ყოველ საზოგადოებაში არსებობს წესების გაუხმოვანებელი ერთობლიობა, რომელბსაც კარგად აღზრდილი ადმაიანები მისდევენ. ცუდი აღზრდა შოიდანვე იოლი შესამჩნევია თუმცა ეს ყველამ არ იცის. ასეთ წვრილმანებზე ბავშვის აღზრდისას ჩვეულებრივ ყურადღებას არავინ ამახვილებს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ბავშვების ამას თავად სწავლობენ.
საზოგადოების ტრანსპორტში ზურგჩანთის არ მოხსნა
გაჭედილ ტრანსპორტში ჩანთის მხარზე დატოვება – უხეში ტონია. ის სხვა მგზავრებს შეუშლის ხელს, თუნდაც ეს მცირე, ქალბატონების ზურგჩანთა იყოს. თუ მას ზურგზე დაიტოვებთ სრულიად შესაძლებელია ტრანსპორტიდან საფულის გარეშე ჩამოხვიდეთ. დიდი დანაკარგია!
ქოლგის გახსნილ მდგომარეობაში შრობა
სტუმრად მისვლა და ქოლგის გაშლილ მდგომარეობაში, მისაღებ ოთახში დადება – ძალიან ცუდი ტონია. ქოლგა დაკეცილ მდგომარეობაში სპეციალურ ქოლგის ჩასადებში უნდა გაშრეს. თუ მასპინძელი გეტყვით, რომ მას ასეთი “სპეციალური ადგილი” არ აქვს – ამას არგუმენტად ნუ მიიღებთ. შეგიძლიათ შემოსასვლელ ოთახში არსებული კაუჭი გამოიყენოთ.
ცხელი კეძისთვის სულის შებერვა
იმით უნდა დავიწყოთ, რომ მდუღარე კერძის სუფრაზე მიტანა აუცილებელი არიარის, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა მისთვის სულის შებრვას ნუ დაიწყებთ. ეს ლამაზი საქციელი არ არის და აჯობებს უბრალოდ კერძის გაგრილებას დაელოდოთ. ამ დროის განმავლობაში კი უბრალოდ საინტერესო თემებზე ისაუბრეთ.
სუფრაზე ღია სამარილის დადება
არავის სურს, რომ ყოველდღე ოჯახის წევრები და სტუმრები სამარილეში თითებს ავლებდნენ. აჯობებს ჩვეულებრივი დახურული სამარილისა და საპილპილის კომპლექტი შეიძინოთ. უკიდურეს შემთხვევაში კი სამარილეში პატარა კოვზის ჩადება შეგიძლიათ.
დამატების თხოვნა
ბევრს გონია, რომ თუ ღიად განაცხადებს საკვების დამატების მოთხოვნას ეს დიასახლისისთვის კომპლიმენტი იქნება. განათლებულ საზოგადოებაში მსგავსი კომპლიმენტი მიღებული არ არის. აჯობებს უბრალოდ დიასახლისის კულინარიული შესაძლებლობები შეაქოთ და მხოლოდ მაშინ როცა ის ტავად შემოგთავაზებს დამატებას – დაეთანხმოთ.
საზოგადოებრივ ადგილებში ტელეფონზე საუბარი
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან რიგში პირადი საკითხების სატელეფონო საუბრებში განხილვა – ცუდი აღზრდის პირდაპირი მანიშნებელია. არავინ არის ვალდებული თქვენს ლაქლაქს უსმინოს. არავის აინტერესებს სად იყიდეთ ფეხსაცმელი, როგორ არის თქვენი ბებია ან სად გაატარეთ გუშინდელი საღამო.
ნუ გაურთულებთ უცნობ ადამიანებს ცხოვრებას და ნუ აიძულებთ მათ თქვენს პირად საუბრებს უსმინონ. მათ არ შეუძიათ რიგიდან ან ტრანსპორტიდან მხოლოდ იმიტომ გავიდნენ, რომ თქვენ გაჩუმება არ შეგიძლიათ.
ჩვენს დროში ეს წესები ყველა უნდა იცოდეს, განურჩევლად ასაკისა.