შინაურული ნაღების კრემი რძით. ვგიჟდები ასეთ მარტივ და ეკონომიურ რეცეპტებზე

1777

ცხიმიანი, სქელი ნაღებისგან ფუმფულა კრემი გამოდის, რომელსაც შეგიძლიათ 1 მუჭა კენკრა და გასაფორმებლად პიტნის ფოთლები დაუმატოთ და სუფრაზე როგორც დესერტი გაიტანოთ. ასეთ კრემს ნამცხვრების, სადღესასწაულო ტორტების და სხვა ნაწარმის მოსამზადებლად იყენებენ.

თუ ნაღების კრემი გიყვართ, მაგრამ მაღაზიაში მისი შეძენა არ გსურთ, „პაპარაცი“ გთავაზობთ შინაურული ტკბილეულის მარტივ რეცეპტს რძით და კარაქით.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ კარაქი
  • 200 მლ რძე
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება:

  1. კრემის მოსამზადებლად დაბალ ცხიმიანი (დაახლოებით 2%) რძე და კარაქი (72% ცხიმიანობა) აურიეთ.
  2. ნარევი სუსტ ცეცხლზე დადეთ, აურიეთ, კარაქს ბოლომდე გადნობა აცადეთ და დაუყონებლივ გაზიდან გადმოდგით. ნარევს ადუღების საშუალება არ უნდა მისცეთ.
  3. ნარევი ბლენდერით ან მიქსერით 5-10 წუთით ათქვიფეთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია მოწყობილობა.
  4. მას შემდეგ, რაც ზედაპირზე მყარი საფარი წარმოიქმნება, ნაღები შესანახ ჭურჭელში გადაიტანეთ და მაცივარში მინიმუმ 6 საათით გააჩერეთ.
  5. გაგრილებული ნაღები მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ და შაქრის ფხვნილი დაუმატეთ.

ასეთი კრემით გამოდის შესანიშნავი ეკლერი – კლასიკური დესერტი, რომელიც სუფრიდან წამებში ქრება, განსაკუთრებით სახლში მომზადებული. ეს ღირებული რეცეპტია! მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს