ოთახის მცენარის ყვავილობა ნამდვილი დღესასწაულია, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენმა მწვანე მეგობარმა რეგულარულად იყვავილოს მხოლოდ მორწყვა საკმარისი არა რის.
მნშვნელოვან როლს თამაშობს საკმარისი განათება, სწორი გადარგვა, კომფორტული ტემპერატურული რეჟიმი, სწორად შერჩეული ნიადაგი და ჰაერის ტენიანობა.
გამოცდილი მეყვავილეებიც კი არ იშურებენ ძალებს იმისთვის, რომ ყვავილმა აყვავება შეძლოს. ამ სტატიაში გასწავლით მოქმედ მეთოდს რომელიც თქვენს ყველაზე კაპრიზულ ოთახის მცენარეებსაც კი ააყვავებენ.
აბუსალათინის ზეთის თვისებები
აბუსალათინის ზეთი ამავე დასახელები მქონე შხამიანი მცენარისგან მზადდება, თუმცა ჯანმრთელობაზე ნერვიულობ არ ღირს, გადამუშავების შედეგად მცენარის სახიფათო ნივთიერებები ნეიტრალდება.
ზეთი აბსოლუტირად უსაფრთხო პროდუქტია რომელიც თავისი დადებითი თვისებებით არის განთქმული, ის არც შრება და არც ხმება. ის ხშირად გამოიყენება სახის მოვლის საშუალებებში მისთვის სიმკვრივის შესანარჩუნებლად. ეს ზეთი ბევრ მნიშვნელოვან მჟავას შეიცავს, იოლად შეიწოვება თმის ბოლქვში და მას საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, ასტიმულირებს თმის ზრდას.
ბევრი ქალბატონი იყენებს ზეთს სახლის კანის მოვლისთვის რაც ძალიან ეფექტურია. როდესაც კანი არ შრება, ის ხდება მკვრივი, შესანიშნავად გვათავისუფლებს ნაოჭებისგან. აბუსალათინის ზეთს ანტისეპტიკური თვისებებიც აქვს და წამლების, მალამოების, ტუჩსაცხების და კრემების დამზადებისთვის გამოიყენება.
აბუსალათინის ზეთით მომზადებული სასუქის რეცეპტი
მცენარეებს ყვავილობაში სასუქი და სტიმულატორები ეხმარებიან, ეს შეიძლება მაღაზიაში ნაყიდი მზა სასუქებიც იყოს და სახლში მომზადებული საშუალებებიც, მაგალითად: ნაცარი, შაქარი, ალოეს წვენი, ბანანის ქერქი ან აბუსალათინის ზეთი.
აბუსალათინი ზეთს არა მხოლოდ ოთახის მცენარეების მოყავრულები არამედ მებაღეებიც იყენებენ. მისგან სასარგებო ხსნარის მომზადება რთული არ არის. საჭიროა უბრალოდ 1 ლიტრ წყალში, ჩაის კოვზი ზეთი გახსნათ.
გამოცდილი მებაღეების რჩევები
აბუსალათინის ზეთი 2-3 დღის ნადგამ წყალში უნდა გახსნათ. იმისთვის, რომ ზეთმა მცენარის ფესვები არ დაწვას – დამზადებული ხსნარი, მორწყვამდე კარგად შეანჯღრიეთ.
ყვავილები ამ ხსნარით აყვავებამდე უნდა მორწყათ, როდესაც პირველი, პატარა კვირტები ჩნდება. მისი ეფექტურობა უფრო მაღალი იქნება თუ მორწყვამდე რამდენიმე საათით ადრე მცენარეს ჩვეულებრივი ნადგამი წყლით მორწყავთ. აბუსალათინის ზეთი საკმაოდ გამძლეა თუმცა მისი შენახვა 2 წელზე დიდი ხნით არ შეიძლება. გაითვალისწინეთ, რომ ამ სასუქი გამოყენება წელიწადში მაქსიმუმ 2-3-ჯერ შეიძლება.