ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა დიდხანს გემსახურებათ, თუ მასზე სათანადოდ იზრუნებთ. სწორედ ამიტომ, სამზარეულოს დამხმარე არა მხოლოდ გამოიყენეთ, არამედ მასზე იზრუნეთ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაალღვოთ მაცივარი სწორად, რომ ყველი წესი დაიცვათ და მაცივარი არ დააზიანოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა კიდევ ბევრი წელი გემსახუროთ და პროდუქტები ტემპერატურის ცვლილებებისგან დაიცვათ.
როგორ გავალღვოთ მაცივარი სწორად
ალბათ, ზოგი იფიქრებს, თუ რა აზრი აქვს მაცივრის გალღობას. ასეთი პროფილაქტიკა დაგეხმარებათ ზედმეტი ყინულის მოშორებაში, რაც კომპრესორზე დატვირთვას შეამცირებს. ასე არა მხოლოდ მაცივრის სარგებლობის ვადას გაახანგრძლივებთ, არამედ ელექტროენერგიის მოხმარებას შეამცირებთ. ასევე სუფთა ტექნიკით სარგებლობა ბევრად უფრო სასიამოვნოა.
რამდენად ხშირად უნდა გავალღვოთ? ჩვეულებრივი მაცივარი წელიწადში 2-3-ჯერ უნდა გაალღოთ. ორიენტაცია კედლების მიხედვით გააკეთეთ. თუ კედლებზე საკმაოდ ბევრი ყინული და თოვლია წარმოქმნილი, დროა გალღობას შეუდგეთ.
რაც შეეხება თანამედროვე მაცივარს, რომელსაც ტექნოლოგია No Frost აქვს, მასში ყინული იშვიათად წარმოიქმნება. ყველაფერი იმიტომ, რომ აქ მუშაობას ჰაერის ცირკულაცია, რომელიც ზედმეტ ტენს აქრობს. შედეგად, ნაკლები ყინული წარმოიქმნება. თუმცა დრო და დრო ასეთ ტექნიკასაც გაწმენდა სჭირდება, წელიწადში ერთხელ მაინც.
რა გჭირდებათ მაცივრის გასალღობად
დაგჭირდებათ რამდენიმე ჩვარი და ცოტა მოთმინება. ასევე მოამზადეთ ადგილი, სადაც მაცივრიდან გამოღებულ პროდუქტს დროებით დაალაგებთ. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი წყლით სავსე სააბაზანო ან თერმოპაკეტები ყინულით. უკიდურეს შემთხვევაში პროდუქტები გრილ ადგილას შეინახეთ, სადაც მზის სხივები ვერ წვდება.
რით დავიწყოთ მაცივრის გალღობა
პირველ რიგში, მაცივარი ელექტროენერგიიდან გამორთეთ და ყველა კარი გააღეთ. პროდუქტი შესაფერის ადგილზე გადაიტანეთ. შემდეგ ყველა თარო, სტენდი, უჯრა და ა.შ. გამოიღეთ.
ახლა ლოდინი მოგიწევთ, სანამ მოწყობილობა გალღვება. პერიოდულად გალღობის პროცესში წარმოქმნილი წყლის მოწმენდა არ დაგავიწყდეთ. ჩვრები სწორედ ამისთვის გჭირდებათ.
კარგად გარეცხეთ როგორც მაცივარი შიგნიდან, ასევე დამხმარე ელემენტები, რომლებიც პროდუქტების შემდეგ გამოიღეთ. შემდეგ კარგად გაამშრალეთ და 1 საათით დატოვეთ: დაე, ბოლომდე გაშრეს. შეგიძლიათ მაცივარი ჩართოთ. პირველ რიგში, ნახევარი საათი ისე უბრალოდ მუშაობა აცადეთ. ყველა პროდუქტი მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიტანეთ.
შეიძლება თუ არა გალღობის დაჩქარებას
სჯობს არ იჩქაროთ. თუ პროცედურის სწრაფად ჩატარება გსურთ, შეგიძლიათ რამდენიმე ხრიკი გამოიყენოთ. მაგალითად, დიასახლისებმა მოიფიქრეს მაცივრის შიგნიდან თბილი წყლით დანამვა. ეს ყინულის გალღობას აჩქარებს. ამ მიზნით საყინულეში ცხელი წყლით სავსე სათბურას დებენ.
უფრო ცუდი მეთოდიც არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი ყინულს ფენით ადნობს. შედეგად ცხელი ჰაერი აშრობს და აზიანებს რეზინის სარქველებს. თავად ფენიც ასეთი დატვირთვის შემდეგ შეიძლება გადაიწვას. კატეგორიულად აკრძალულია ბასრი ინსტრუმენტების გამოყენება და ყინულის გატეხვის მცდელობა. ასე მხოლოდ ტექნიკას დააზიანებთ.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მარტივი რჩევები დაგეხმარებათ ყველაფერი მეცნიერულად გააკეთოთ და მაცივარი სწორად გაალღოთ. დაჟინებით გირჩევთ, რომ სხვადასხვა ხრიკებზე უარი თქვათ, გალღობა დააჩქაროთ, რადგან აქ შეიძლება მარტივად გადააჭარბოთ. სჯობს ყველაფერი აუჩქარებლად გააკეთოთ და თავდაჯერებული იყოთ, რომ თქვენი მაცივარი კიდევ დიდხანს გემსახურებათ. ასე არაა?