ბებიაჩემი უკვე 87 წლისაა, მაგრამ ასაკის მიუხედავად ჯერ კიდევ მხნე და აქტიურია. კეთილი ქალი უბრალოდ დიდებული დიასახლისია. სხვადასხვა გემრიელობით შვილიშვილების გამასპინძლებაზე კი გიჟდება. ჩვენ ყველაზე მეტად მისი საფირმო ვაშლის პეროგი გვიყვარს. ერთხელ ამ სასწაული პეროგის საიდუმლო ვკითხე.
ბებიამ გემრიელი ვაშლის პეროგის რეცეპტი და დამატებით ახალგაზრდობის საიდუმლო გამიზიარა. მე კი თქვენ გიზიარებთ!
ვაშლის პეროგი კეფირზე
ინგრედიენტები:
- 3 ვაშლი
- 1 ჭიქა კეფირი
- 200 გრ მანანის ბურღული
- 150 გრ შაქარი
- 2 კვერცხი
- 1 ჩ/კ სოდა
- 20 გრ კაკაო
- 50 გრ კარაქი
მომზადება:
1. პატარა თასში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: მანანის ბურღული, შაქარი, კაკაო და სოდა. ცალკე კვერცხი კეფირთან ერთად ათქვიფეთ. კვერცხის ნარევი მშრალ ინგრედიენტებს აურიეთ.
2. ახლა კარგად აურიეთ და ცომი მოზილეთ. 20 წუთით გააჩერეთ, რომ მანანის ბურღული გასივდეს.
3. ამ დროში ვაშლი მოამზადეთ: შუაგულისგან გაწმინდეთ. თითოეული ვაშლი 8 ნაწილად დაჭერით. ქვაბში კარაქი გაადნეთ და აქვე ვაშლი მოათავსეთ. ცეცხლზე 10 წუთით გააჩერეთ, მუდმივად აურიეთ.
4. საცხობ ფორმაც ფოლგა დააფარეთ, კარაქი წაუსვით, შემდეგ ვაშლი მოათავსეთ. ზემოდან ვაშლს მზა ცომი დაასხით. პეროგი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით აცხვეთ. შემდეგ ცოტა გააგრილეთ, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ!
აი, როგორ ამზადებს ბებია ჩემს საყვარელ ტკბილეულს, უბრალო ვაშლის პეროგს. რეცეპტი ძალიან მსუბუქი და სწრაფია. ხარჯი მინიმალურია, მაგრამ გემო შეუდარებელი გამოდის. ჩემთვის ეს ბავშვობის გემოა, ასევე ბებიასთან ჩაის დალევის მოგონებები. სწორედ ასეთი ჩაის სმის დროს თავისი სილამაზის საიდუმლო გამიმხილა: „2 ჭიქა კეფირი ყოველდღე და ბევრი შვილიშვილი გვერდით, რომ გემრიელი პეროგით გამასპინძლებისთვის ვინმე გყავდეს“.
თქვენ რომელი რეცეპტი გახსენებთ ბავშვობას? თქვენი მოგონებები კომენტარებში გაგვიზიარეთ.