რატომ ირჩევენ ახალგაზრდა დიასახლისები სილიკონის ღრუბელს ჩვეულებრივის ნაცვლად

0
454

დიასახლისები პოროლონის ღრუბელს სულ უფრო და უფრო ხშირად სილიკონის ღრუბლით ანაცვლებენ. გასაკვირი არაა, რადგან მწარმოებლები აცხადებენ, რომ ის ადვილად ირეცხება და ბაქტერიების გამავრცელებელი ადგილი არ ხდება. „პაპარაცმა“ გაარკვია, სინამდვილეში ასეა თუ არა და რამდენად მოსახერხებელია სილიკონის ღრუბელი პრაქტიკაში.

სილიკონის ღრუბელი

უმეტესობა ჩვენგანი რბილ პოროლონის ღრუბელს იმაზე უფრო დიდხანს იყენებს, ვიდრე საჭიროა. იცით თუ არა, რომ ის ყოველ კვირას უნდა გამოცვალოთ? ჩვენ კი მას თვეობით ვიყენებთ და უფრო დიდხანს, სანამ ღრუბელი უფორმო და სუნიანი არ გახდება. სწორედ ამიტომ, ალტერნატივის სახით სუპერმარკეტები სილიკონის ღრუბელს გვთავაზობენ.

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ საკვები სილიკონის ღრუბელი ცხიმიანი და წებოვანი არასდროს გახდება, ხოლო მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დაშვებულია. მისი დახმარებით ჭურჭელი შეგიძლიათ სარეცხი საშუალების გარეშე გარეცხოთ. ეს ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა შეძენამდე სჯობს ამ საშუალების ყველა ნაკლი და უპირატესობა კარგად განიხილოთ.

სილიკონის ღრუბლის ნაკლი

  1. სილიკონის ღრუბლის ზედაპირი ძალიან რბილია, ამიტომ ხელში მისი დაჭერა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ღრუბელი სველი და რბილია. შედეგად, ჭურჭლის რეცხვის პროცესი ნელდება.
  2. ასეთ ღრუბელზე ბაქტერიები თითქმის არ ჩერდება, რადგან მას ფორებიანი სტრუქტურა არ აქვს. მედალს მეორე მხარეც აქვს: ჭურჭლის სარეცხი საშუალება მყისიერად ირეცხება, ამიტომ ხარჯი იზრდება.
  3. სილიკონის ღრუბლით სუფრის აქსესუარების გარეცხვა მოუხერხებელია. მთელი ენთუზიაზმი რამდენიმე წუთში სრულდება.
  4. ღრუბელი ახალ ჭუჭყს შესანიშნავად აშორებს, ხოლო ჩამჯდარ ჭუჭყთან გამკლავება უჭირს.
  5. ამ მიზეზით ქვაბის და ტაფის გაპრიალებას ვერ შეძლებთ.

სილიკონის ღრუბლის უპირატესობა

  1. სილიკონის ღრუბელი შესაგრძნებად ნამდვილად სასიამოვნოა.
  2. ერთ–ერთი მთავარი პლიუსი – სამუშაო ზედაპირის ჭუჭყთან და ონკანის კედლებზე ცხიმთან გამკლავება. სხვათა შორის, სააბაზანოს ნიჟარასაც შესანიშნავად წმენდს.
  3. სველი სილიკონის ღრუბელი ცხოველების ბეწვს დივანს და სავარძელს მარტივად აშორებს.
  4. ასეთი ღრუბელი ჭუჭყიანი წინდების, კოლგოტების გარეცხვაში ან ტანსაცმლიდან ლაქის ამოყვანაში დაგეხმარებათ.
  5. გარდა ამისა, სილიკონის ღრუბლით მაკიაჟის ფუნჯების გარეცხვა მოსახერხებელია.

დასკვნა

საკვები სილიკონის ღრუბლის ფასი მთელი შეფუთვა ჩვეულებრივი ღრუბლის ფასს აღემატება. ამასთან, სილიკონის ღრუბლის გამოყენება შეიძლება უფრო დიდხანს, მაგრამ სარეცხი საშუალების ხარჯი იზრდება. სწორედ ამიტომ, ეკონომიის საკითხი გაურკვეველია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოროლონის ღრუბელს ყოველდღე გადააგდებთ.

ჭურჭელი სჯობს პოროლონის ღრუბლით გარეცხოთ, მაგრამ სილიკონის ღრუბელი შეგიძლია სხვა მომგებიანი მიზნით გამოიყენოთ. მას შეუძლია ჩვრის და ქაღალდის პირსახოცის ჩანაცვლება. დამატებით, ჰიგიენურია, ყოველთვის კარგი სუნი აქვს, ადვილად ირეცხება, დიდხანს გემსახურებათ და არა მხოლოდ სამზარეულოში დაგეხმარებათ.

ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა: სილიკონის ღრუბელი სახლში ყოფნას იმსახურებს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს ნივთი შეუცვლელია. თქვენ რომელ ღრუბელს ანიჭებთ უპირატესობას? თქვენი მოსაზრება კომენტარებში თამამად გაგვიზიარეთ.