რატომ ჩნდებიან ერთ ოჯახში მხოლოდ ქალიშვილები, მეორეში – მხოლოდ ვაჟები

198
Photo credit: Depositphotos

ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული აზრები, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში ჩნდება. კარგია, თუ ეს აზრები სრულყოფილ საუბარში გადაიზრდება, რომელშიც თითოეული მხარე თავის შეხედულებას გააჟღერებს და სურვილებს გულწრფელად გამოთქვამს. ბავშვის ხასიათის თავისებურებები მისი აღზრდის მიხედვით განვითარდება, აგრეთვე, ისინი დამოკიდებულია მშობლების დამოკიდებულებაზეც თავად ბავშვისა და მისი მათ ცხოვრებაში გაჩენისადმი.

ბავშვის ხასიათის თავისებურებები

Photo credit: Depositphotos

სამწუხაროა, თუ მშობლები ბავშვის აღზრდასა და მისადმი დამოკიდებულებაზე ჩასახვის შემდეგ ფიქრობენ. ამბობენ, რომ ოდესღაც, როცა ბენჟამინ სპოკი ფეხმძიმე ქალებისთვის ლექციებს ატარებდა, ერთმა 6 თვის ფეხმძიმე ქალმა ჰკითხა მას, თუ როდის უნდა დაეწყო ბავშვის აღზრდაზე ფიქრი. სპოკმა მას შეხედა და თქვა, რომ მან 6 თვით დაიგვიანა. სრულიად მართალი იყო.

Photo credit: Depositphotos

მატერიალური სარგებელი ბავშვის გაჩენით

ბავშვის გაჩენის საყოველთაო მიზეზი “სიბერეში ვიღაცამ რომ მომხედოს”, რეალურად, საწყისი სულაც არაა. მსგავსი მოტივაცია მოიაზრებს კონკრეტული მატერიალური სარგებლის მიღებას რაღაც დროის შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ფინანსური მხარდაჭერა სიბერეში ან თუნდაც იმ ადამიანის არსებობა, რომელიც მოგივლით და ყურადღებას მოგაქცევთ.

Photo credit: Depositphotos

რაღაც მხრივ, ეს მოტივაცია გასაგებიც კია. თუმცა, პირველ რიგში, ეს გეგმები ძალიან ჰიპოთეტურია. მეორეც, თქვენ თვითონ ვერ ხვდებით, რომ ასე აზროვნება ცოტა მკრეხელურია? ბავშვის გაჩენა რაღაც სარგებლისთვის? ეს ხომ უსამართლობა იქნება არამხოლოდ შვილის, არამედ საკუთარი თავის მიმართაც, სიმართლე რომ გითხრათ.

Photo credit: Depositphotos

ნუთუ ჩვენვე არ განვსჯით ადამიანს, რომელიც გარემოცვისგან მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღებას ცდილობს? მაშინ, ბავშვის ზემოხსენებული მიზნებით გაჩენით, ნუთუ ჩვენ თვითონ არ ვიქცევით ასეთ ადამიანად?

ბავშვის გაჩენის სასულიერო მიზეზები

მოდით, უკეთ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას მოგცემთ ბავშვი, არამატერიალური გაგებით. პირველ რიგში, ეს ერთგვარი გამოწვევაა. დიახ, ეს ნამდვილი გამოწვევაა მოთმინებისა და ამტანობისთვის. ნუ შეხედავთ სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით.

Photo credit: Depositphotos

მსგავსი გამოცდა, როგორც ნებისმიერი სხვა, აწრთობს ხასიათს და ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას. მას ხელს უწყობს სიყვარულიც. ამბობენ, რომ ნამდვილ სიყვარულს ადამიანი მხოლოდ საკუთარი შვილისადმი განიცდის. მეტიც, ჩვენ არამხოლოდ შევიგრძნობთ მას. ყველა მშობელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება ეძლევა.

Photo credit: Depositphotos

რაში მდგომარეობს მისი არსი? გაუშვათ ბავშვი მას შემდეგ, რაც გაიზრდება. მივცეთ მას ყველაფერი, რაც შეგვიძლია, შევიყვაროთ მთელი სულით, შემდეგ კი გავუშვათ ამ სამყაროში. გავაკეთოთ ეს, სამაგიეროდ კი არაფერს ველოდოთ. როგორ მოგწონთ ასეთი გამოწვევა? შეძლებთ მასთან გამკლავებას? ამაზე ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაფიქრდეთ, როცა ბავშვის გაჩენაზე დაიწყებთ ფიქრს.

Photo credit: Depositphotos

ბევრი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის სქესს. თურმე, თუ ბიჭი იქნება, ეს რაღაცით მეტს ნიშნავს. ასეთივე აზრები უჩნდებათ გოგონების შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სქესის ბავშვის აღზრდის თავისებურებები გასათვალისწინებელია, თუმცა, გადამწყვეტი აზრი ამაში ნამდვილად არ დევს. ბიჭებსაცა და გოგონებსაც თანაბარი დოზით სჭირდებათ მშობლური სიყვარული და ზრუნვა. არ დაგავიწყდეთ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს