ჩვეულ დღეებში ოჯახის წევრები რომ გავახარო, ბლინებს „საოცრება“ რძეზე ვაცხობ, შემდეგ მოხარშულ კრემს ვაკეთებ. ასეთი დესერტი მარტივად მზადდება, მის გემოს კი სიტყვებით ვერ აღწერთ. ეს უნდა სცადოთ!
ასეთი ბლინი იდეალურია ოჯახური ჩაის სმის დროს ან საუზმეზე ფინჯან ყავასთან ერთად. სასიამოვნო ტკბილი დილა ნამდვილად გარანტირებული გექნებათ! ცალკე აღსანიშნავია, რომ მოხარშული კრემის მომზადების მეთოდი – ამ რეცეპტით ყოველთვის გამოგივათ.
ბლინების ცომი რძეზე
დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ბლინები მოხარშული კრემით. დახვეწილი ტკბილეული!
ინგრედიენტები ბლინისთვის
- 500 მლ რძე
- 200 გრ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- ვანილი გემოვნებით
ინგრედიენტები მოხარშული კრემისთვის
- 500 მლ რძე
- 3 ს/კ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 70 გრ კარაქი
- 200 გრ შაქარი
მომზადება:
1. ბლინების მოსამზადებლად ღრმა თასში რძე, ფქვილი, კვერცხი და მცენარეული ზეთი კარგად აურიეთ. შემდეგ შაქარი, გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი და ვანილი დაუმატეთ. მიქსერით ათქვიფეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.
2. ტაფას ზეთი წაუსვით და საშუალო ცეცხლზე გაახურეთ. ბლინები ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
3. მოხარშული კრემის მოსამზადებლად კარაქი ათქვიფეთ. ცალკე თასში კვერცხი, შაქარი და ფქვილი ხელით ან მიქსერით აურიეთ.
4. ქვაბში რძე გააცხელეთ, შემდეგ ათქვეფილი ნარევი დაუმატეთ. მუდმივად აურიეთ და გასქელებამდე მიიყვანეთ. მომზადების შემდეგ ნარევი ცეცხლიდან გადმოდგით და გასაგრილებლად გააჩერეთ. გაგრილებული კრემი კარაქთან ერთად ჰაეროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
5. თითოეულ ბლინს ნახევარი სუფრის კოვზი კრემი წაუსვით. შემდეგ თითოეული კრემის კუთხეში 2 ს/კ კრემი დაუმატეთ და ფრთხილად დაახვიეთ.
6. ესეც ასე, ბლინები მოხარშული კრემით მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ასეთი დახვეწილი ტკბილეული შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრაზე ღირსეულად გაიტანოთ. ტკბილი ბლინი მოხარშული კრემით აუცილებლად მოამზადეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვინც გასინჯავს, ამ ნაზი დესერტით უბრალოდ აღფრთოვანებული დარჩება!