ინდოეთში ბაზილიკი ერთ-ერთი მთავარი წმინდა მცენარეა. თუ სახლში ფართობი საშუალებას იძლევა, 2-3 ბაზილიკის ბუჩქს განსაკუთრებულ ადგილს უთმობენ. დილით ქალები მცენარის წინ სპეციალურ კეთილდღეობის რიტუალს ატარებენ, ხოლო საღამოობით კანდელს უნთებენ. ითვლება, რომ ბაზილიკს ინფექციური დაავადებების განკურნება შეუძლია, ინდოეთში წყალს დეზინფექციასაც კი უტარებს.
ჩვენთან ბაზილიკი ასეთ პატივში არაა. მას ყველაზე ხშირად კერძებში არომატული დანამატის სახით იყენებენ, უფრო იშვიათად სასმელებში ამატებენ. ამ სურნელოვანი მცენარის შესახებ ძალიან ცოტამ რამ ვიცით! მაგალითად, იცით თუ არა, რაშია მდგომარეობა მწვანე და იასამნისფერი ბაზილიკის განსხვავება? დღეს „პაპარაცი“ ამის შესახებ გიამბობთ.
ბაზილიკის სახეობა
ბაზილიკის ათობით სახეობა არსებობს და თითოეულს თავისი განსაკუთრებული თვისება აქვს. ბაზილიკი ზეპირად ორ ჯგუფად იყოფა – მწვანე ან იასამნისფერი ფოთლების მქონე.
მწვანე ბაზილიკი პოპულარულია ევროპაში: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი. ამ ქვეყნებში ბაზილკს სალათებსა და ყველა ცივ კერძში, ასევე გამომცხვარ ნაწარმში იყენებენ. მზარეულები მცენარეს პიტნის არომატის და გამაგრილებელი გემოს გამო აფასებენ.
ბაზილიკი იტალიური სოუსის, პესტოს მთავარი ინგრედიენტია. მწვანე ფოთლები პომიდორს და ყველს შესანიშნავად ეთავსება. ცხელ კერძს ბაზილიკს ყველაზე ბოლოს უმატებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არომატს ძალიან სწრაფად დაკარგავს. ოხრახუშთან, ტარხუნასთან, ბეგქონდარასა და პიტნასთან ერთად ბაზილიკი შეიძლება თევზის ან ხორცის ევროპული კერძების მთავარი სურნელოვანი თაიგული გახდეს.
იასამნისფერ ბაზილიკს უფრო მეტად გაჯერებული და მძაფრი არომატი აქვს. ამის გამო კავკასიურ და აზიურ სამზარეულოში შეუცვლელია! ბაზილიკს ნებისმიერ ხორცს, ფრინველს, ბოსტნეულს და ყველს უმატებენ. კავკასიაში მწვანე ბაზილიკს იშვიათად ნახავთ. იასამნისფერი, განსაკუთრებით ხმელი სახით, ცხელი კერძებისთვის უფრო გამოდგება.
უზბეკეთსა და აზერბაიჯანში შესანიშნავ არომატულ ბაზილიკის ჩაის ამზადებენ, რომელიც ლიმონის ნაჭრის დამატების შემდეგ ნაზ ვარდისფერ ფერს იძენს. მწვანე ბაზილიკი ამისთვის არ გამოდგება! ცხელ სასმელს ხილთან და ტკბილეულობასთან ერთად მიირთმევენ.
ბაზილიკის სასარგებლო თვისებები
ორივე სახეობის ბაზილიკის შემადგენლობა თითქმის ერთნაირია. მცენარე A, C და K ვიტამინებით მდიდარია. K ვიტამინი სისხლის შედედების ფუნქცის მხარდასაჭერად და ნივთიერებათა ცვლაში ქსოვილების შესაერთებლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბაზილიკი იმუნურ სისტემას გაძლიერებაში ეხმარება, მიკრობებს და სოკოს ებრძვის, საჭმლის მონელებას სტიმულირებს და ჭიებს ანადგურებს.
ბაზილიკი პრაქტიკულად პირის ღრუში გაჩენილ ნებისმიერ დაავადებას უმკლავდება. ახალი ფოთლების დაღეჭვით პირის ღრუში ბაქტერიების 100% ქრება, სუნთქვა უფრო ჯანსაღი ხდება, გლანდები იკურნება, ღრძილები შუშდება და პაროდონტოზისგან დაცული ხდებით.
იასამნისფერი და მწვანე ბაზილიკი ორივე სქესის ადამიანისთვის აფროდიზიაკია. რომანტიკული ვახშმის მენიუში რამდენიმე კერძი ამ სანელებლით აუცილებლად ჩართეთ.
მასში შემავალი ეთერზეთები და ანტიოქსიდანტები თავისუფალ რადიკალებს ეფექტურად ებრძვიან, ამიტომ ბაზილიკი ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად შესანიშნავი დამხმარეა.
თუმცა მთავარი განსხვავება მაინც არსებობს! მეცნიერები თვლიან, რომ იასამნისფერი ბაზილიკი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა. თავის გაჯერებულ ფერს ანტიოქსიდანტის, ანტოციანინის შემცველობას უნდა უმადლოდეს. მათი რეგულარული მოხმარება ორგანიზმის უჯრედებს სიმსივნისგან იცავს.
ბაზილიკი გაჯერებული არომატის და ძლიერი სამკურნალო ეფექტის მქონე სანელებელია. მისი ბოროტად გამოყენება ორსული და მეძუძურე ქალებისთვის, ასევე დიაბეტის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების მქონე ადამიანებისთვის არ შეიძლება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.