წლების მატებასთან ერთად დაბერების პირველი ნიშნები, განსაკუთრებით თვალების და ტუჩის ირგვლივ გარდაუვალად ჩნდება. ეს ექსპრესიული ხაზები კოლაგენის გამომუშავების შემცირებასთან არის დაკავშირებული.
სახის მოვლის მარტივი წესების და მაკიაჟის დახმარებით წვრილი ნაოჭების გამოვლენას შეაფერხებთ, ხოლო უკვე არსებულ ნიშნებს კარგად შენიღბავთ.
1. კანის სწორი მოვლა
ზრდასრული კანის მოვლის პროცედურებს უფრო დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, ვიდრე ახალგაზრდას. ყოველ ღამით კანი კარგად გაიწმინდეთ, მაკიაჟის და ჭუჭყის ყველა კვალი მოიშორეთ.
თუ თქვენს კანს სიმშრალისკენ მიდრეკილება აქვს, ზეთოვანი, დელიკატური პროდუქტი აირჩიეთ. სკრაბი ან გომაჟის გამოყენება არ დაგავიწყდეთ, კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც გამოიყენეთ.
მკვდარი უჯრედების მოშორება კანს უფრო რბილს და თანასწორს ხდის. ძილის წინ ანტიოქსიდანტებით მდიდარი (C ან A ვიტამინი) კრემი ან შრატი წაისვით. ანტიოქსიდანტები პირველი ნაოჭების შესაფერხებლად იდეალური საშუალებაა.
2. დატენიანება არ დაგავიწყდეთ
ძირითადი საშუალების წასმამდე თქვენი კანის ტიპის შესაბამისი დამატენიანებელი კრემის ან პრაიმერის წასმა არ დაგავიწყდეთ. ის ზრდასრული კანისთვის იდეალური საშუალებაა. მაკიაჟის წასმამდე ერთგვაროვან ზედაპირს ქმნის.
3. ზომიერება მაკიაჟში
დაბერების ნიშნების მძიმე ბაზით შენიღბვა არასდროს სცადოთ, რადგან ასე მათ ხაზს უფრო მეტად გაუსვამთ. მსუბუქი მაკორექტირებელი და დამატენიანებელი თვისებების მქონე საშუალებები გამოიყენეთ. თუ მკრთალი სახის ფერი გაქვთ, ძალიან ღია ფერებს მოერიდეთ, სჯობს 1-2 ტონით მუქი აირჩიოთ, რომ სახეს ჯანსაღი იერი მიანიჭოთ.
4. კონსილერი ეკონომიურად გამოიყენეთ
სიწითლის ან მუქი წრეების შესანიღბად კონსილერი სიფრთხილით გამოიყენეთ, რომ თვალის ირგვლივ ნაოჭების გაჩენა თავიდან აიცილოთ.
თუ კრემოვან პროდუქტს იყენებთ, მცირე რაოდენობა თითის ბალიშებით საჭირო ადგილას წაისვით და ფრთხილი რეტუშირება გაიკეთეთ.
5. თვალზე აქცენტი
უკვე გაჩენილი ნაოჭებიდან ყურადღების გადასატანად თვალზე აქცენტი გააკეთეთ. ძალიან მუქი ფანქრის გამოყენებას მოერიდეთ. მსუბუქი და რბილი მაკიაჟი გამოიყენეთ. მაგალითად, ყავისფერი ფანქარი და რამდენიმე ფრთხილი შტრიხი მუქი ფერი ქუთუთოსთვის. ასე ერთმანეთს მარტივად შეავსებთ.
6. წარბების მოვლა
დროთა განმავლობაში წარბები ცვივა და მოცულობას კარგავს. თმის გასაძლიერებლად საღამოობით ბამბის ტამპონით ცოტა მკვებავი ზეთი წაისვით. პომადა ან წარბების ფანქრით ფორმა და ფერი დააკორექტირეთ.
7. მბზინვარე ეფექტის მქონე კოსმეტიკური საშუალება
სახის გარკვეული ზონის განათება მას უფრო გლუვს ხდის და ინვაზიური მეთოდების, მაგალითად ბოტოქსის გამოყენება შეგიძლიათ გადადოთ. ცოტა საშუალება ლოყის ზედა ნაწილზე წაისვით და იმწამსვე ვიზუალურად რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდებით.
8. ფხვნილის მსგავს კოსმეტიკურ პროდუქტებს მოერიდეთ
ასაკის მატებასთან ერთად კანი გამოშრობისკენ უფრო მიდრეკილია, ამიტომ ფხვნილის მსგავსი კოსმეტიკა სჯობს შეზღუდოთ. თუ თქვენი მიზანი წვრილი ნაოჭების დამალვაა, მსუბუქი მასის თხევადი პროდუქტები აირჩიეთ.
9. ტუჩის კანის კვება
ტუჩი და მის გარშემო კანი დაბერების ნიშნების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. ნაოჭების შესაფერხებლად ყოველ საღამოს ტუჩები კბილის ჯაგრისით ან ნაზი სკრაბით დაიმასაჟეთ.
10. შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმა
შუბლზე ნაოჭები ასაკს ავლენს და მათ დასამალად პარიკმახერს შუბლზე თმის მოკლედ შეჭრა სთხოვეთ: პირდაპირი ან ბაჰრომის მსგავსი.