დააკვირდით, როგორ შლიან პარკებს მაღაზიაში. უმეტესობა მათგანი ბოლოს და ბოლოს თითებს ილოკავს ან შეუმჩნევლად თითებზე იფურთხებს. არც თუ ისე ჰიგიენური მეთოდია, არა? განსაკუთრებით მსოფლიო პანდემიის ფონზე. „პრიმიტიული“ მეთოდების გამოყენება რომ არ მოგიწიოთ, „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ გაშალოთ პარკი რაიმეს გალოკვის გარეშე.
როგორ გავშალოთ პარკი
ქვემოთ გთავაზობთ 3 მეთოდს, თუ როგორ გაშალოთ ნებისმიერი სახელურიანი პოლიეთილენის პარკი წამებში.
მეთოდი № 1
პარკი ერთი მხრიდან საფუძველზე დაიკავეთ. მეორე ხელი მოკიდეთ იმ ადგილს, სადაც პარკი უნდა გაიხსნას. პარკი სხვადასხვა მხარეს გასრისეთ. იმწამსვე კუთხეში სამკუთხედი გამოიწევა.
ახლა ამ წვერს ხელი მოკიდეთ და პარკი გაშალეთ.
მეთოდი № 2
პარკი ორივე ხელში დაიჭირეთ და სხვადასხვა მხარეს გაწელეთ. ანალოგიური კუთხეები ორივე მხარეს გამოჩნდება.
დაუცველ კუთხეებს ხელი მოკიდეთ და პარკი ადვილად გაიშლება.
მეთოდი № 3
პარკის გვერდით ჩაღრმავებში თითი ჩადეთ. თითი ზევით სახელურამდე გადაატარეთ.
თითებით სახელური გასწიეთ. პარკი კვლავ წარმატებით გაიშლება!
ეს პრინციპები აბსოლუტურად ნებისმიერ სახელურიან პარკზე შესანიშნავად მოქმედებს. მართალია, შესაფუთ ჩანთებთან საქმე ცოტა რთულადაა. ასეთი პარკების გასაშლელად, საჭიროა ხელისგულებით დასრისოთ, შემდეგ გვერდზე გაბეროთ. ამ ხრიკის შესახებ იცოდით? კომენტარები თამამად გაგვიზიარეთ.