სჯობს 2021 ახალი წლის ჩაცმულობაზე წინასწარ იფიქროთ, რომ ხარი არ გააბრაზოთ. მკითხავთან მისვლა საჭირო არაა. რაც მთავარია, არანაირი „ველური“ პრინტები, ასე ხარს გააბრაზებთ. რას იზამთ, ლეოპარდული კაბის შეძენა სხვა დროისთვის უნდა გადადოთ.
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რა ჩაიცვათ 2021 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. დაფიქრებად ღირს!
რა ჩავიცვათ 2021 ახალ წელს
ვერძი
ჯიუტმა ვერძმა საყვარელ ფერად ფერებზე უარი უნდა თქვას. წითელის, ნარინჯისფერის და ცისფერის ნაცვლად ყავისფერი, კრემისფერი და რძისფერი ჩრდილები შეარჩიეთ. ფერადი აქცენტები შეგიძლიათ ოქროსფერი და ვერცხლისფერი ბიჟუტერიით შემატოთ.
კურო
საახალწლო ღამისთვის კუროს ლუქი მოსახერხებელი და მარტივი უნდა იყოს. აქსესუარებმა კი ქალურობას ხაზი უნდა გაუსვას, ბუნებრივი სილამაზე გამოააშკარავოს და საჭირო აქცენტი გააკეთოს. პატარა აქსესუარებით ამ ეფექტის მიღწევა რთულია. სწორედ ამიტომ, აქცენტი მსხვილ აქსესუარებზე გააკეთეთ.
ტყუპები
ტყუპებმა ცისფერი კაბა უნდა შეარჩიონ და ლუქს დაუმატონ რამდენიმე აქსესუარი: 2 სამაჯური, 2 ბეჭედი, 2 ყელსაბამი ან გულსაკიდი.
კირჩხიბი
კირჩხიბმა სჯობს ყავისფერი ან მიწისფერი შეფერილობის კაბა შეარჩიოს. სტილი რომ უფრო კაშკაშა გახდეს, ტრენდული აქსესუარები დაუმატეთ.
ლომი
მშვენიერმა ლომმა სჯობს ნაცრისფერი ან მეტალისფერი შეფერილობის კაბა შეარჩიოს. ალტერნატივის სახით ატმისფერი შეფერილობა გქონდეთ. ლუქს დაუმატეთ ბეწვის ჩანთა ან მოსახვევი. მართალია, სჯობს ხელოვნური ბეწვი გამოიყენოთ.
ქალწული
წარმატებამ რომ გაგიღიმოთ, თეთრი კაბა ან ქვედაბოლო მოდურ ბლუზთან ერთად შეარჩიეთ. მერწმუნეთ, თეთრი მეტალის ხარი ასეთ სტილს აუცილებლად სათანადოდ დააფასებს და მთელი წელი ყველაზე ხელსაყრელ პირობებს შეგიქმნით.
სასწორი
ბალანსის მოყვარული სასწორი საახალწლო ღამეს ცოტა უნდა გაერთოს. მეტალის ხარი რომ გაართოთ, ასიმეტრიული ჩაცმულობა ან კაბა ერთ მხარზე შეარჩიეთ. ცისფერი, თეთრი და კრემისფერი შეფერილობის მსუბუქი ქსოვილები გამოგადგებათ.
მორიელი
იდუმალმა მორიელმა საახალწლო ჩაცმულობა კარგად უნდა მოიფიქრეს. სტილი ყურადღების მიმქცევი, ამასთან ქალური და ელეგანტური უნდა იყოს. სტილისტები გირჩევთ, თავშეკავებული სტილის კაბა ჩაიცვათ, რომელიც ფერადი ჩანთის ან მასიური საყურეებით იქნება დასრულებული.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი კომფორტის მოყვარულია, ამიტომ სჯობს მაქსიმალურად მოსახერხებელი და მარტივი სტილი შეარჩიოთ. ისეთი, რომელშიც თავს მდიდრულად იგრძნობთ. ყველაზე შესაფერისი ფერები: მეტალი და თეთრი.
თხის რქა
თეთრი ხარის მხარდაჭერის მოსაპოვებლად საახალწლოდ ნატურალური ფერების კაბა ან კოსტუმი შეარჩიეთ: ყავისფერი და ყველა პასტელური შეფერილობა. მთავარი წესი: თავშეკავება და ელეგანტურობა, ამასთან ეს ეხება როგორც ქალის, ასევე კაცის სტილს.
მერწყული
საახალწლო ღამეს ზურგზე ღრმად ამოჭრილი, მოკლე, ვერცხლისფერი კაბა ჯადოსნურად გამოიყურება. სტილი უნდა იყოს ელეგანტური, დახვეწილი დეტალებით. მაგრამ არა პრეტენზიული!
თევზები
ფერი: თეთრი ან ღია პასტელური, დინამიური სილუეტი, წელზე ხაზგასმით. სწორედ ამით უნდა იხელმძღვანელოს თევზებმა, რომ წლის მფარველი, თეთრი მეტალის ხარი, მის მიმართ კეთილგანწყობილი იყოს.
ახლა უკვე იცით, რა ჩაიცვათ 2021 წელს, რომ მოიზიდოთ წარმატება, ბედი, კეთილგანწყობა და ბედნიერი ცხოვრებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. სამყარო ძველებური აღარ იქნება, დაე, უკეთესი გახდეს!