რატომ დებენ სარკეს საწოლის თეთრეულზე

1488

მასობრივი კარანტინის დროს პირად ჰიგიენაზე და სახლის სისუფთავეზე ზრუნვა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია (კერძოდ, ეს საწოლის თეთრეულის გამოცვლას ეხება). წინააღმდეგ შემთხვევაში სახლშიც ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ აყენებთ.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, რამდენად ხშირად უნდა გამოცვალოთ თეთრეული და რა უნდა იცოდეს ახალბედა დიასახლისმა რეცხვის შესახებ.

საწოლის თეთრეულის გამოცვლა

„ბევრი თვლის, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ თეთრეულის გამოცვლა საკმარისია. ამას ადასტურებს ერთი ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ლეიბების წარმოებაზე სპეციალიზდება. 25 წლამდე ასაკის გამოკითხული ახალგაზრდების 50%–ზე მეტი ამის ხშირად გაკეთებას საჭიროდ არ თვლის“ – გაოგნებული ამბობს მერი გაგლიარდი.

„პირადი ჰიგიენის მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება გულწრფელად არ მესმის. თემას რომ არ ჩავუღრმავდეთ, თუ ამას ჯანმრთელობისთვის რა ზიანის მოყენება შეუძლია, უბრალოდ ახალ თეთრეულში წოლა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ჭუჭყიან თეთრეულში“ – აღშფოთებული ამატებს ცნობილი სისუფთავის ექსპერტი.

თავის მხრივ, სალი ბლუმფილდი (ლონდონში ჰიგიენის სკოლის პროფესორი) ამბობს, რომ თეთრეულის გამოცვლის ოპტიმალური პერიოდი ერთი სრული კვირაა.

მაშინაც კი, თუ თეთრეული სუფთად გამოიყურება, 7 დღეში მასში საკმაოდ ბევრი კანის მკვდარი უჯრედები და ოფლი გროვდება. ეს სხვადასხვა პათოგენების გაჩენას იწვევს, რომლის მოშორებას მხოლოდ თეთრეულის სათანადოდ დამუშავების შემდეგ შეძლებთ.

სალი ბლუმფილდის თქმით, თეთრეულის სჯობს ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე გარეცხოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ბაქტერია მოკლათ. გარდა ამისა, თბილ სეზონზე სჯობს ზეწრები, ბალიშის პირები და გადასაფარებლები სუფთა ჰაერზე გააშროთ.

ხოლო სამსაათიანი დამატებითი განიავება თავდაპირველ სისუფთავეს დაუბრუნებს შუა კვირაშიც კი, როცა რეცხვის დრო და ძალა არ გაქვთ.

სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები თავიდან რომ აიცილოთ, სპეციალისტები გირჩევენ, თეთრეული უთოს დახმარებით დამატებით თერმულად დაამუშაოთ.

ბალიშებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. 2 კვირაში ერთხელ უთოთი დამატებით უნდა ორთქლით დაამუშაოთ, რომ მავნე მიკროორგანიზმები მოიშოროთ.

თვეში 2–3–ჯერ ლეიბის მტვერსასრუტით გადაწმენდა ზედმეტი არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე ჰაერის მაღალი ტენიანობა – კარგი მიზეზია, რომ თეთრეულის უფრო ხშირად გამოცვლაზე იზრუნოთ, რადგან სველ თეთრეულში პათოგენები და სოკოვანი ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე მშრალში.

თეთრეულზე ტენის არსებობა შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვეულებრივი სარკით – უბრალოდ თეთრეულზე დადეთ, გადასაფარებელი გადააფარეთ და 5 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ სარკე აიღეთ. დაორთქლილი მინა ცხადი ნიშანია, რომ თეთრეული სასწრაფოდ უნდა გააშროთ.

ესეც ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, რომ საკუთარ თავს და ახლობლებს ძლიერი და ჯანსაღი ძილი უზრუნველყოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს