როგორი დაბრკოლებები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს

4667

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, რა სირთულეების გადატანა მოუწევს თითოეულ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს. მთლიანობაში წელი ხელსაყრელი იქნება, მაგრამ სირთულეებს გვერდს ვერ ავუვლით.

Photo credit: Depositphotos

ცხოვრებისეული სირთულეები

ვერძი

ყველაზე პროდუქტიული წლის დასაწყისი და გაზაფხული იქნება. ამ დროში გააკეთეთ ყველაფერი, რაც მთელი წლისთვის დაგეგმილი გქონდათ. დიდი შანსია, რომ მოგვიანებით ამის გაკეთება ვეღარ შეძლოთ. ამ წელს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მარტოს მოგიწევთ.

კურო

ყველაზე მძიმე ზაფხული იქნება, ამიტომ მისთვის წინასწარ მოემზადეთ. ამ პერიოდში ოჯახში და სამსახურში პრობლემებია მოსალოდნელი. საქმეებს წინასწარ მიხედეთ, რომ ზაფხულში ყველაფერი ერთად თავს არ დაგატყდეთ.

Photo credit: Depositphotos

ტყუპები

წელს მოსაბრუნებლად დიდი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ ზაფხულის ბოლოს ბევრი ძალა გექნებათ. შემოდგომაზე მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე და ხანგრძლივი შრომის ნაყოფი. მნიშვნელოვანია სულელური შეცდომები არ დაუშვათ. დარწმუნებულმა იარეთ, მაგრამ ნაბიჯებს ყოველთვის დააკვირდით.

კირჩხიბი

ამ ნიშანს ძალიან მშვიდი წელი ელოდება, თუმცა შემოდგომის ბოლოს მოსალოდნელია ძლიერი ემოციური აფეთქება. ზაფხულის ბოლოს ახლობლებთან დიდ კონფლიქტს მოერიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობას ადვილად დაანგრევთ. სჯობს ამ პერიოდში ურთიერთობის გარკვევა არ სცადოთ, უბრალოდ სხვა დროისთვის გადადოთ. ზამთარში საერთო აზრამდე ადვილად მიხვალთ.

Photo credit: Depositphotos

ლომი

ლომისთვის საკმაოდ რთული წელი იქნება. ესაა ბიუროკრატიული ზრდა და პირადი ურთიერთობის კრიზისი. შრომისმოყვარეობის წყალობით სამსახურში წარმატების დიდი შანსი გაქვთ, რასაც ასევე მარტივად ვერ მიიღებთ. მომთმენი უნდა იყოთ. უბრალოდ როგორღაც ეს წელი უნდა გადააგოროთ.

ქალწული

წლის დასაწყისში ახალი საქმის დაწყება და პირობის მიცემა არ ღირს – დიდი რისკია, რომ არასდროს ასრულდება. ოჯახურ ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყება და ძველი ჭრილობები მოშუშდება. ოქტომბერში იმედგაცრუებას ელოდეთ.

Photo credit: Depositphotos

სასწორი

ეს წელი მოულოდნელობებით სავსე იქნება: კარგით და ცუდით. ბევრი უსიამოვნო მოვლენა მოგვიანებით გახდება ის, რომელზეც იტყვით „არა არსებობს ცუდი კარგის გარეშე“. ზოგადად, სასიკეთო მდგომარეობა იმეფებს.

მორიელი

წელს ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად უნდა აწონდაწონოთ, რადგან შედეგების გამოსწორება კიდევ რამდენიმე წელი მოგიწევთ. ურთიერთობაში თქვენი სიბრაზე მოთოკეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიამაყის გამო შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგოთ.

Photo credit: Depositphotos

მშვილდოსანი

წელი კარგად დაიწყება და კარგად დასრულდება. მთელი დანარჩენი დრო ფინანსური კუთხით მარტივი არ იქნება. გაუმართლებს მათ, ვინც შავი დღისთვის ბალიშის ქვეშ ფული შეაგროვა. თუ ზედმეტი საშუალება არ გაქვთ, მხოლოდ ნათესავების და მეგობრების იმედზე ყოფნა მოგიწევთ. დრო მოვიდა გაიგოთ, ვის უყვარხართ სინამდვილეში.

თხის რქა

წლის ბოლოს მოსალოდნელია განწყობის გაუარესება. რეკომენდებულია, ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომ ჯანმრთელობის გაუარესება შეაფერხოთ და დაავადებების სირთულე შეამციროთ. წლის ბოლოს სირთულეები მოგვარდება.

Photo credit: Depositphotos

მერწყული

წელს სჯობს სამუშაოზე კონცენტრირება მოახდინოთ. ურთიერთობა გაუგებრობით სავსე იქნება, მაგრამ ამაზე დრო არ დახარჯოთ, რადგან მაინც აზრი არ აქვს. ძალები და ენერგია პიროვნულ სრულყოფილებას და კარიერის მოწყობას დაუთმეთ.

Photo credit: Depositphotos

თევზები

ზაფხულის დასაწყისში მოსალოდნელია ორმხრივი სიყვარული და ოჯახური ურთიერთობის გაუმჯობესება. ამ პერიოდამდე ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. უბედური შემთხვევის ან უაზრო კამათის რისკი არსებობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს