როგორ შევქმნათ მდიდრული იმიჯი

579

დღეს ამ სტატიაში არ გასწავლით, როგორ შექმნათ არაფრისგან რაღაც არაჩვეულებრივი. ნებისმიერი ქალი ხვდება, რომ სილამაზე გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს და შეუძლებელია მდიდრულად გამოიყურებოდეთ, თუ იაფფასიან ნივთებს ყიდულობთ და საკუთარ თავზე არ ზრუნავთ.

რა დაგეხმარებათ მდიდრული იმიჯის შექმნაში?

1. საკუთარ თავზე იზრუნეთ

ყველაზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა. საკუთარ თავზე ზრუნვის გარეშე არცერთი ბრენდული ნივთი არ მოგიხდებათ. მანიკიური, პედიკიური, ლამაზი და მოვლილი თმა, კანი – ყველაფერზე უნდა იზრუნოთ. ჯანმრთელობა არ დაგავიწყდეთ. სწორად იკვებეთ, სპორტით დაკავდით, ექიმთან დროულად მიდით.

2. პირადი მკერავი იპოვეთ

თუ ნამდვილად გსურთ, მდიდრულად გამოიყურებოდეთ, ტანსაცმელი შეკვეთით შეკერეთ. დიახ, ეს იაფი სიამოვნება არაა, მაგრამ ამად ღირს. ტანსაცმელი, რომელიც თქვენს სხეულს იდეალურად ერგება, მის ღირსებებს ხაზს გაუსვამს და ნაკლს დაფარავს. ტანსაცმელში ინვესტიციის ჩადების გარეშე ნამდვილად მდიდრულ იმიჯს ვერ შექმნით.

3. მხოლოდ ძვირადღირებული ფეხსაცმელი და ჩანთა იყიდეთ

იმიჯს ისე არაფერი არ აფუჭებს, როგორც იაფფასიანი ფეხსაცმელი და ჩანთა. მათზე ეკონომიის გაწევა არ შეიძლება! აუცილებელი არაა მხოლოდ ბრენდული (თუმცა თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, სიამოვნებით იყიდეთ) შეიძინოთ, ნაკლებად ცნობილი მწარმოებლების ფეხსაცმელი და ჩანთა შეგიძლიათ შეიძინოთ. მთავარია – ხარისხი.

4. ნივთებს მოუარეთ

ეს ნომერ პირველი წესია. თუ მოვლილი იქნებით, მაგრამ ნივთებს ყურადღებას არ მიაქცევთ, მაშინ მოვლილი სახე და სხეული ვერ გიშველით. ნივთების შეძენის დროს ეტიკეტი კარგად შეისწავლეთ, რომ იცოდეთ, როგორ მოუაროთ. განსაკუთრებული ყურადღება ფეხსაცმელს მიაქციეთ. ის სწრაფად ცვდება, თუ სათანადოდ არ იზრუნებთ.

5. მოდური კომბინაციების შექმნა ისწავლეთ

განვითარდით, მოდური ჟურნალები, სტატიები წაიკითხეთ, მოდური ნიმუშები დაათვალიერეთ. მაშინაც კი, თუ შეუდარებელი გემოვნება გაქვთ, რაღაც ახლის გაგება ზედმეტი არ იქნება.

6. აქსესუარები არ დაივიწყოთ

აქსესუარების პატარა ნაკრები ყოველთვის უნდა გქონდეთ. მათ ხარჯზე ნებისმიერი ლუქი შეგიძლიათ გადაათამაშოთ. მოდური აქსესუარების შეძენაზე ფული არ დაზოგოთ.

7. ყველა ლუქში პრინტი არ გამოიყენოთ

პრინტი ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მათი კომბინაცია გაცილებით რთულია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ერთფერიანი ტანსაცმელი ყოველთვის უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე ყველაზე მოდური პრინტი. ტოტალური ლუქი ყოველთვის დედოფლურად გამოიყურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს