დღეს „პაპარაცი“ კულინარიულ ჰოროსკოპს გთავაზობთ. ვინ არის სამზარეულოში ღმერთი, ხოლო რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის არის მიტანის სერვისი საუკეთესო მეგობარი?
კულინარიული ჰოროსკოპი
მე-12 ადგილი – თხის რქა
სინამდვილეში თხის რქას ბოლო ადგილი ხვდა არა იმიტომ, რომ კერძების მომზადება არ იცის, არამედ იმიტომ, რომ თავად პროცესი არ უყვარს. უდაოდ, ძლიერი სურვილის შემთხვევაში შეუძლია სტუმრები კულინარიული შედევრებით გაახაროს, როგორიცაა ბუტერბროდი ან შემწვარი კარტოფილი. თუმცა ეს ათას წელიწადში ერთხელ ხდება. უბრალოდ ამ ზოდიაქოს ნიშანს ზედმეტად დატვირთვა ეზარება.
მე–11 ადგილი – ქალწული
ზოგჯერ ქალწულს უჭირს ფაფის ისე მომზადება, რომ ტაფა არ დაეწვას. ზოგჯერ ბრწყინვალე სუფრის გასაშლელად საოცარი შთაგონება ეწვევა. თუმცა ხშირად ქალწული ზედმეტად დაკავებულია, რომ მოამზადოს, ამიტომ მიტანის სერვისი მისი საუკეთესო მეგობარია.
მე-10 ადგილი – ტყუპები
ტყუპები საჭმლის მომზადებაზე საერთოდ არ წუხდებიან. წასახემსებლად შეუძლია პელმენი მოხარშოს ან ადგილობრივ დაწესებულებაში მივიდეს. თუმცა წარმოუდგენლად გემრიელად მოხარშული მაკარონისთვის კომპლიმენტები აუცილებლად სჭირდება.
მე-9 ადგილი – ლომი
ლომს ცოტა თავნება ბუნება აქვს. ამ ნიშნის წარმომადგენელს აუცილებლად სჭირდება შთაგონება, რომ სამზარეულოში შევიდეს. ხშირად ისე ხდება, რომ იტალიურ რესტორანში დიდებული ვახშმის შემდეგ გრენკის მომზადების სურვილი უჩნდება.
მე-8 ადგილი – თევზები
თევზი უბრალო და არაპრეტენზიულია. მოხარული იქნება, თუ მისი პარტნიორი შემწვარი კვერცხით და ბეკონით გაახარებს. თავის მხრივ, თევზსაც ახლობლებისთვის მარტივი კერძის მომზადება ხშირად უყვარს.
მე–7 ადგილი – მშვილდოსანი
მშვილდოსანი სამზარეულოში არასდროს შევა, რომ საკუთარი თავისთვის რაიმე მოამზადოს. თუმცა სხვისთვის ნამდვილად გაირჯება. მშვილდოსანს შეუძლია საათობით გაზქურასთან იდგეს, რომ საყვარელი ადამიანის სახეზე ღიმილი დაინახოს.
მე-6 ადგილი – ვერძი
კულინარიულ ჰოროსკოპში ცენტრალური ადგილი ვერძს ტყუილად არ შეხვდა. ეს ძალიან პრეტენზიული ნიშანია. თუ დარწმუნებულია, რომ მისი სტეიკი ათეულს ვერ მიაღწევს, მაშინ რესტორანში წავა. სახლში კი წვნიანის ან ბორშის მომზადებას დაიწყებს, რომ გემრიელი გამოუვიდეს.
მე-5 ადგილი – სასწორი
სასწორს სამზარეულოში მყუდრო საღამოების გატარება, ფქვილში და შინაურულ კეტჩუპში ამოსვრა ძალიან უყვარს. თუ ამ ნიშანს ხშირად პარტნიორი აკლია. მომზადება აუცილებელი არაა, უბრალოდ სჭირდება, რომ ვიღაც გვერდით იჯდეს და ატმოსფეროს მხარს უჭერდეს.
მე-4 ადგილი – მერწყული
მერწყული კერძების მომზადებით ნამდვილ სიამოვნებას იღებს. მისთვის მნიშვნელოვანი არაა, თუ რას აკეთებს: კონსერვის მოხუფვა თუ ფარშირებული კურდღლის გამოცხობა. მართალია, ყოველთვის გემრიელი არ გამოდის, მაგრამ ეს განწყობას არ უფუჭებს.
მე-3 ადგილი – კირჩხიბი
კირჩხიბი ნამდვილი ექსპერიმენტატორია. ნებისმიერი ახალი გიჟური რეცეპტის მოსაფიქრებლად მზადაა. კირჩხიბს კულინარიული შედევრებით ყველას გაოცება უყვარს.
მე-2 ადგილი – კურო
ჩვეულებრივ, კურო კერძების მომზადების სურვილს ჯერ კიდევ ბავშვობიდან გრძნობს. მისთვის უფრო საინტერესოა ბებიასთან ერთად ცომის მოზელა, ვიდრე მეგობრებთან ერთად თამაში.
1–ლი ადგილი – მორიელი
ჩვენს კულინარიულ ჰოროსკოპში გამარჯვება დამსახურებულად ხვდა მორიელს. ამბობენ, რომ ამ ნიშნის მიერ მომზადებულ კერძების მიმართ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. საქმე იმაშია, რომ ღვთაებრივი გემო შეიძლება სამუდამოდ შეგიყვარდეთ და ნიჭიერ მზარეულს თქვენი გული აჩუქოთ.
ახლა საკმარის ცოდნას ფლობთ, რომ მეორე ნახევრის არჩევას გონივრულად მიუდგეთ. გისურვებთ ამ გადაწყვეტილებას სერიოზულად მოეკიდოთ, რადგან დროთა განმავლობაში გრძნობები ცხრება, ხოლო გემრიელად ჭამის სურვილი – არასდროს!