებს ასეთი გამონათქვამი აქვთ: “ჯანმრთელი რომ იყო, დღეში 7 ზეთისხილი მაინც უნდა ჭამო”. სამწუხაროდ, ქილებით შეძენილი შავი პროდუქტის შემთხვევაში, ეს ყველაფერი პირიქითაა: ჯანმრთელი რომ იყო, დღეში არაუმეტეს 7 ასეთი ზეთისხილი უნდა ჭამო.
რატომაა მავნე შავი ზეთისხილი
მწვანეა თუ შავი, ორივე ზეთისხილია. თანაც, მწვანე ზეთისხილი! უბრალოდ, ერთ-ერთ მათგანს კრეფენ და ყიდიან ჯერ კიდევ სიმკვახის ეტაპზე, ხოლო მეორეს – პირიქით. ეს კენკრის რკინის გლუკონატით დაჟანგვის მეთოდით კეთდება. ეტიკეტზე იგი Е579 სტაბილიზატორის სახელითაა მითითებული. ზეთისხილი შავდება და იჟღინთება ამ ნივთიერებით, თუმცა, ამით ისინი არ მწიფდება, უბრალოდ რბილდება. აგრეთვე, ზეთისხილი იძენს დამახასიათებელ სპეციფიკურ გემოს.
ამ პროდუქტის გემო ნამდვილთან ახლოსაც კი ვერ მიდის. ამასთან, მწიფე ზეთისხილი ყოველთვის რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს, ხოლო სუროგატი კარგ მწვანე კენკრაზე უფრო იაფია. რატომ აკეთებენ ამას?
ზეთისხილის დაკონსერვების ტექნოლოგია ძალიან ძველია, რამდენადაც მათ საკვებად მრავალი საუკუნით ადრეც იყენებდნენ. საქმე ისაა, რომ ზეთისხილის მოკრეფის შემდეგ, მოსავალი დიდხანს უნდა გაჩერდეს მარილის ხსნარში, სიმწარე რომ მოშორდეს. ამიტომ, საბოლოო პროდუქტი გაცილებით გვიან მიიღება. მწიფე ზეთისხილისთვის ეს პროცესი 3, ხოლო მწვანესთვის – არანაკლებ 6 თვე გრძელდება.
ამ პროცესის დასაჩქარებლად, მწარმოებლები ხელოვნურად აძველებენ ნაყოფს. ქიმიური რეაქცია სულ რამდენიმე დღით გრძელდება, ასე მიღებული შავი ზეთისხილი კი დიდხანს ინახება. მწიფე ნაყოფთან გარეგანი მსგავსება თითქმის არ შეინიშნება, ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ მწიფე ზეთისხილია.
შავი ზეთისხილის ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ესპანეთი ითვლება. აშშ-ში ასეთ შავ ნაყოფს კალიფორნიულს უწოდებენ. იტალიელებმა კი იციან, როგორ გაასხვავონ ყალბი ნამდვილი შავი ზეთისხილისგან, რომლებიც ხეზე ბუნებრივად დამწიფდა.
- ჩვეულებრივ, მწიფე ზეთისხილი ზომით უფრო დიდია. სახეობაზეა დამოკიდებული, თუმცა ლოგიკურია, რომ ახალგაზრდა ნაყოფი ზომით პატარა იქნება;
- კარგი ზეთისხილი, როგორც წესი, მარილის ხსნარშივე იყიდება;
- ძალიან ხშირად, მარინადში ლიმონი და სანელებლებიცაა დამატებული.
- მოერიდეთ კონსერვისქილებში შეფუთულ პროდუქტს;
გემოს გარდა, რომელიც ნატურალურს მკვეთრად ჩამორჩება, შავი ზეთისხილი გამოირჩევა დიდი რაოდენობით რკინის შემცველობით. ჰემოგლობინის ნორმალური დონის მქონე ადამიანს სწორედ ამდენი სჭირდება დღიურად. პროდუქტის ჭარბი მოხმარება იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და ტკივილებს. ასეთ პროდუქტში მკვებავი ნივთიერებებიც გაცილებით ნაკლებია.