დღესასწაული ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ბავშვები ცხოვრობენ. ფერადი შეფუთვები ბავშვებს იზიდავენ. მათი ფასი კი ცოტა იკბინება. დამაინტერესა, შესაძლებელია თუ არა ტკბილეულის სახლში მომზადება. აღმოჩნდა, რომ უამრავი საინტერესო რეცეპტი არსებობს. სახლში შეგიძლიათ გამოაცხოთ დათვი „ბარნი“, „ტვიქსი“ და ბავშვებისთვის საყვარელი „ქინდერიც“.
„პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ტკბილეულობა მარტივად. ნაყიდზე ბევრად უფრო გემრიელი და იაფი გამოვა.
შინაურული ტკბილეულობები
ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს. დიასახლისები დაუღალავად ექსპერიმენტობენ, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე ცნობილი ტკბილეულობების 5 რეცეპტი. დღეს ერთად ვცადოთ დათვი „ბარნის“, „ტვიქსის“ და „ბაუნტის“, ნაზი „ნუტელას“ და „ქინდერის“ მომზადება. მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის?
შინაურული დათვი „ბარნი“
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა კეფირი
- 200 გრ ხაჭო
- 100 გრ კარაქი
- 1,5 ჭიქა ფქვილი
- 0,5 ჩ/კ სოდა
მომზადება:
- დათვები ხაჭოს მასისგან მოვამზადოთ, ასე უფრო სასარგებლო იქნება. სიტყვაზე, შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ ან სტევიათი ჩაანაცვლოთ, თუ ცდილობთ სასარგებლო ტკბილეული გააკეთოთ.
- დავიწყოთ მომზადება. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ. ცალკე თასში ხაჭო და კეფირი აურიეთ. თუ ხაჭო მარცვლოვანია, დააბლენდერეთ. შემდეგ კვერცხის და ხაჭოს მასები აურიეთ. თანდათან ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
- წინასწარ აქაფებული სოდა ან გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ყველაზე ბოლოს გამდნარი კარაქი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. შემდეგ ფორმებში ჩაასხით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით აცხვეთ. შეგიძლიათ ხაჭოს დათვები სუფრაზე გაიტანოთ!
შინაურული ტკბილეული „ტვიქსი“
ინგრედიენტები:
- 70 გრ ფქვილი
- 30 გრ შაქრის ფხვნილი
- 1 კვერცხის გული
- 60 გრ კარაქი
- 1 ს/კ არაჟანი
- 200 გრ შესქელებული რძე
- 100 გრ რძიანი შოკოლადი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
- თავდაპირველად ცომი მოამზადეთ. ამისთვის ფქვილს შაქრის ფხვნილი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. 40 გრ ცივი კარაქი კუბებად დაჭერით და ფქვილს აურიეთ. კარაქი და ფქვილი ძალიან სწრაფად უნდა დაანამცეცოთ, სანამ კარაქი გადნა. შემდეგ კვერცხის გული და არაჟანი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
- ცომი თხელ ფენად გააბრტყელეთ და მაცივარში 20 წუთით შეინახეთ. ამის შემდეგ ჩანგლით დაჭყლიტეთ, რომ ცომი არ ამოვიდეს. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. კარგად გააგრილეთ. შემდეგ კარამელი მოხარშეთ. სქელძირიან ქვაბში დარჩენილი (20 გრ) კარაქი გაადნეთ და შესქელებული რძე დაუმატეთ. კარამელი დაახლოებით 20 წუთით ხარშეთ.
- როცა ცოტა გაგრილდება, ბისკვიტის ფენას თანაბარ დაასხით. ზემოდან გამდნარი რძიანი შოკოლადი მოასხით. შემდეგ 2 საათით მაცივარში გააჩერეთ. ახლა შეგიძლიათ დაჭრათ და სუფრაზე გაიტანოთ.
შინაურული „ბაუნტი“
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა ქოქოსის ფანტელები
- 1 ჭიქა შესქელებული რძე
- 2 ფილა რძიანი შოკოლადი
მომზადება:
- ერთი შეხედვით, ასეთი დახვეწილი ტკბილეულის მომზადება რთულია, მაგრამა რა. 3 ინგრედიენტი და უამრავი სიამოვნება. პირველ რიგში, ქოქოსის ფანტელები შესქელებულ რძეს აურიეთ. ამ მასიდან პატარა ბატონჩიკები ან ბურთები გააკეთეთ. საყინულეში 20 წუთით შეინახეთ.
- სანამ შიგთავსი მაგრდება, შოკოლადი გაადნეთ. თითოეული ბატონჩიკი შოკოლადში ამოავლეთ და გასამაგრებლად გააჩერეთ. შეგიძლიათ ნაზი ტკბილეულით ისიამოვნოთ.
კაკლის პასტა „ნუტელა“
ინგრედიენტები:
- 500 მლ რძე
- 1 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჭიქა კაკალი
- 2 ს/კ კაკაო
- 2 ს/კ ფქვილი
- 60 გრ კარაქი
მომზადება:
- პატარა თასში ფქვილი, კაკაო და შაქარი აურიეთ. თუ უფრო სასარგებლო ვარიანტის მომზადება გსურთ, ცოტა შაქარი აიღეთ და სტევია ან თაფლი დაუმატეთ. თანდათან რძე დაუმატეთ და აურიეთ. ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად აურიეთ.
- კაკალი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ. ნებისმიერი კაკალი გამოგადგებათ, მაგრამ ნიგოზს უპირატესობას ვანიჭებ. კაკალი და კარაქი ცხელ შოკოლადის მასას დაუმატეთ. აურიეთ, სანამ კარაქი არ გადნება. გააგრილეთ და სუფრაზე თამამად გაიტანეთ.
შინაურული ტკბილეული: რძიანი ნაჭრები „ქინდერი“
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 125 მლ ნაღები
- 125 გრ ფქვილი
- 5 გრ გამაფხვიერებელი
- 125 გრ შაქარი
- 40 გრ კაკაო
- 500 გრ მასკარპონე
- 200 მლ ნაღები
- 50 გრ შაქარი
მომზადება:
- კვერცხი ნაღებთან ერთად ათქვიფეთ. მასას ფქვილი, კაკაო, შაქარი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ და ფორმებში ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.
- სანამ ბისკვიტი ცხვება, დროა შიგთავსსზე იზრუნოთ. ყველი მასკარპონე ათქვიფეთ. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ცხიმიანი ხაჭო გამოიყენოთ. ცალკე შაქარი და ნაღები ერთად ათქვიფეთ. შემდეგ კრემი და ყველი კარგად აურიეთ.
- გაგრილებული ბისკვიტი 2 ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს კრემი წაუსვით და ზემოდან მეორე ფენა დაადეთ. შემდეგ ბისკვიტი 3 საათით მაცივარში გააჩერეთ. ამის შემდეგ დაჭერით და გემოთი ისიამოვნეთ.
შინაურული ტკბილეულობები განწყობას ნამდვილად აგიმაღლებთ და სადღესასწაულო განწყობას მოგანიჭებთ. წელს სიხარული გვაკლია, ხოლო საყვარელი დესერტები ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. თქვენ რომელი ტკბილეულის მომზადება გიყვართ სახლში?